7 მსოფლიო ღირსშესანიშნაობა, აქამდე უცნობი ისტორიებით

მსოფლიოში არსებობს რამდენიმე არქიტექტურული შედევრი, რომლებიც ფართოდ  მათთვისაც კი, ვისაც ისინი სინამდვილეში არც კი უნახავთ. როგორც ჩანს, ადამიანების უმრავლესობამ მათ შესახებ, გარე მახასიათებლებით დაწყებული, შექმნის ისტორიით დამთავრებული, ყველაფერი იციან, თუმცა უფრო დეტალური დაკვირვების შემთხვევაში ზოგიერთ მათგანს საკმაოდ საინტერესო, უჩვეულო ფაქტებთან და დეტალებთან აკავშირებენ.

1. ეიფელის კოშკის ბოლო სართულებზე მოთავსებული ბინა

აღნიშნული არქიტექტურული შედევრის შემქმნელმა გუსტავ ეიფელმა ბოლო სართულებზე სათავისოდ ააშენა და აღჭურვა ბინა. იგი ძირითადად სტუმრების მისაღებად და დასვენებისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ აქ შეხვდა იგი თომას ედისონს. ბინა ორი საძინებლისგან, სველი წერტილისგან, მისაღები ოთახისა და სამზარეულოსაგან შედგება. და, რა თქმა უნდა, ბინის ფანჯრიდან განსაცვიფრებელი ხედი იშლება. ახლა ბინა მუზეუმადაა ქცეული, რომელშიც ორი ცვილის ფიგურაა განთავსებული – თავად ეიფელისა და ტომას ედისონის.

2. თავისუფლების ქანდაკება და მის ფეხებთან დამსხვრეული ჯაჭვი

აშშ-მ თავისუფლების ქანდაკება საფრანგეთისაგან რევოლუციის 100 წლისთავისათვისადმი მიძღვნილი საჩუქრის სახით მიიღო. ქანდაკება დემოკრატიის, თავისუფლებისა და ქვეყანაში მონობის აღმოფხვრის სიმბოლოა. ამ მხრივ, მას ერთი დამატება აქვს – გატეხილი ჯაჭვი, რომელიც ძეგლის ძირში გდია. ტურისტები მას, როგორც წესი, ვერც კი ამჩნევენ.

3. დიდი სფინქსი და მისი თავდაპირველი სახე

აღნიშნული ქანდაკება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძველია. იგი მშენებლობისთანავე მთლიანად დაფარულ იქნა ღია ფერის საღებავით, რომელიც ზოგან დღემდეა შემორჩენილი. ყურის უკან რამოდენიმე ფრაგმენტია. გარდა ამისა, მას ცხვირი და სპეციალური საზეიმო წვერიც გააჩნდა. ახლა მისი ნაწილები ორ მუზეუმშია დაცული – კაიროსა და ბრიტანეთში.

ზოგიერთი ვარაუდის მიხედვით, სფინქსს თავდაპირველად ლომის თავი ჰქონდა, ბევრად მოგვიანებით კი იგი ადამიანის თავით ჩაანაცვლეს. სწორედ ამით აიხსნება ქანდაკების პროპორციებს შორის შეუსაბამობა. მისი თავი სხეულთან შედარებით ძალზედ პატარაა.

4. დროის კაფსულა, რომელიც რაშმორის მთაზე მდებარეობს

ცნობილი ძეგლის მშენებლობის დროს არქიტექტორმა, გუთზონ ბორგლუმმა მიზნად კლდეში ქრონიკების დარბაზის აშენება დაისახა. ოთახი გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. მომავალში მასში ადამიანები ამერიკის ისტორიის შესახებ სანდო ინფორმაციის შემცველი ძირითადი დოკუმენტების პოვნას შეძლებდნენ. ზუსტად ლინკოლნის თავის უკან მდებარე მთაში კი მან გამოქვაბული გამოკვეთა. არქიტექტორი მალევე გარდაიცვალა, ამიტომაც ნამუშევარი საწყის ეტაპზე დარჩა. ბორგლუმის გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 1998 წელს, ამ მღვიმეში დალუქულ იქნა მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და საპრეზიდენტო მემუარების ასლები, რომლითაც მან დროის ერთგვარი კაფსულის ფუნქცია შეიძინა.

5. პიზას კოშკი: შექმნის პროცესი

დახრილ კოშკს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი არაერთი საიდუმლო უკავშირდება. მისი დახრილობის შესახებ ყველასათვის ცნობილია, თუმცა თითქმის არავინ იცის ამ სტრუქტურის ავტორის ვინაობა. უპირველეს ყოვლისა, ასეთი ინფორმაცია ფართოდ ვერ გავრცელდა იქიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ორასი წლის წინ იქნა ჩატარებული. ჩვეულებისამებრ, ისტორიკოსების აზრით, პროექტის ავტორი ბონანო პისანოა, თუმცა უფრო სარწმუნო ვერსიაც არსებობს. ზოგიერთების აზრით, ავტორი დიოტისალვი იყო. სწორედ აღნიშნული არქიტექტორი მუშაობდა კოშკის უშუალო სიახლოვეში მდებარე ბაპტისტერიუმის პროექტზე. ორივე შენობა ერთ სტილშია გადაწყვეტილი.

6. “ოქროს კარიბჭე” და ამ ხიდის ფერი

აღნიშნული ხიდის ხილვა მრავალ ფოტოზეა შესაძლებელი. აშენებამდე მის ყველა დეტალზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმოებდა და საბოლოოდ ამერიკის საზღვაო ძალებთან შეთანხმება მოხდა. შეთანხმების მიხედვით, ნისლიან ამინდში უკეთესი ხილვადობისთვის მათ შავი და ყვითელი ზოლებით მოხატვა სურდათ, თუმცა გამარჯვება არქიტექტორმა ირვინგ მოროუმ მოიპოვა. მისი აზრით, სტრუქტურის მუქ ნარინჯისფრად შეღებვა ბევრად უკეთესი იქნებოდა. შედეგად ძალზედ ლამაზი და თვალში საცემი ხიდი აშენდა.

7. ბიგ ბენი: ბრიტანეთის ცნობილი ღირსშესანიშნაობის სახელი

ამ სახელწოდებას საერთო არაფერი აქვს კოშკის სახის მქონე ზოგად სტრუქტურასთან, არამედ მხოლოდ მასში არსებულ უზარმაზარ ზარს უკავშირდება. 2012 წლის შემოდგომამდე სტრუქტურას ოფიციალურად “ვესტმინსტერის სასახლის სასაათო კოშკი” ეწოდებოდა. შემდეგ მას “ელიზაბეტის კოშკი” ეწოდა. ეს სახელი დღემდე აქტუალურია.

დანამდვილებით არავინ იცის, თუ რატომ ეწოდა ზარს ბიგ-ბენი. ერთ-ერთი ვერსიით, მას ასე ჩამოსხმის პროცესის ხელმძღვანელი პირის პატივსაცემად ეწოდა. იგი საკმარისად მოზრდილი იყო და ყველანი დიდი ბენის სახელით მიმართავდნენ. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ზარს აღნიშნული სახელწოდება მოკრივე, მძიმეწონოსანი ჩემპიონის, ბენჟამინ კაუნტის საპატივსაცემოდ ეწოდა.