მეტალის ღრუბელი თითქმის ყველა სამზარეულოში მოიპოვება, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ჭურჭლის რეცხვით არ შემოიფარგლება. მისი მოხმარება შეგიძლიათ სარემონტო სამუშაოებში, დეკორატიული მიზნებითა და ცხოველების მოვლაშიც კი. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემის ირგვლივ ვისაუბრებთ.

1. ზედაპირის გასახეხად

აბრაზული ზედაპირის გამო მეტალის ღრუბელი შეგიძლიათ ხის ზედაპირის გასახეხად გამოიყენოთ. მისი უპირატესობა დაბალ ფასში და მარტივ გამოყენებაშია, ის მეტად კარგია რთულად მისადგომი ადგილებისათვის, მაგალითად ისეთისათვის, როგორიცაა მაგიდისა და სკამის ფეხები. მეტალის ღრუბელი დაგეხმარებათ საღებავის ძველი ფენის მოშორებასა და ზედაპირის შემდგომი დამუშავებისათვის მომზადებაში.

2. დანის გასალესად

თუ დანა დაბლაგვდა, ხელთ კი არ გაქვთ სპეციალური სალესი, ამ შემთხვევაშიც მეტალის ღრუბელი გამოდგებათ. საკმარისია იგი დანით დაჭრათ, რომ დანა ახალივით გახდება. ასევე სახლის პირობებში დანის გასალესად შეგიძლიათ ფოლგაც გამოიყენოთ.

3. ჟანგის მოსაშორებლად

მეტალის ღრუბელი – სამშენებლო და ბაღში სამუშაო ინსტრუმენტების ჟანგისაგან გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა. დაასველეთ ღრუბელი ზეთში, რათა ხარისხიანად დაამუშაოთ ინვენტარი. ასევე მეტალის ღრუბელი დაგეხმარებათ რომ ძველ ჭიშკარს, ქურასა და ბუხარს ჟანგი მოაშოროთ. მსგავსი დამუშავების შემდეგ საღებავის წასმა უფრო მარტივი გახდება და პლიუს ამას ზედაპირზე უფრო კარგადაც დაფიქსირდება.

4. შინაური ცხოველის დასაბანად

შინაური ცხოველის ბანაობის შემდეგ სააბაზანოში მილები დაგროვილი ბეწვის გამო ხშირად იჭედება. რათა კანალიზაციის პრობლემები თავიდან აიცილოთ, გამოიყენეთ მეტალის ღრუბელი. გამავალი მილის თავზე მოათავსეთ მეტალის ღრუბელი, რათა ბეწვი მან მიიკრას და მილში აღარ მოხვდეს. პროცედურის დასრულების შემდეგ საკმარისია ჭუჭყიანი ღრუბელი უბრალოდ ამოიღოთ და გადააგდოთ. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ღრუბელი ნაპრალში, რადგანაც ამ შემთხვევაში შეიძლება დაიჟანგოს და მილსადენი დააზიანოს.

5. ხის მასალისათვის სიძველის ეფექტის მისანიჭებლად

მეტალის ღრუბლის გამოყენება დეკორატიული მიზნებითაც შეგიძლიათ. მაგალითად ის გამოგადგებათ ხის მასალისაგან დამზადებული ნივთებისათვის სიძველის ეფექტის მინიჭებაში, რითაც მათი ვიზუალი ვინტაჟურ ელფერს შეიძენს. საჭიროა იგი რამოდენიმე საშუალო ზომის ნაჭრად დაანაწევროთ, შემდეგ კი ქილაში მოათავსოთ, დაასხათ 2-3 ჭიქა ძმარი, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ ერთი დღით. 24საათის გასვლის შემდეგ ღრუბელი ძმარში დაიშლება და სპეციალურ ხსნარს მიიღებთ. მოიმარჯვეთ სამღემბრო ფუნჯი და მიღებული ხსნარი ზედაპირს წაუსვით. დაელოდეთ, სანამ ხსნარი შეიწოვება და შემდეგ კი ხელსაცოხი გადაუსვით, შეაფასეთ შედეგი.

6. ფეხსაცმლის გასაწმენდად

ღია ფერის ძირის მქონე ფეხსაცმლის პატრონებმა კარგად იციან თუ რა რთულია სისუფთავის შენარჩუნება. როგორც წესი, ფეხსაცმლის ძირის გასაწმენდად გამოიყენება ან კბილის პასტა ან მელამინის ღრუბელი. ალტერნატიული ვარიანტია მეტალის ღრუბელი, რომელიც არანაკლებ ეფექტურია. დაასველეთ ღრუბელი წყალში ან სარეცხ საშუალებაში და დელიკატურად გაწმინდეთ ფეხსაცმლის ძირი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ზამშის საწმენდი, რაც მტვრისაგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ.

7. ბოსტნეულის გასაწმენდად

მეტალის ღრუბელმა თავისი ზედაპირის წყალობით მარტივად შეუძლია ბოსტნეულის საწმენდის ფუნქციაც შეითავსოს. გამოიყენეთ ახალი კარტოფილისა და სტაფილოს გასაწმენდად. რამოდენიმე წუთში პროდუქტი სუფთა გახდება. მსგავსი მეთოდის გამოყენება თევზის გასაწმენდადაც შეგიძლიათ.

8. მღრენელების წინააღმდეგ

პირველი ცივი დღეები თაგვებს ახსენებს, რომ თბილი საცხოვრისის ძებნის დროა. თუ არ გსურთ, რომ თქვენს სახლს მღრნელები შემოეჩვივნონ, ყველა ოთახში შეამოწმეთ სადმე ნაპრალი ხომ არაა. თუ ნაპრალს აღმოაჩენთ, მასში მეტალის ღრუბელი მოათავსეთ. მღრნელები მის დაგლეჯვას ვერ შეძლებებ და თქვენი სახლი დაცული იქნება. უკეთესი ეფექტისათვის შეგიძლიათ მეტალის ღრუბელი სამონტაჟო ქაფით დააფიქსიროთ.

9. საბურავის დისკების გასაწმენდად

გიგანტური ავტოღრუბელი ყოველთვის საკმარისი არაა. მეტალის ღრუბლის გამოყენებით შეძლებთ რთულად მისადგომი ადგილები ჭუჭყისაგან სრულად გაწმინდოთ. დაიხმარეთ ავტოშამპუნი და ნავთობროდუქტებისა და ჟანგის კვალიც კი აღარ დარჩება.

10. შურუპის ფიქსაციისათვის

თუ შურუპის სამაგრი დააზიანეთ, მის გასამაგრებლად შეგიძლიათ მეტალის ღრუბელი გამოიყენოთ. საჭიროა ღრუბლის ნაჭერი შურუპზე დაამაგროთ და უკვე შემდეგ ჩახრახნოთ.

მოგეწონათ სტატია? მაშინ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც.