სამზარეულო ყოველთვის როდი იქმნება დიზაინური პროექტის შესაბამისად, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. უმეტეს შემთხვევაში, მეპატრონეები თავად კავდებიან რემონტით, რის შედეგადაც რჩება ძალზედ მცირე თავისუფალი ადგილი, მაგალითად, კარადის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკისათვის. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელმა ფუნქციონალურმა ნივთმა შეიძლება დაიკავოს ოთახში ღირებული ადგილი.

სამზარეულოში ცარიელი კუთხეები პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგიერთ დიასახლისს სულაც ურჩევნია, რომ ხელი არ ახლოს მათ, რათა ოთახი ბევრად ფართო გამოჩნდეს. ამასთან, თუ თქვენი მთავარი მიზანი ერგონომიული ინტერიერის შექმნაა, ან ოთახი არასაკმარისად დიდია იმისათვის, რომ ყველა საჭირო ავეჯი და მოწყობილობა მოათავსოთ, აუცილებლად მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ სასარგებლოდ როგორ აითვისოთ ცარიელი ადგილი.

იდეა 1: ჩამოკიდეთ თაროები

თაროები თავისუფალი სივრცის ათვისებისა და ამავდროულად სამზარეულოს ფუნქციონირების გაზრდის უნივერსალური გზაა. შეგიძლიათ აირჩიოთ სწორი ან დახრილი, დიდი თუ პატარა, კედლების ფერის ან კონტრასტული. არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს სამზარეულოს სტილზე და იმაზე, თუ რამხელა ცარიელი ადგილია დარჩენილი და სად მდებარეობს იგი.

იდეა 2: მოათავსეთ საყინულე კამერა

თუ ზამთრისათვის ემზადებით და მაცივრის საყინულეში ადგილი არ გყოფნით, შეგიძლიათ საყინულე კარადა დაამონტაჟოთ. იქ შეძლებთ მურაბის, ბოსტნეულის კონსერვებისა და ა.შ. შენახვას, თუმცაღა დაუყოვნებლივ უნდა მოიფიქროთ,  თუ როგორ დააკავშიროთ მოწყობილობა ქსელთან. კარგია, თუ იქ ახლოს თავისუფალი დენცქვიტა იქნება. თუ არა, მაშინ საყინულის იდეა არ გამოდგებათ – ნამდვილად არ ღირს სხვა სოკეტებიდან გამომავალი გამაძლიერებელი კაბელების გატარება და ბინაში ელექტრო სისტემის გადატვირთვა.

იდეა 3: სასადილო მაგიდის გადაადგილება

ზოგჯერ უმჯობესია სასადილო ზონის მისაღებში გაკეთება, რადგანაც სამზარეულოში საკმარისი ადგილი არ მოიძებნება. თავისუფალი კუთხის ქონის შემთხვევაში შეეცადეთ იქ მაგიდა და სკამები გადაიტანოთ. არაა საკმარისი ადგილი რამდენიმე სკამისათვის? შეგიძლიათ შეიძინოთ პოპულარული 5 1-ში პუფ-ტრანსფორმერი. აწყობილ მდგომარეობაში იგი თავისუფლად მოთავსდება მაგიდის ქვეშ და სამზარეულოს გარშემო მოძრაობას ხელს არ შეუშლის. როდესაც ლანჩის ან ვახშმის დრო დადგება, პუფი რამდენიმე წამში გადაიქცევა ხუთ კომფორტულ სკამად.

იდეა 4: ჰობისათვის განკუთვნილი ზონისა თუ სამუშაო ოთახის აღჭურვა

ცარიელი კუთხე ჰობის  ზონისათვის შესანიშნავია. ხატვითა და ხელსაქმით დასაკავებლად იქ შეგიძლიათ განათავსოთ დასაკეცი მაგიდა და პატარა პუფი. მცირე ბიბლიოთეკისთვის შესანიშნავი ადგილი იქნება – უბრალოდ რამდენიმე თაროს ჩამოკიდება, მცირე ზომის სტელაჟის მოწყობა ან კომპაქტური ჩამოსაკიდებელი მოდულით სარგებლობა მოგიწევთ. კიდევ ერთი საინტერესო გამოსავალი სამზარეულოში ოფისის განთავსებაა. უბრალოდ დაგჭირდებათ მაგიდის ზედაპირი, სავარძელი და ლეპტოპი. ეს ვარიანტი განსაკუთრებით მოეწონებათ სტუდიოს სტილის მცირე ბინებში, სადაც სამზარეულო მისაღებ ოთახთანაა შეერთებული, მცხოვრებ ადამიანებს.

იდეა 5: ოთახის მცენარის განთავსება

ზოგიერთი დიასახლისი ყვავილებს სამზარეულოში ინახავს, ამიტომაც ეშინიათ, რომ შესაძლოა მათზე ზეგავლენა იქონიონ მავნებლებმა, რაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება დაუშვებს სამზარეულოში სრულყოფილი სისუფთავის დაცვაში, თუმცა თუ ოთახის მცენარეები გიყვართ და კარგად უვლით მათ, მაშინ სავსებით შესაძლებელია მცენარ ოთახის კუთხეში მდებარე დიდ ქოთანში მოათავსოთ. შეარჩიეთ მოვლისადმი უპრეტენზიო მცენარე, რომელიც ჩვეულებრივ “რეაგირებს” ტემპერატურის ცვლილებასა და არასაკმარის განათებაზე, რადგანაც კუთხეში ხშირად არასაკმარისი მზის სხივებია. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სანერგე მცენარეები, რომლებიც აუმჯობესებენ ბინაში არსებულ მიკროკლიმატს და ასუფთავებენ ჰაერს. ასეთი ოთახის ყვავილების კატეგორიაში შედის ფიკუსი, დრაცენა, ქლოროპითუმი, სანსევიერია და სხვები.

