3 თანამედროვე კომფორტული სახლი, რომლებიც საზღვაო კონტეინერებისგან ააგეს

საზღვაო კონტეინერები შეუპოვრად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და არა მხოლოდ, როგორც მსხვილი საქონლის მიწოდების კონტეინერები, არამედ იქცნენ საცხოვრებლების, ოფისების, რესტორნების და სხვა ობიექტების ტრადიციული მშენებლობის შესანიშნავ ალტერნატივად. გარდაქმნების ამგვარი ექსპერიმენტებს ძირითადად ატარებენ შემოქმედებითი ადამიანების, რომელთაც საკუთარი განსაკუთრებული სივრცის შექმნა ხიბლავთ. ასევე მოიქცა ახალზელანდიელი ბრენდა კელი, რომელმაც სამი სატვირთო კონტეინერიდან მომზიდველი და კომფორტული სახლის აშენება შეძლო.

ახალი ზელანდიის მკვიდრი, ბრენდა კელი, ყოველთვის ოცნებობდა სადღაც ბუნების წიაღში საკუთარ პაწაწინა სახლზე და შესაძლებლობის დადგომისთანავე შეუდგა მუშაობას. მთავარ მასალად გოგონამ საზღვაო კონტეინერების გამოყენება არჩია, რომლებიც ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი იყო. ასეთ მშენებლობას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, მით უმეტეს, რომ კლიმატური პირობები ასეთ შენობებში მთელი წლის განმავლობაში ცხოვრების საშუალებას იძლევა.

სამხრეთ ნახევარსფეროში უდიდესი მტკნარი წყლის ტბის სანაპიროზე მდებარე ბუნებრივი არეალში ჩაკარგული მიწის მცირე ნაკვეთის მქონე ქალბატონს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მისი მინი-კოტეჯი თვალწარმტაცი ლანდშაფტს შესანიშნავად შეეხამებოდა, ხოლო ზოგიერთებს მომავალი სახლის ფანჯრებიდან გადაშლილი ფანტასტიკური ხედი შურითაც კი აღავსებდა.

გარდა ლითონის მძლავრი კუთხეებით გამაგრებული სპეციალური ხის პლატფორმაზე კონტეინერების მიტანისა და დამონტაჟებისა, შემოქმედებითმა გოგონამ ყველაფერი დანარჩენი თავად გააკეთა. რა თქმა უნდა, ასეთი “პრივილეგირებულობით” მხოლოდ ის გამოირჩევა, ვინც დიზაინის შესახებ მრავალი რამ იცის და მრავალი წლის განმავლობაში იყო არა მხოლოდ კონტეინერების საფუძველზე ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი და საოფისე ფართების შექმნაზე სპეციალიზებული კომპანია IQ Container Homes Ltd (IQCH)-ის ბრენდის კრეატიული დიზაინერი, არამედ მისი ფუძემდებელიცაა. ამგვარად ახალი კომფორტული სახლის მფლობელმა ბევრი რამ იცის ამგვარი მშენებლობისა და სივრცის ოპტიმიზაციის შესახებ.

საინტერესო ფაქტი ჩვენი რედაქციისაგან: ბრენდა კელისათვის კონტეინერებში ცხოვრება უცხო ნამდვილად არაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი პროექტები წარმოდგენილი იყო პატარა საკონტეინერო სახლების მშენებლობის საერთაშორისო გამოფენაზე. გარდა ამისა, იგი ცხოვრობდა ულტრა კომპაქტურ სახლში, რომელიც თავად შექმნა ერთი 20 მეტრიანი სატვირთო კონტეინერიდან (ფართობი 14,6 კმ. მ). კრეატიული გოგონა მასში ცხოვრობდა მანამ, სანამ კვლავ არ ააშენებდა ბინას 40 ფუტიანი კონტეინერისგან (29,2 კვ.მ.), რომელიც აღჭურვილი იყო მზის პანელებით და სხვადასხვა ინოვაციური სისტემებით, რაც სახლის დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნული გამოცდილება დაეხმარა მას, რათა წამოეწყო სრულფასოვანი სახლის მშენებლობა, რომლის შიდა ფართიც ახლა 45 კვ.მ იქნება (სამი 20-მეტრიანი კონტეინერი).

ბუნებრივ არეალში მდებარეობისა და დიასახლისის “მწვანე” არქიტექტურით გატაცების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ კონტეინერების მიწაზე დამონტაჟების მაგივრად გროვებსა და საყრდენებზე პლატფორმა შექმნილიყო. უფრო მეტიც, ნაკვეთი დაღმართზე მიდის და სახლის ერთი მხარე თითქმის ნაკვეთის დონეს უსწორდებოდა. ამგვარი განლაგების წყალობით შესაძლებელი გახდა სახლის ქვეშ ავტოსადგომისა და მცირე საყოფაცხოვრებო ოთახების განთავსება. რამდენადაც სახლი ერთდონიანი გამოვიდა, ქალბატონმა სცადა კონტეინერების განაწილება ისე, რომ სახლს მოგრძოს მაგივრად კვადრატული ფორმა ჰქონოდა. ამან შემდგომ უფრო ორგანული ინტერიერის შექმნას შეუწყო ხელი.

