7 რჩევა დიზაინერებისგან, რომლებიც რემონტის ხარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ

რემონტი ყოველთვის დიდ დანახარჯებთან ასოცირდება. თუ საჭირო თანხა ვერ შეაგროვეთ, თუმცა ბინის ინტერიერის შეცვლა მაინც გსურთ, პროფესიონალი დიზაინერების რჩევები დაგეხმარებათ. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ თუ როგორ უნდა გააკეთოთ რემონტი ხარისხიანად, ლამაზად და ეკონომიურად.

რჩევა 1: შეარჩიეთ მარტივი და ლაკონიური დიზაინი

ბევრი თვლის, რომ თუ ბინის ინტერიერი ზედმეტად მარტივად იქნება გამოფორმებული, ის ავტომატურად უშნო გახდება და იაფფასიან ვიზუალს შეიძენს. სინამდვილეში ლაკონურობა უკვე რამოდენიმე სეზონია მოდაში პირველობას არ თმობს. ამიტომაც დიზაინერები გვირჩევენ არჩევანი მინიმალისტურ სტილსა და ნატურალურ მასალებზე შეაჩეროთ.

არქიტექტორ-დიზაინერი ანა სუვაროვა ამბობს, რომ ინტერიერის გაფორმება გარდერობის არჩევას შეგვიძლია შევადაროთ: “ნატურალური ქსოვილები და მარტივი მოდელები ზედმეტი გაფორმების გარეშე ყოველთვის წარმატებულად გამოიყურება. თუ გსურთ იდეალური ფონის შერჩევა, არჩევანი კედლების ნეიტრალურ ფერზე შეაჩერეთ – ეს ბინას სითბოსა და სიმყუდროვეს შეჰმატებს. რაც შეეხება ავეჯსა და დეკორს, მათთან წათამაშება შეიძლება, თუმცა არ დაივიწყოთ აქცენტების შესახებ – მონოქრომული ინტერიერი კი მოდაშია, თუმცა ის მოსაწყენად გამოიყურება.”

რჩევა 2: ფილებსა და შპალერზე ნახატი ყურადღებით შეარჩიეთ

ძვირადღირებული მასალის იაფფასიანისგან გარჩევა საკმაოდ მარტივია – საკმარისია მასზე დატანილ ნახატს შეხედოთ. ასე რომ, როცა მაღაზიაში ფილებს ან შპალერს არჩევდეთ იქნება, მცირე ნიმუშს კი ნუ დააკვირდებით, არამედ ნახატს სრულ ზომაში. თუ გაშინებთ, რომ პრინტს არასწორად შეარჩევთ ან გადააჭარბებთ, ამ შემთხვევაში უპირატესობა ერთი ტონის მქონე მასალას მიანიჭეთ. გამოიყენეთ ის დიდი ზომის სივრცეების გასარემონტებლად, ხოლო პრინტიანი ეგზემპლარები კი შეგიძლიათ დეკორისთვის მოიხმაროთ.

რჩევა 3: ითამაშეთ განლაგებით

თუ არ გსურთ ძვირადღირებული მასალის ყიდვა, მაგრამ გინდათ, რომ ინტერიერი მდიდრული გამოჩნდეს, შეგიძლიათ ერთ ხრიკს მიმართოთ: უპირატესობა არა სტანდარტულ, არამედ რთული განლაგების ფილებს მიანიჭეთ. რასაკვირველია, ვერტიკალური და ჰორიზონტალი დროითაა გამოცდილი, მაგრამ ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ეკონომიის გაკეთებაა, არამედ ისიცაა, რომ ინტერიერი მოდური გამოვიდეს. მაგალითად, შეგიძლიათ ჰერინგობის სტილში განალაგოთ თუ 90გრადუსზე დახრილ მართკუთხა ფილებს გამოიყენებთ. კიდევ ერთი ვარიანტია აგურის ან პარკეტის მსგავსად გააკეთოთ.

რჩევა 4: ფილების ნაცვლად საღებავი გამოიყენეთ

კედლების დამუშავების ყველაზე იაფფასიან ვარიანტად საღებავი ითვლება. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია მეტად მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც ყველა გემოვნებას დააკმაყოფილებს. თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არჩევანის გაკეთებისას ყურადღება არა მარტო ფერს, არამედ შემადგენლობასა და თვისებებსაც უნდა მიაქციოთ.

  • წყლის ემულსია – იაფია, მალე შრება, სუნი არ აქვს, ზედაპირზე კარგად ჯდება. თუმცა ამასთანავე მარტივად ბინძურდება და ტენი აფუჭებს. მას ძირითადად ჭერის შესაღებად იყენებენ.
  • აკრილის – საღებავის შემადგენლობაში აკრილის ფისის წყლის დისპერსია შედის, რომელიც კედელზე წასმის შემდეგ, მასზე დამცავ ფენას წარმოქმნის. ის უძლებს ტენს, მექანიკურ ზემოქმედებასა და სხვა გარე ფაქტორებს, ყველა სახის ზედაპირზე კარგად ესმევა(ხის, ბეტონის, აგურის და ა.შ)
  • ლატექსის – ლატექსის კოპოლიმერების საფუძველზე, რეზინის დამატებით. ის აკრილზე უფრო მყარი და წყალგამძლეა, ამიტომაც მას ხშირად სააბაზანოს გაფორმებისათვის იყენებენ. ასევე რეკომენდირებულია ლატექსის საშუალებით საღებავის ძირითადი ფენის ქვეშ გამოყენება და მისი საშუალებით ბათქაშის დეკორის შექმნა.

საღებავის შეძენისას მოლარე-კონსულტანტს ჰკითხეთ მისი წმენდა ქიმიური საშუალებებით თუა შესაძლებელი. ასე თქვენ აღარ მოგიწევთ კედლების მცირე დაბინძურების შემდეგაც კი გადაღებვა.

რჩევა 5: ნუ გადაყრით ძველ ავეჯს

თუ ადრე დიზაინერები გვირჩევდნენ საბჭოთა პერიოდის ავეჯი უმალვე მოგვეშორებინა, დღესდღეობით მათი აზრი რადიკალურად შეიცვალა. ეს კი იმან განაპირობა, რომ მოდაში ვინტაჟი შემოვიდა. ამიტომაც გირჩევდით აგარაკზე წაღებული, ავდოსადგომსა და აივანზე გადამალული ავეჯის რევიზია ჩაგეტარებინათ.

ავეჯის რესტავრირება თავადაც შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში კი პროფესიონალს მიმართეთ. ყველა შემთხვევაში ასე უფრო იაფად გამოხვალთ, ვიდრე ახალი ავეჯი იყიდოთ. პლიუს ამას მსგავსი ავეჯი დიზაინს გამოკვეთილ აქცენტებს შესძენს და დაამშვენებს მას. განსაკუთრებით კარგად გამოიყურება ვინტაჟური სკამები, კარადები და ბუფეტები.

რჩევა 6: გაითვალისწინეთ ნიშები

ბევრს მიაჩნია, რომ ფუნქციონალური სამზარეულოს გაკეთება, რომელიც სივრცეში იდეალურად მოთავსდება, მხოლოდ შეკვეთითაა შესაძლებელი, რეალურად კი მარკეტებიც მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობენ და თუ სწორ არჩევანს გააკეთებთ, განსხვავებას ვერავინ შეამჩნევს.

რჩევა 7: კარების ნაცვლად, ფარდები ჩამოკიდეთ

ყველამ იცის, რომ კარები იაფი ნამდვილად არ ღირს. მაგრამ განა ის ერთადერთი საშუალებაა, რითაც ოთახებს შორის ტიხრის გაკეთება შეიძლება? არა. კარების ნაცვლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფარდები გამოიყენოთ. ისინი ასევე მშვენივრად ჩაანაცვლებეთ ჩაშენებული კარების კარებს, შირმებს, შუშისა და თაბაშირ მუშაოს ტიხრებს, რომლებიც ხშირად სტუდიოს ტიპის ბინებში გამოიყენება, რათა სივრცის ვიზუალური დაყოფა მოხდეს.

ერთადერთი, რაზეც დაფიქრება გმართებთ არის ის, რომ ფარდებს მუდმივ საკიდარზე განათავსებთ თუ ეს მხოლოდ დროებით ვარიანტია, სანამ კარის შესაძენად საკმარისი ფინანსები არ გამოგიჩნდებათ. მეორე ვარიანტია – ჯერ კიდევ რემონტის დროს გაითვალისწინოთ ფარდის საკიდარი და სხვა ელემენტები, რომლებიც შემდგომი გარდაქმნებისთვისაც გამოდგება.