იდეა 6: სტელაჟის განთავსება

ზოგჯერ კარადები ყველა საჭირო ჭურჭლისა და სამზარეულოს აქსესაურის მოსათავსებლად არასაკმარისი რაოდენობისაა. ზოგიერთ შემთხვევაში, ღია თაროები სიტუაციიდან გამოსავალს გვთავაზობენ, თუმცა თუ ისინი არასაკმარისია, აუცილებლად იფიქრეთ ვიწრო თაროს შეძენაზე. მას აკლია კარები, ზოგჯერ კედლებიც კი, ასე რომ, ნამდვილად არ გამოიყურება ისე მასიურად, როგორც, მაგალითად, ბუფეტი. ვერ პოულობთ საჭირო ზომის ავეჯს? შეუკვეთეთ ასლი ინდივიდუალური ზომის შესაბამისად. ასევე, ეს ვარიანტი გამოსადეგია მაშინაც, როცა სამზარეულოში კუთხე უჩვეულო ფორმისაა.

სტელაჟზე შეგიძლიათ შეინახოთ არა მხოლოდ ჭურჭელი, არამედ წიგნებიც, სუვენირებიც, ვაზებიცა და სხვა წვრილმანებიც, რომელთათვისაც საძინებელში ან მისაღებში ადგილი არ მოიძებნა. კიდევ ერთი საინტერესო სტელაჟის მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ბლენდერი, ყავის მადუღარა, ელექტრო ჩაიდანი) ან სამზარეულოს ჭურჭლის შესანახად (სპატულები, დანები სადგამში და ა.შ.) განკუთვნილ კუთხედ გადაქცევა.

იდეა 7: შინაური ცხოველისათვის განკუთვნილი ადგილის მოწყობა

გყავთ თუ არა კატა ან ძაღლი? მაშინ კუთხეში შეგიძლიათ მოცურების საწინააღმდეგო ხალიჩა მოათავსოთ, დადგათ საკვებისა და წყლისთვის განკუთვნილი თასები, ხოლო საკვების მარაგების შესანახად განკუთვნილი თარო კედელზე ჩამოკიდოთ. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ დაგჭირდებათ ჩამოკიდებულ კარადაში ნანი-ნანატრი სანოვაგე ქილის ძებნა – იგი ყოველთვის ხელთ გექნებათ.

იდეა 8: სტუმრებისათვის ნივთების მოწესრიგება

თუ ძალზედ სტუმართმოყვარე ადამიანი ბრძანდებით, თუმცა ბინის ფართი არ იძლევა საჭირო რაოდენობის სკამების განთავსების საშუალებას, შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენიმე დასაკეცი სკამი და განათავსოთ ისინი კუთხეში, რადგანაც ისინი დიდ ადგილს არ დაიკავებენ. როდესაც მეგობრები ან ოჯახის წევრები მოვლენ სტუმრად, გამოიტანეთ სათადარიგო ავეჯი, რათა ხალხის დიდმა ჯგუფმა სასადილო მაგიდასთან დასხდომა უპრობლემოდ შეძლოს.

იდეა 9: საბავშვო მოლბერტის განთავსება

თუ სახლში შემოქმედებითი ბავშვი გყავთ, შეგიძლიათ მისთვის სამზარეულოში კუთხე მოიტოვოთ. განათავსეთ იქ საბავშვო მოლბერტი და ბავშვი განწყობისდა მიხედვით ხატვას შეუდგება. უმეტეს შემთხვევაში სამზარეულოში იატაკის საფარს ფილები წარმოადგენენ, რომელთა ზედაპირიდანაც ცარცისა და საღებავის კვალის მოცილება ძალზედ მარტივია. ამ კუთხეში არსებულ კედელზე კი შეგიძლიათ ბავშვთა ნამუშევრების გალერეა მოაწყოთ. ბინისათვის თქვენი ვაჟიშვილის ან ქალიშვილის ნახატებზე უკეთეს დეკორს უბრალოდ ვერ შეარჩევთ.

იდეა 10: პატარა დივნის ან სავარძლის მოთავსება

ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პატარა დივანი, ჩაშენებული კუთხე, სკამ-ტუმბო ლეიბით, ტახტი, პუფი – ზოგადად, ნებისმიერი რბილი ავეჯი, რომლისთვისაც საკმარისი თავისუფალი ადგილი მოგეძიებათ. ინტერიერის არჩეული დეტალის საშუალებით შეძლებთ არა მხოლოდ სიცარიელის შევსების საკითხის მარტივად მოგვარებას, არამედ დასვენებისთვის, კითხვისთვის და ტელეფონით ან ნეტბუქით მუშაობისთვისაც კი დამატებითი ადგილი გამოჩნდება.

დივნის ნაცვლად შესაძლებელია რბილი სავარძელი განათავსოთ. თუ სივრცე საშუალებას მოგცემთ, შეავსეთ იგი პატარა მაგიდით, მაგალითად, დასაკეცი მაგიდით, ბალიშით, საბნით, წიგნების ან ჟურნალების კალათით, იმისდა მიხედვით, თუ დასვენებისას რისი კითხვა გსურთ. დივნის მსგავსად კუთხის სავარძელიც მყუდრო დასვენების ადგილად გარდაიქმნება. მეგობრების სტუმრობის შემთხვევაში შეგიძლიათ დამატებით ადგილადაც გამოიყენოთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი