ხელნაკეთი მოწყობილობა, რომელიც მძიმე ავეჯს ცალი თითით გადაგატანინებთ

პერიოდულად ყველა მეპატრონეს ექმნება სიტუაცია, როდესაც სახლში მძიმე საგნის, მაგალითად, მაცივრის ან ავეჯის გადაადგილებაა საჭირო. ზურგის ტკივილებისა და თიაქრის განვითარების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დაამზადოთ შესაფერისი ინსტრუმენტი. საბედნიეროდ, ხელნაკეთი მოწყობილობა “იაფ და სახალისო” კატეგორიაში ხვდება.

ყველაფერი ფანერისგან ბალიშის დამზადებით იწყება. იგი ნებისმიერი ზომის შეიძლება იყოს. თუმცა, ნუ დაამზადებთ ზედმეტად დიდს და გახსოვდეთ, რომ ფანერის ბალიშზე გადასაადგილებელი ნივთის ფართობის დიდი ნაწილი უნდა მოთავსდეს. დაიწყეთ ოპტიმალური ზომით: 60×45 სმ.

ფანერის ფირფიტის მოჭრის შემდეგ, აუცილებელია ზედაპირის ყველა კიდის გაპრიალება და დაგლუვება. ერთ მხარეს, კიდესთან ახლოს, უნდა გააკეთოთ ხვრელი, რომლის გავლითაც ელექტრო ტუმბო ნავების ან ლეიბების სატუმბს დაუკავშირდება.

ამის შემდეგ, აიღეთ ფანერის ზომები, რომლების მიხედვითაც ქაფპლასტმასის ფენები უნდა გამოიჭრას. ზემოთ გამოყენებული ზომებისთვის მათი სისქე უნდა შეადგენდეს 20 მმ-ს. შემდეგ უნდა მოამზადოთ ქსოვილი, რომელიც ჰაერს არ გაუშვებს. უმჯობესია, ერთი მხრიდან მორეზინებული მასალის გამოყენება. ქსოვილი დაფას ისე უნდა მიამაგროთ, რომ ერთი მხრიდან იგი მთლიანად დაფაროს.

ბალიშის შექმნის ბოლო ეტაპი ქსოვილების ცენტრში დიდი მართკუთხედის ამოჭრა და ამოღებაა. ამის შემდეგ აუცილებელია ბალიშის გამოთავისუფლებული გვერდები დააფიქსიროთ, რომ ამოტუმბვისას ჰაერი არ გაეპაროს. ისღა დაგრჩენიათ, სატუმბი ჩართოთ და საცობი დაამაგროთ.