5 გზა: როგორ გავაღოთ მანქანა, რომელიც გარედან ჩაგვეკეტა

უსიამოვნო მოულოდნელობები ხდება და ამ ფაქტს ვერსად წაუხვალთ. შესაძლოა დაგავიწყდეთ ან დაკარგოთ თქვენი მანქანის გასაღებები და მაშინ დღე ნამდვილად ჩაგიშხამდებათ. ამასთან, რამდენიმე საიდუმლოს ცოდნით, რომელსაც ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ, შეძლებთ სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალებას და პრობლემის ღირსეულად მოგვარებას.

1. თოკი

მანქანის კარის უპრობლემოდ გაღების ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გზა. თოკის პოვნა ახლომახლო ყოველთვისაა შესაძლებელი, თუკი გასაღები დაკარგულია და მათ გარეშე გიწევთ მანქანის გაღება. ეს მეთოდი ძალზედ პოპულარულია დეტექტიური თუ მოქმედებითი ჟანრის ბევრ ფილმსა და სატელევიზიო სერიალში. თოკი უნდა იყოს თხელი და კარების გახსნით ხრიკის წამოსაწყებად, მასზე სპეციალური კვანძი უნდა გააკეთოთ: მცოცავი.შემდეგ, თუ თოკს ორივე ბოლოთი მოქაჩავთ, კვანძი შიგნით დაფიქსირდება.

ამ კვანძის გაკეთება საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში, უნდა დაატრიალოთ თოკის შუა ნაწილი საჩვენებელი თითის გარშემო ისე, რომ მიიღოთ ორი მარყუჟი, ხოლო თოკის ბოლოები თითის ორივე მხარის ქვედა ნაწილში აღმოჩნდეს. შემდეგ ერთი მარყუჟი მეორეზე უნდა მოარგოთ, მეორე კი ზემოთ აწიოთ: ჩამოყალიბდება მარყუჟი, რომლის ბაზაც დაფიქსირდება კვანძით. ამის შემდეგ, თოკი, კვანძთან ერთად, ფრთხილად უნდა გააძვრინოთ მანქანის შუშასა და კორპუსს შორის არსებულ სიცარიელეში, თანდათან უნდა ჩაწიოთ ისე, რომ კვანძი აღმოჩნდეს კარის საკეტის ზემოთ. კვანძი უნდა მოჭიმოთ თოკის ბოლოებით, აწიოთ საკეტი და კარიც გაიხსნება.

2. გასაბერი ბალიში

დასაწყისისთვის დაგჭირდებათ ბალიში, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ კარების გასახსნელად, არამედ სარემონტო მიზნებისთვისაც კი. მაგალითად, კარების ან ფანჯრის ასაწევად მათ დაყენებამდე, ან როდესაც საჭიროა სხვა რამის სასურველ დონეზე აწევა შემდგომ მისი სწორად განთავსებისთვის. ამ ბალიშის საშუალებით შეგიძლიათ სწრაფად გააღოთ მანქანის კარი. პირველ რიგში, ჩაფუშულ მდგომარეობაში იგი სრიალებს კარის მინის ქვეშ, მასსა და მანქანის კორპუსს შორის. შემდეგ, ჩამონტაჟებული ტუმბოს გამოყენებით, ბალიში იბერება და ოდნავ ხსნის კარს ისე, რომ მასში ჩასვათ მავთული კაუჭიანი ბოლოთი ან სხვა მსგავსი ინსტრუმენტი, რომელიც კარის სახელურის შიგნიდან გახსნას გაამარტივებს. ესეც ასე, კარი ღიაა.

3. ჩოგბურთის ბურთი

ჩოგბურთის ბურთი მანქანის გასაღების გარეშე გასახსნელად განკუთვნილი ასევე ხელმისაწვდომი და მარტივი მასალაა. პირველი რიგში, მასში უნდა გააკეთოთ ხვრელი გახურებული სახრახსნისის ან მსგავსი ობიექტის გამოყენებით. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მიამაგროთ ჩოგბურთის ბურთი პირდაპირ მანქანის კლიტის ჭუჭრუტანაზე გაკეთებული ხვრელით. შემდეგი ნაბიჯი: ხელის გულებით ძლიერად დააწექით ბურთს, შემდეგ ხელი გაუშვით და კვლავ დააჭირეთ, გაიმეორეთ ეს მოქმედება 5-6 ჯერ და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გახსენით კარის სახელური. ამ ცხოვრებისეული ხრიკის საიდუმლო ძალზედ მარტივია: გახურებული ბურთის შიგნით ცხელი ჰაერია, ხოლო, როდესაც კლიტის ჭუჭრუტანაზე ზემოქმედება ხდება, იგი შედის საკეტში, რაც ხსნის სისტემას.

სასარგებლო რჩევა: ლითონის გასათბობად შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზქურა, შეშით გაჩაღებული ღია კოცონი ან ჩვეულებრივი სანთებელა, თუმცა ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

4. თუნუქის ქილები

ამ მეთოდს თაღლითები ხშირად იყენებენ, ამიტომაც ფხიზლად უნდა იყოთ და არ წამოეგოთ მათ სატყუარას. გამტაცებლები ავტომობილის გამოსაბოლქვ მილს რამდენიმე ქილას უკავშირებენ, რაც ავტომობილის მოძრაობისას დიდ ხმაურს იწვევს. გამოცდილების გამო მძღოლს, ბუნებრივია, უნდება შეამოწმოს, თუ რა ხდება მის უკან, ჩერდება და მიდის სანახავად. ამ შემთხვევაში, მანქანის გასაღები ხშირად ჩართულ მდგომარეობაში, ხოლო კარი ღია რჩება. თაღლითური სარგებლობს ამ სიტუაციით, ჯდება მძღოლის სავარძელში და იპარავს მანქანას, ხოლო მფლობელი მთლიანად შეცბუნებული რჩება. ამიტომაც გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი რჩევა: თუკი მანქანიდან გადმოსვლა გჭირდებათ, თუნდაც მცირე ხნით, არ დატოვოთ იგი ღია მდგომარეობაში და შიგნით გასაღებით. გასაღები ყოველთვის თან უნდა ატაროთ.

5. მონეტა

მორიგი არაჩვეულებრივი ხრიკი, რომელსაც ბოროტმოქმედები იყენებენ. ამის ცოდნიდან გამომდინარე დიდი სიფრთხილე გმართებთ მანქანის ჩაკეტვისას. კარების გასახსნელად გამოიყენება მონეტა. მას სვამენ მანქანის კარის სახელურში მანამ, სანამ მძღოლი მას ჩაკეტავს. ამ შემთხვევაში, სიგნალიზაცია წყვეტს მუშაობას, კარი კი იბლოკება და მთლიანადაც არ იკეტება. ხშირად თაღლითები ირჩევენ კარს, რომელიც ერთ–ერთი მგზავრის სავარძლისკენ მიემართება, რადგანაც მძღოლი, მანქანის ჩაკეტვის დროს, თითქმის ყოველთვის ამოწმებს საკუთარ კარს, სწორადაა თუ არა იგი ჩაკეტილი და დანარჩენებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. მანქანის მოპარვისგან თავის დასაცავად რეკომენდებულია გასვლამდე შეამოწმოთ, არის თუ არა მანქანის ყველა კარი ჩაკეტილი.