9 სასარგებლო და კრეატიული რჩევა ყოფაცხოვრებას გაგიმარტივებთ

სასარგებლო და შემოქმედებითი იდეები ყოველთვის როდი ცვლიან სამყაროს. ზოგჯერ მათ უბრალოდ სარგებელი მოაქვთყოველდღიურ საქმიანობისათვის და ცხოვრებას აადვილებენ და ეს შესანიშნავია, რადგანაც რამდენიმე ცხოვრებისეული ხრიკის საშუალებით ფულის, დროისა და ნერვების მნიშვნელოვნად დაზოგვას შეძლებთ. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სხვადასხვა სიტუაციებში გამოსადეგი პრაქტიკული რჩევების ნაკრებს, რომლებიც სახლში, სამუშაოსა და რემონტში ნამდვილად ღირებული სარგებლის მომტანი იქნება.

1. გაუმჯობესება შინაური ცხოველისათვის

ჩვენი პატარა ძმები მუდმივად სიხარულთან და სიყვარულთან ასოცირდებიან. გარდა მათ მიერ მონიჭებული კომფორტისა, ისინი, ზოგჯერ წვრილმანებშიც კი, მუდმივ ზრუნვას საჭიროებენ. შინაური ცხოველების საკვების თასი ჭამის დაწყებისთანავე ხშირად მოძრაობს, განსაკუთრებით კი მაშინ,  თუ პლატსმასისაგანაა დამზადებული. ეს ცხოველისთვის არასასიამოვნოა და ხშირად ადამიანებსაც ხელს უშლის, რადგანაც თასი ზოგჯერ ფეხქვეშ ან არასწორ ადგილას აღმოჩნდება ხოლმე. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია თასის კიდეების ბოლოსა წებოს ფენით დაფარვით, რათა სრიალი თავიდან იქნეს აცილებული, ამისათვის კი მოსახერხებელია პისტოლეტიდან ცხელი წებოს გამოყენება.

2. ლურსმნების მოსახერხებელი გამოყენება

ლურსმნებთან მუშაობისას ნელი დაჭედება ძირითადად შემდეგი ლურსმნის მოძიების საჭიროებიდან გამომდინარეობს. დროის დაკარგვის თავიდან აცილებაში ჩაქუჩზე მიმაგრებული მაგნიტი დაგეხმარებათ. შედეგად შესაძლებელი იქნება ლურსმნების პირდაპირ ჩაქუჩზე გაჩერება და მათი სათითაოდ მოძიებაც საგრძნობლად გამარტივდება.

3. საღებავების მარტივად შერევა

შესაღებად ხშირად გამოიყენება ტონერთან შერეული თეთრი საღებავი. თანაბარი გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საღებავი საგულდაგოდ იქნეს გადანაწილებული. მარტივი გამოგონებით შესაძლებელი იქნება მასისათვის ერთგვაროვანი იერის მიცემა. აუცილებელია აიღოთ დრელი და მის საბურღზე განათავსოთ სამი ხამუთი, რომელთა თავისუფალი ბოლოებიც სხვადასხვა მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული. შემრევის ამგვარი ალტერნატივა დროულად გადაანაწილებს ტონერს მთელს საღებავზე.

4. დასაკრავის უკვალოდ მოხსნა

დასაკრავებს მრავალ რამეზე ვანთავსებთ: მაცივარზე, მანქანაზე, ახალ ვაზაზე ან კათხაზე, კარზე და ა.შ. ზოგჯერ მათი მოცილება ძალზედ რთულდება. ამის შემდეგაც კი, აღნიშნული პროცესი ყოველთვის წარმატებით როდი სრულდება: შესაძლებელია დარჩეს წებოვანი ფენა, რომელიც იერსახესაც აზიანებს და ჭუჭყსაც იკიდებს. ყველა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად უბრალო ცხოვრებისეული ხრიკით სარგებლობაა აუცილებელი: მოცილებამდე დაკარავი საშრობით საფუძვლიანად უნდა გაათბოთ. ამგვარად იგი სწრაფად მოცილდება და კვალსაც არ დატოვებს.

5. წვრილმანების მოსახერხებელი შენახვა

ლურსმნები, სჭვალები, ხრახნები, თვითმჭრელი სჭვალები ხშირად ერთ საერთო ყუთშია მოთავსებული, რის გამოც ერთმანეთში ირევიან და შემდეგ საჭირო დროს მათი მოძიება რთულდება. აღნიშნულ დეტალებთან მუშაობის ოპტიმიზაციის მიზნით შეგიძლიათ მარტივი და ხელმისაწვდომი ორგანაიზერის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოთ. ამისათვის უბრალოდ მოგიწევთ ქაფპლასტის პატარა კვადრატის მომზადება და ფიქსირებისათვის მასში არსებული ყველა წვრილმანის თანდათანობითი გაღრმავება.

6. უსაფრთხო შეღებვა

თოკის, ჯოხისა და ყუთის საშუალებით შესაძლებელია პატარა დეტალების მიმდებარე საგნების შეუღებავად შეფერვა. ამისათვის დეტალი ძაფზე უნდა დააფიქსიროთ. შემდეგ ყუთი სწორად უნდა განათავსოთ და ზედა მხარეს ხვრელი გააკეთოთ. მასში ძაფი უნდა გაატაროთ, რის შედეგადაც იგი ჯოხს დაუკავშირდება და ფიქსირების პრობლემაც მოგვარებული იქნება. უმოქმედო მდგომარეობაში მყოფი დეტალი ყველა მხრიდან შესანიშნავად შეიღებება, ხოლო საღებავის ბოთლიდან გამოსული შხეფები ყუთის ფარგლებს არ გასცდება.

7. სახრახნისის მარტივი ალტერნატივა

გარკვეული სახის პატარა მოწყობილობის დაშლა, რომლის დეტალებიც ხრახნებითაა დაფიქსირებული, სახრახნისით შესაძლოა ძალზედ გაგირთულდეთ. იგი შეგიძლიათ ჩვეულებრივი სკრეპითაც ჩაანაცვლოთ. ამისათვის მოგიწევთ მისი გასწორება და მიღებული მავთულის ერთ-ერთი ბოლოს ჩაქუჩით გასწორება. ამრიგად ერთი მხრივ სკრეპი გასწორდება, თუმცაღა სჭვალებისა და ხრახნების დასაფიქსირებელი სიმყარეც შეუნარჩუნდება.

8. საზომის სასარგებლო დანამატი

აუცილებელია საკანცელარიო სამაგრით ფანქრის მის ფიქალთან უფრო ახლოს დაფიქსირება. ამის შემდეგ სამაგრები თავსდება სარჭში, რომელიც მანძილსაზომის ზოლის ერთ მხარეს მდებარეობს. ამრიგად, ფანქარი თითქმის მჭიდროდ ემიჯნება მანძილსაზომის გაშლილ ლენტს და მათი საშუალებით საჭირო სიგრძის აღნიშვნაც შესაძლებელი ხდება. აღნიშნული პროცესი მოითხოვს მხოლოდ ერთ მოძრაობას და არა გადაადგილებას.

9. ჟანგის სწრაფი მოცილება

სჭვალები, ქანჩები, ხრახნები და ლურსმნები ხშირად შეუსაბამო პირობებში ინახება. აქედან გამომდინარე ისინი იჟანგება და სწრაფად ფუჭდება, თუმცა მარტივი ცხოვრებისეული ხრიკის გამოყენებით მათი გადარჩენა შესაძლებელია. ამისათვის უნდა აიღოთ ნახევარი ლიმონი, მოათავსოთ მასში ყველა სამშენებლო დეტალი და გააჩეროთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ისინი უნდა ამოიღოთ. უმჯობესია ეს პროცესი პინცეტით განახორციელოთ, შემდეგ კი უბრალოდ სველი ქსოვილით გაამშრალეთ.