საავარიო გამოცდის ხსენებისას, პირველ რიგში, ავტომობილები გვახსენდება. თუმცა, ავტომობილის შემოწმებაზე ბევრად საინტერესო თვითმფრინავის საავარიო გამოცდაა.

1. რეალური ფრენის მაქსიმალური იმიტირება

საინტერესოა, რომ თვითმფრინავის საავარიო გამოცდა მის ბოლომდე აწყობამდე ხდება. ის შემდეგნაირად მიმდინარეობს: დიდ საწყობში თვითმფრინავის ნაწილებს განათავსებენ – სადესანტო მექანიზმიდან კუდამდე, აგრეთვე მართვის სისტემები. ერთად შეკრებული ყველა არსებული მექანიზმი თუ ტექნოლოგია რეალური თვითმფრინავის მაქსიმალურად ზუსტ იმიტირებას ახდენს, ამიტომაც ტექსტი დიდი სიზუსტით მიმდინარებს.

2. ტესტირების დროს აეროდინამიკური მილის უმოძრაობა

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით კომპიუტერული მოდელირება საკმაოდ პოპულარულია, თვითმფრინავის საავარიო გამოცდისთვის დღემდე აეროდინამიკური მილი გამოიყენება. გვირაბებში ხდება თვითმფრინავის ფრთების გამოცდა, რომლებიც დეტალურ დონეზეა შესრულებული. აღნიშნულ გვირაბებში თვითმფრინავის შემოწმების ყველაზე საინტერესო ნაწილი ჰაერის ნაკადის გამოყენებაა. ასე მაგალითად, სამგზავრო ლაინერები დაბალსიჩქარიან გვირაბებში გამოიცდება, სადაც ჰაერის ნაკადის სიჩქარე 300კმ/სთ-მდე ვარირებს. ავიაციის სხვა მოდელებს კი შესაძლოა გამოცდა უფრო ძლიერ გვირაბებშიც ჩაუტარდეს.

3. საავარიო გამოცდა ყველა ტიპის თვითმფრინავზე არაა გათვლილი

მართალია აეროდინამიკურ მილებში სამგზავრო თვითმფრინავების გამოცდა კი ტარდება, თუმცა ისინი მთლიან საავარიო შემოწმებას არ გადიან. ამ ტენდეციის მიზეზი ძირითადად ფინანსურია: მსგავსი რთული შემოწმებების ჩატარება საკმაოდ მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთანავე, არასამხედრო თვითმფრინავს საავარიო გამოცდა, როგორც ასეთი, ფაქტიურად არც სჭირდება, რადგანაც მას სამხედრო თვითმფრინავზე ბევრად ნაკლები დატვირთვა აქვს.

საინტერესო ფაქტი: სამგზავრო თვითმფრინავის ერთადერთი სერთიფიცირებული სრული ტესტი სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოსთვის, აშშ-ში 1984წელს BBC-ს ავიაბაზაზე ჩატარდა. ამ შემთხვევაშიც ტესტი თავად თვითმფრინავს კი არა, მასში გამოყენებულ საწვავს ჩაუტარდა.

4. მუხრუჭის შემოწმება ყველაზე შთამბეჭდავია

ერთი შეხედვით, მუხრუჭის შემოწმება ყველაზე ბანალური, მოსაწყენიც პროცესია. თუმცა, თვითმფრინავების შემთხვევაში, ეს ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი სანახაობაა. თვითმფრინავის მუხრუჭების ექსტრემალურ სიტუაცაში შემოწმება ასაფრენ ბილიკზე ათობით მეტრი რეზინის კვალითა და ცეცხლის ენებითაა თანხლებული. თუ აღნიშნული შემოწმება თანამედროვე წესებით სრულდება, ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეების დახმარებაც კი არ ხდება საჭირო.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი