როგორ გავახასხასოთ ჩადედილი თეთრი ქსოვილები

თეთრი ტანსაცმელი ძალიან ლამაზია, თეთრ ზეწრებში წოლა კი გაცილებით სასიამოვნოა. ცოტა თუ გრძნობს თეთრ კაბასა თუ პიჯაკში თავდაჯერებულობას: ნებისმიერ მომენტში შეიძლება დალაქავდეს. ღია ფერის ტანსაცმელი ფუფუნებასთან ასოცირდება, პრაქტიკული ადამიანები კი უპირატესობას მუქი ფერის ქსოვილებს ანიჭებენ. ნუთუ ეს მოსაწყენი არაა? უბრალოდ საჭიროა ნივთების სწორად გარეცხვა შეძლოთ და ისწავლოთ რომელი გამათეთრებლის გამოყენებაა უმჯობესი.

საშუალება ბევრია, თუმცა ყველა უსაფრთხო ნამდვილად არაა. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ სახლის პირობებში თუ რომელი გამათეთრებლის გამოყენებაა რეკომენდირებული. ჩვენ ვიცით თუ რომელი ნატურალური გამათეთრებლები უნდა გამოიყენოთ ბავშვთა ტანსაცმლის გასარეცხად. არჩევანი საკმაოა.

თეთრეულის მათეთრებელი

1. ასპირინი

ასპირინი არა მხოლოდ კარგი გამათეთრებელია, არამედ ქსოვილიდან ყვითელი ლაქების მოშორებაც. 5ცალი ასპირინი თბილი წყლით სავსე სათლში გახსნათ, შემდეგ მიღებულ ხსნარში ნივთი 20წუთის მანძილზე ჩაალბეთ. აღნიშნული პროცედურის მერე ნივთი გაწურეთ და ჩვეულებრივ სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ.

2. სარეცხი საპონი

ეს მეთოდი მაქმანებიანი საცვლების შემთხვევაში გამოგადგებათ. სარეცხ ტაშტში ცოტაოდენი მარგანეცი ჩაასხით, შემდეგ კი 2ს.კ. გახეხილი საყოფაცხოვრებო საპონი დაამატეთ. ამ ყველაფერს ცხელი წყალი უნდა დაასხათ და რამოდენიმე საათით დატოვოთ. შემდეგ კარგად ამოავლეთ ნივთი, შეგიძლიათ სარეცხი ფხნილით აღარ გარეცხოთ, საყოფაცხოვრებო საპონი მას იდეალურად ჩაანაცვლებს.

3. წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი, ქლორის შემცველ მათეთრებლებთან შედარებით, ნატურალურ ქსოვილს სათუთად ათეთრებს. ბამბისა და სელის ნაწარმის გასათეთრებლად 2 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი და მდუღარე წყალი დაგჭირდებათ, ხსნარში ნივთი გარეცხვამდე ნახევარი საათით უნდა ჩაალბოთ. მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ შალისა და აბრეშუმის ქსოვილების გათეთრებაც, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის, რომ წყლის ტემპერატურა 30გრადუსს არ უნდა ასცდეს.

4. ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი კიდევ ერთი გამათეთრებელია, რომელიც ქსოვილს ინდობს. საჭიროა ლიმონი დაჭრათ და ცხელ წყალში მოათავსოთ. შემდეგ ამავე წყალში ნივთი 40წუთით ჩაალბოთ. გათეთრების შემდეგ ნივთი სარეცხ მანქანაში ფხვნილის გამოყენებით გარეცხეთ. ეს საშუალება დაგეხმარებათ ცხიმისა და ოფლის ლაქებს გაუმკლავდეთ. გამოდგება დელიკატური ნივთების რეცხვისას.

5. სუფრის ძმარი

არბილებს წყალს და ყველა არაძვირადღირებულ გამათეთრებელს ფორას აძლევს. ძმარი აშორებს ცხიმისა და სოუსის ლაქებს, ასევე აქრობს უსიამოვნო სუნს. გახსენით 2ლ ცხელ წყალში 250მლ თეთრი ძმარი. ტანსაცმელი ძმრიან წყალში მთელი ღამით ჩაალბეთ, შემდეგ კი სარეცხ მანქანაში ფხვნილის გამოყენებით გარეცხეთ.

6. სოდა

კარგი გამათეთრებელია საბავშვო ნივთებისათვის. სოდა კარგად გამოირეცხება და ბავშვის ნაზ კანს არ აზიანებს. ნივთების გასათეთრებლად დაგჭირდებათ 6ს.კ. სოდა ცხელი წყლით სავსე სათლში გახსნათ და მასში ტანისამოსი 4საათით ჩაალბოთ. ამის შემდეგ ნივთს კარგად გაავლეთ, ნუ გამოიყენებთ სარეცხ საშუალებებს.

დაიხსომეთ ეს გამათეთრებელი საშუალებები, ისინი ყველა დიასახლისისათვის ადვილად ხელმისაწვდომია და ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნატურალური გამათეთრებლები ქსოვილზე აგრესიულად არ ზემოქმედებს და მაშასადამე მას არც აზიანებს და ადამიანებისთვისაც სრულიად უსაფრთხოა. თქვენ როგორ ათეთრებთ სახლის პირობებში ნივთებს?