ფანჯრებისა და კარების გამოჭრის წინ კონტეინერები საიმედოდ გაამაგრეს, რათა სამუშაოების დროს ლითონის კონსტრუქცია არ ამოვარდნილიყო. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო გოგონამ ლითონის კონტეინერის მოწყობა. ღიობის შექმნის, კედლების, იატაკებისა და ჭერის იზოლირებისა და ყველა საჭირო კომუნიკაციის გაყვანის შემდეგ შესაძლებელი საცხოვრებელ ადგილებში ინტერიერის მოწყობა და სივრცის დაყოფა შესაძლებელი გახდა. ბრენდამ ამ ამოცანას საუკეთესოდ გაართვა თავი, რაციონალურად და კომპეტენტურად გამოიყენა სივრცის ყველა შესაძლებლობა.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დამონტაჟდა შენობის საფუძველი, შიგნით შესასვლელად კიბეებზე ასვლა გიწევთ, თუმცა სახლიდან კიდევ ერთი გასასვლელია ე.წ შიდა ეზოში, რომელიც ტერასის ბოლოს მდებარეობს. კონტეინერების სახლში მოხვედრისას ბევრს გაუჩნდება განცდა, რომ სტანდარტულ პატარა ბინაში იმყოფება. ამას ხელი შეუწყო ინტერიერის გაფორმებამ, რომელიც იმგვარადაა გადაწყვეტილი, რომ ვერასდროს გამოიცნობთ, თუ რისგანაა დამზადდებული აღნიშნული მინი-კოტეჯი.

პატარა, მაგრამ საკმაოდ მყუდრო მინი-კოტეჯის შიგნით მისაღები ოთახია, რომლის გვერდითაც სამზარეულო-სასადილო ოთახია. ეს ორი ზონა ისეა გაერთიანებულია, რომ შებოჭილობის შეგრძნება თავიდან იქნეს აცილებული. ამას ხელს უწყობს დიდი ფანჯრები და შუშის მოცურების კარი, რომლებიც ტერასისკენ მიემართება. იგი მშვენიერ ამინდისას იდეალურ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, რადგანაც ხეობისა და ტბის ფანტასტიკურ ხედებს გთავაზობთ. შეუფერებელი ამინდის შემთხვევაშიც კი არ ექმნება საფრთხე სახლის შიგნიდან არსებულ მშვენიერ ხედს, რომელიც განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბრენდას მიერ ფანჯრის ნაცვლად შექმნილი სასადილო ფართობიდანაა. იგი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სამუშაო ზედაპირად სხვადასხვა დელიკატესების მომზადების დროს, რადგანაც სასადილო ოთახი სამზარეულოს ზონის გვერდით მდებარეობს.

სახლის დანარჩენი ოთახები მთლიანად იზოლირებულია და განლაგებულია ვიწრო დერეფნის რამდენიმე კარების მიღმა, რომელიც დერეფნიდან მისაღები ოთახისა და სამზარეულოსკენ მიემართება. იმისათვის, რომ სივრცე მასიური კარადებით არ არეულიყო, გოგონამ გადაწყვიტა მათი ჩამონთაჯება და ერთ-ერთმა მათგანში განათავსა არა მხოლოდ თავისი ნივთები, არამედ სარეცხი მანქანაც კი. ეს კარადა აბაზანაშია „ჩაღრმავებული“, რამაც სარეცხი მანქანის კომუნიკაციებთან დაკავშირება გაამარტივა და თავად ოთახის სივრცეზე ზეგავლინა თავიდან აიცილა. მასში საკმარისი ადგილი იყო სრული ზომის საშხაპე კაბინის, პირსაბანისა და უნიტაზის დასაყენებლად.

სააბაზანოს გვერდით განთავსებულია სახლის ოფისი, მოწყობილი სამუშაო ადგილით, რომლის გადაკეთებაც შესაძლებელია საწოლიან სასტუმრო ოთახად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ამ ოთახში შექმნილია ფანჯრები, რაც შიდა სივრცის უზრუნველყოს არა მხოლოდ ულამაზესი ხედებით, არამედ მაქსიმალური მზის სხივების შეღწევით უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა.

ამ დერეფნიდან შესაძლოა ასევე მთავარ საძინებელში მოხვედრა, სადაც განთავსებულია დიდი საწოლი, ორი საწოლის ტუმბო და ჩამონტაჟებული გარდერობი სარკისებული კარით, რომელიც ფანჯარასთან ერთად უფრო მეტი სივრცის ილუზიას ქმნის.

თუკი ბრენდას შიდა სივრცე უპრობლემოდ, თუმცა კონტეინერის სრული შეღებვით მინიმალისტურ სტილში იქნა გადაწყვეტილი, უპრობლემოდ, თავად ექსტერიერში მან ჩარჩოს ინდუსტრიულ წარმოშობას მუქი გაჯერებული ტონებით კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი. დიზაინის დივერსიფიკაციის მიზნით ერთადერთი ნაბიჯი ის იყო, რომ მან ასიმეტრიული ლურჯი ზოლები შექმნა, რომლებმაც სახლი გარკვეულწილად გლამურული გახადეს.