10 საინტერესო ხრიკი რთული სიტუაციებიდან გამოსასვლელად

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია ისეთი სიტუაციები, როდესაც საჭირო საგნები ან მოწყობილობები ხელთ არ აღმოგაჩნდებათ ხოლმე. შემდეგ მათ ანაცვლებთ გამომგონებლობით, რომელიც არა მხოლოდ გეხმარებათ, არამედ ზოგიერთ დავალებას ბევრად უფრო მარტივსა და სასიამოვნოსაც კი ხდის. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მარტივი ცხოვრებისეული ხრიკების ნაკრებს, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებში ნამდვილად გამოგადგებათ.

1. არცერთი დაქცეული წვეთი

თუ ხელთ სარწყავი არ აღმოგაჩნდებათ, თუმცა რაღაცის გადასხმა აუცილებლად გჭირდებათ, ეს მარტივი, თუმცა ეფექტური ცხოვრებისეული ხრიკი აუცილებლად გამოგადგებათ. შეგიძლიათ ბოთლის ყელში საწრუპი ან ჩინური კერძის ჩხირი გაატაროთ, მაგრად მოუჭიროთ სითხიან ჭურჭელს და ნაზად დაასხათ. ყველაფერი საყრდენზე ჩამოვა და ყელს გარეთ არაფერი არ დაიღვრება, მთავარია არ იჩქაროთ.

2. საკეტის შეკეთება

საკმაოდ უსიამოვნო სიტუაცია წარმოიქმნება, როდესაც გასაღები საკეტში ტყდება. პირველი იმაზე ფიქრობთ, რომ დაურეკოთ ოსტატს და დაელოდოთ მანამ, სანამ იქიდან ნატეხს არ გამოიღებს, თუმცა აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავება თავადაც შეგიძლიათ. ამისათვის აუცილებელია აიღოთ წებოს ჯოხი, რომელიც ცხელი იარაღისთვის გამოიყენება, ერთი ბოლოდან სანთებელის გამოყენებით გაათბოთ, შემდეგ კი გასაღების ნატეხით დაუყოვნებლივ მიამაგროთ საკეტზე. წებო გაცივებას დაიწყებს და გასაღებიც მასში დაფიქსირდება, რის შემდეგაც მარტივად შეძლებთ მის ამოღებას.

3. ხელნაკეთი თავაკი

ტუალეტის ქაღალდის რულონი უკეთესად დალაგებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. მისი გამოყენება მტვერსასრუტის თავაკის ალტერნატივადაა შესაძლებელი, რომლითაც ძნელად მისადგომი ადგილების გაწმენდა, მაგალითად, ნებისმიერ ჩაღრმავებაში ან პლინთუსის მახლობლად, ძალზედ მოსახერხებელი იქნება. ამ შემთხვევაში მტვერსასრუტის მილის ლითონის ნაწილით აღარაფერი დაზიანდება.

4. საცობის მოხსნა

თუ წყალი ნიჟარაში დაგროვდა და იქიდან არ გაედინება, გადამწყვეტი ზომების მიღებისათვის მოემზადეთ. ამისათვის აუცილებელია 2 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლს ზედა ნაწილი მოაჭრათ და დგუშად გამოიყენოთ. რამდენიმეჯერ დაჭმუჭნეთ და გაშალეთ ისე, რომ მისი დაჭრილი ზედაპირი სადრენაჟე ხვრელზე იყოს მიდებული.

5. ეფექტური ხელნაკეთი ტუმბო

ლეიბების გასაბერად აუცილებელია ტუმბო გამოიყენოთ, თუმცა თუ იგი ხელთ არ აღმოგაჩნდებათ, მაშინ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა თითქმის შეუძლებელი გახდება. ამასთან, არსებობს მარტივი ალტერნატიული გამოსავალი: ტუმბოს საკუთარ ხელთ არსებული საშუალებებისაგან დამზადება. ამისათვის საჭიროა ნახევარლიტრიან ბოთლს მოაჭრათ ზედა ნაწილი, მოხსნათ თავსახური და თმის საშრობს მიამაგროთ. ყელი ჰაერს ლეიბების სარქველისაკენ გადაიტანს და იგი საჭირო ფორმას დროულად მიიღებს.

6. ალტერნატიული საცობელა

არსებობს ღვინის ბოთლის საცობელის გარეშე გახსნის უამრავი გზა, თუმცა ყველა მათგანი როდია საკმარისად კომფორტული და ხელმისაწვდომი. ჩანგალითა და სჭვალით კი გაცილებით მარტივდება აღნიშნული პრობლემის მოგვარება. ამისათვის სახრახნისით სჭვალი ნახევრამდე უნდა ჩაახრახნოთ საცობში, ხოლო შემდეგ ჩანგალი ბერკეტად გამოიყენოთ. ჩანგალი თანდათან უნდა ჩამოწიოთ, შემდეგ გადაადგილოთ ქვემოთ და კვლავ დაუშვათ სახელურით. საცობი ძალზედ მარტივად ამოვა.

7. წიწაკის მარტივი გასუფთავება

თავდაპირველად ნახევარლიტრიან ბოთლს ყელი უნდა მოაჭრათ, ოღონდ არა უბრალოდ, არამედ ზიგზაგისებურად. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მარტივი მოწყობილობა წიწაკის თესლის დანისა გამოყენების გარეშე ამოსაღებად. ბოთლის თავი უნდა მოათავსოთ წიწაკის კუდის მიდამოში, დაატრიალოთ და შემდეგ თესლებთან ერთად გამოიღოთ.

8. მარცვლეულის მოსახერხებელი შენახვა

მარცვლეულის ან ფქვილის წინასწარ დაფასოებული შეფუთვა ხშირად იხსნება ან იღვრება. კუთხის მოჭრითა და შეფუთვის გახსნილად დატოვებით ჩრჩილებისა თუ სხვა მცირე მავნებლების ზემოქმედების რისკი იზრდება. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ მარცვლეულის შეფუთვა გადააკეთოთ. ამისათვის აუცილებელია პლასტმასის ბოთლს ყელი მოაჭრათ, შემდეგ კი შეფუთვაზე არსებულ პატარა ჭრილში მოათავსოთ. ერთგვარი დოზატორის დაფიქსირება შესაძლებელი იქება სანთებელის ირგვლიც მოტარებით, რის შედეგადაც ოდნავ პლასტმასის შეფუთვა ოდნავ დადნება და ბოთლის პლატსმასს მიემაგრება. ახლა მარცვლეულის გადმოსაყრელად საკმარისია უბრალოდ სახურავი მოხსნათ და მოსახერხებლად გამოიყენოთ შეფუთვა.

9. ხელნაკეთი ფორმები

პლასტმასის ბოთლის შუა ნაწილის ამოჭრით შეძლებთ მარტივი, მაგრამ ცომთან მუშაობისთვის საკმაოდ მოსახერხებელი ფორმების დამზადებას. პლასტმასისაგან შესაძლებელია ვარსკვლავების, გულების ფორმირება, ხოლო გარკვეული მონდომებისა და ფანტაზიის გამოყენებით კი ცხოველებისა და თევზების ფიგურებიც კი გამოდის. ეს ყველაფერი ძალზედ ორიგინალური და ლამაზია. უამრავი ფორმის შეძენა და სამზარეულოში ადგილის დაკავება აღარაა საჭირო.

10. ხელნაკეთი სასაპნე

პლასტმასის ბოთლისაგან მარტივი ფორმის გამოჭრით შეგიძლიათ საშხაპე ოთახს ალტერნატიული სასაპნით აღჭურვოთ. მაგალითად, სარეცხი საშუალებებიდან გამომდინარე ბოთლი მკვრივი უნდა იყოს და კომფორტული დიზაინი ჰქონდეს. მისგან წვეთის ფორმით უნდა გამოჭრათ ძირი და ერთ-ერთი კედლის ნაწილი. ქვედა ნაწილში უნდა გაკეთდეს რამდენიმე შუა ხვრელი, რათა საპნიდან წყალი გაედინოს. ხვრელი ასევე უნდა გააკეთოთ მოხრილ ნაწილზე სასაპნის ჩამოსაკიდებლად.