რით განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა ფერის საიზოლაციო ლენტები?

ყველა გამოცდილმა ხელოსანმა იცის, რომ საუკეთესო საიზოლაციო ლენტი ლურჯი ფერისაა. თუ არ იქნა საიმედო იზოლაცია, ვერც კარგი შეერთება იარსებებს. ძალა სიმართლეშიც კი არაა, ძალა ლურჯ საიზოლაციო ლენტშია! ხუმრობა იქით იყოს და ბაზარზე არსებული ყველა საიზოლაციო ლენტი ერთნაირი არაა, დღევანდელ სტატიაში კი შევეცდებით, რომ სწორედ ამ საკითხში გავერკვეთ.

ყველა არსებული საიზოლაციო ლენტი შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ. პირველი სავსებით ლოგიკურია – მწარმოებელი, სამწუხაროდ ამას იშვიათად თუ აქცევენ ყურადღებას, არადა საჭიროა. მეორე კრიტერიუმი კი საიზოლაციო ლენტის მასალაა. თუ მწარმოებელთან მეტ-ნაკლებად ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იმის შესახებ, რომ საიზოლაციო ლენტის დასამზადებლად სხვადასხვა მასალა გამოიყენება, ცოტამ თუ იცის. დღესდღეობით საიზოლაციო ლენტი ორი მასალისგანა მზადდება: ბამბაქაღალდი და პოლივინილქლორიდი. ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე.

ბამბაქაღალდის საიზოლაციო ლენტი

ამ მასალის საიზოლაციო ლენტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდანაა ცნობილი. იგი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მისი მთავარი ღირსება ცვეთისადმი გამძლეობაა. კარგად იტანენ ტემპერატურის ცვლილებას, მაღალ და დაბალ ტემპერატურას, მათ შორის ყინვას. რთულია მისი გაგლეჯვა და გახეხვა. თუმცა ბამბაქაღალდის საიზოლაციო ლენტს მინუსებიც აქვს, მათ შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ისინი ვერ უძლებენ 1კვ-ზე მეტ ძაბვას, ასევე მისთვის დამახასიათებელია ცუდი წყალგამძლეობა.

მისი გამოყენებით სარემონტო სამუშაოების წარმოება დახურულ შენობაშია რეკომენდირებული. მისი გამოყენება თამამად შეგიძლიათ სახლსა და ბინაში, თუმცა არა ისეთ ადგილებში, სადაც ნესტია.

პოლივინილქლორიდის (PVC) საიზოლაციო ლენტი

ის გაყიდვაში შედარებით გვიან გამოჩნდა. თავისი არსით, ბამბაქაღალდისაგან დამზადებული საიზოლაციო ლენტის საპირისპიროა. აღნიშნული მასალა კარგად უძლებს ტენსა და ნესტს, ასევე უძლებს 5 კილოვატამდე ძაბვას. ყოველივე ეს მას თითქმის საუკეთესო საიზოლაციო მასალად აქცევს, თუმცა, მას მინუსებიც გააჩნია. პირველ რიგში, მისი მინუსია მაღალი ტემპერატურის ცუდი ამტანობა, 80 გრადუსამდე გახურების შემთხვევაში, ის ლღობას იწყებს. დაბალ ტემპერატურაზეც მალე ფუჭდება – სკდება. ამის გამო, მისი გამოყენება ღია სივრცეში არაა რეკომენდებული.

თუ მოსალოდნელი არაა ექსტრემალური პირობები, სწორედ მის გამოყენებას გირჩევთ. მათი არსებობის შემთხვევაში კი პოლივინილქლორიდის საიზოლაციო ლენტს ზემოდან კიდევ სხვა საიზოლაციო საშუალება, მაგალითად, ბამბაქაღალდისგან დამზადებული ლენტი უნდა გადაეკრას.