როცა დღის წესრიგში სააბაზანოს გაფორმების საკითხი დგება, კარგად დაფიქრდება გმართებთ. ენდობით სპეციალისტებს თუ საქმეს თავად მოკიდებ ხელს? იყიდით საჭირო ავეჯს თუ თვითონვე დაამზადებ ნიჟარის დასადგამს?” – ამ კითხვებზე მხოლოდ მას მერე უნდა გასცეთ პასუხი, როცა დარწმუნდებით იმაში, თუ როგორი შედეგის მიღება გსურს.

მაგალითად, სააბაზანოსთვის საკუთარი ხელით გაკეთებული ავეჯი მეტად ოპტიმალური ვარიანტია მათთვის, ვისაც უყვარს პროცესის კონტროლი და სურს დროისა და ფინანსების ეკონომია.

თუ სწორედ ზემოთ აღწერილ ადამიანებს მიეკუთვნები, მაშინ ეს სტატია შენთვისაა!

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სააბაზანოსთვის განკუთვნილი ავეჯის მასალა და ასევე გასწავლით თუ რა ეტაპია გასავლელი იმისათვის, რომ ნიჟარის დასადგამი ტუმბო დაამზადოთ.

როგორ დავამზადოთ ტუმბო

რა უნდა იცოდეთ აბაზანის ტუმბოების შესახებ აუცილებლად

ნიჟარის სადგამი ტუმბოს დამზადებისას თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ თუ სად უნდა განათავსოთ იგი. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტთ სამი ტიპიდან რომელს ამოარჩევთ: საკიდი, იატაკის და კუთხე.

საკიდი ტუმბო იდეალურია პატარა ზომის სააბაზანოსთვის. ისინი ნაკლებ გაბარიტულია, ამიტომაც სივრცეში კედელზე განთავსებულ ტუმბოზე მცირე ადგილს დაიკავებენ.

იატაკზე განთავსებული ტუმბო მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ უფრო ტევადია, ამასთანავე მას უპირატესობას ანიჭებენ იმ მიზეზითაც, რომ მისი დადგმის დროს არ მოგიწევთ დარდი იმის შესახებ თუ რაოდენ გამძლეა კედელი და საკიდარი. იატაკზე განთავსებულ ტუმბოს თუ გაუკეთებთ დამატებით ფიქსაციას, ის მაქსიმალურად მყარი და საიმედო გახდება.

რაც შეეხება კუთხე ტუმბოებს, ისინი ორივე სახის შეიძლება იყოს. ძირითადად ისინი გამოიყენება ისეთ ბინებში, სადაც სააბაზანოში რჩება სივრცე, რომელიც სხვაგვარად უფუნქციო აღმოჩნდებოდა და მხოლოდ მტვრის ბუდედ გადაიქცეოდა.

რა თქმა უნდა, რათა მიიღოთ საინტერესო და ორიგინალური ტუმბო, საჭიროა ერკვეოდეთ ავეჯის დამზადების ტექნიკებში, თუმცა ხის მარტივ კონსტრუქციას ახალბედაც გაუმკავდება.

როგორ დავამზადოთ ტუმბო საკუთარი ხელით

სანამ უშუალოდ მუშაობას შეუდგებოდეთ, უმჯობესია წინასწარვე მოიმარჯვოთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მასალა. კონსტრუქციის ძირითადი დეტალების გარდა, თქვენ დაგჭირდებათ ისეთი ინსტუმენტები, როგორიცაა: სახრახნისი, ხერხი, ჩაქუჩი და საბურღი. ასევე კარგი იქნება თუ იქონიებთ ფანქარს, მანძილსაზომსა და საჭრეთელს, რათა ზომების სწორად აღება შეძლოთ. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ საჭირო ინსტუმენტებს სიტუაციიდან გამომდინარე შეარჩევთ, რადგანაც საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია.

როდესაც ნიჟარის სადგამ ტუმბოს მზადებას შეუდგებით, წინასწარვე მზად იყავით იმისათვის, რომ ნიჟარის ჩასადგამად შესაბამისი ფოსოს ამოჭრა მოგიწევთ.

ამისათვის საჭიროა ნიჟარის შესაბამისი პარამეტრების კონტურის მონახაზის გაკეთება, ხოლო შემდეგ უკვე მისი კონტურის მიხედვით ამოჭრა.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტუმბოს აწყობის დაწყება მანამ, სანამ მისი ყველა დეტალი დამუშავებული არ გექნებათ. საჭიროა თითოეული მათგანი დამუშავდეს წყალგაუმტარი საშუალებებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩარჩოს აწყობა.

ჩარჩოს შემდგომ უკვე შეგიძლიათ გვერდითა კედლების მიმაგრებაზე გადახვიდეთ, ხოლო მერე კი უკვე შიგნითა ნაწილის დამონტაჟებაა შესაძლებელი.

ბოლოს საჭიროა წინასწარ გაკეთებულ ჭრილში მოათავსოთ ნიჟარა, დაამაგროთ გაყვანილობა, ყველა ღრიჭო კი დალუქოთ.

გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ კომენტარებში თქვენი ნაკეთობების ფოტოებს ვიხილავთ. წარმატებული დღე და მომავალ შეხვედრამდე!