რატომ არ ვარდება ლიფტი შახტაში, თუ უეცრად ტროსი გაწყდება

აღიარეთ, რომ ერთხელ მაინც გიფიქრიათ იმის შესახებ, რომ ლიფტის კაბელი შეიძლება გაწყდეს და შახტაში ჩავარდეთ. უმეტესს შემთხვევაში კაბელი მართლა შეიძლება გაწყდეს, თუმცა ლიფტი შახტაში ფაქტიურად ვერ ჩავარდება. რასაკვირველია, მხოლოდ თანამედროვე ლიფტებს შეუძლიათ დაიკვეხნონ ასეთი რამით. ვერტიკალური ტრანსპორტის უძველესს ეგზემპლარებს მსგავსი არაფერი შეეძლო და კაბელის გაწყდომის შემთხვევაში, დაბლა გრუხუნით ვარდებოდნენ. გავერკვეთ დღესდღეობით ვარდნა რატომ აღარ ხდება.

ძველი და უძველესი ლიფტები ნამდვილად შახტაში ვარდებოდნენ. სიტუაცია მე-19საუკუნეში შუა პერიოდში შეიცვალა, როდესაც ამერიკელმა ინჟინერმა, მრეწველმა და გამომგონებელმა ელიშა ოტისმა ვერტიკალური ტრანსპორტის ფუნდამენტალურად ახალი უსაფრთო დიზაინი შემოგვთავაზა. მისი შექმნილი მოწყობილობა ისტორიაში პირველი ლიფტი იყო, რომელსაც სამუხრუჭე სისტემა გააჩნდა და “Otis Catcher” ეწოდა. უსაფრთოების ყველა თანამედროვე მექანიკური სისტემა, ამა თუ იმ ხარისხით, ამერიკელი ინჟინრის იდეების განვითარებას წარმოადგენს.

“ოტისის დამჭერის” არსი იმაში მდგომარეობს, რომ ლიფტი ზემოთ მხოლოდ კაბელის საშუალებით არ იწევა, ის ოთხივე მხრიდან რკინიზგის მაგვარი რელსებითაა მოცული და მაღლა სწორედ მათი საშუალებით მიიწევს. თავად ლიფტზე სიჩქარის შემზღუდველი დგას, რომელიც შკივებისა და კაბელების სისტემისაგან შედგება. ერთი შკივი შახტის დაბლაა, მეორე კი მაღლა. კაბელები, რომლებიც ლიფტის სიჩქარეს აკონტროლებენ არანაირ კავშირში არაა იმ კაბელებთან რომლებიც ლიფტის ასაზიდად გამოიყენება(ისინი მოდუნებულ მდგომარეობაში იმყოფებიან). დასასრულს, ლიანდაგის ყველა მიმართულებას წყვილი მეტალის “ფეხსაცმელი” აქვს.

როცა ლიფტის კაბინა ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფება, “ფეხსაცმელები” მისი მოძრაობის მიმართულებით უბრალოდ მისრიალებენ. ოთხივე დამჭერიდან სიჩქარის კონტროლის კაბელამდე, მეტალის ჯოხი დგას. თუ მოძრაობის სიჩქარე ნორმას აღემატება, ამ შემთხვევაში შკივის საკონტროლო კაბელი ლიფტს ვერ ასწრებს და ლითონის ჯოხის მოქაჩვას იწყებს, რომელიც “ფეხსაცმელებთანაა” დაკავშირებული. მოქაჩვის შედეგად ზემოქმედება ხდება სოლის ფორმის სიჩქარის შემზღუდველზეც, რაც იწვევს იმას, რომ ლიფტის მოძრაობა მუხრუჭდება. საბოლოო ჯამში სიჩქარის სწრაფი ვარდნა ხდება და ლიფტი ჩერდება.

ასე რომ თუნდაც ლიფტის ამწევი ყველა კაბელი გაწყდეს, ის უბრალოდ მოძრაობის მიმართულებით გაიჭედება. წესისამებრ მსგავსი ფაქტი მეტად იშვიათობაა, რადგანაც ყველაზე იაფფასიანი ლიფტიც კი მინიმუმ 4კაბელით იწევა. ყველას ერთდროული წყვეტა ზღაპრული შემთხვევითობაა. მექანიკური კონტროლის სისტემის გარდა, თანამედროვე ლიფტებში ელექტრონული მონიტორინგის სისტემაც გამოიყენება, რომელიც ლიფტის კაბინის მდგომარეობასა და სიჩქარეს აკონტროლებს.

მოგეწონათ სტატია? მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