8 სიახლე სამზარეულოში, რომლებიც კერძის მომზადებას დღესასწაულად აქცევს

სამზარეულოში სულ რაღაც საკმარისი არაა, ზოგჯერ მოხერხებული ტაფა არ მოიძებნება, ხან კიდევ საჭირო ხელსაწყო. ეს ის საყიდლებია, რომელებსაც მუდმივად გადადებთ ხოლმე, რადგანაც თვლით, რომ არც ისე საჩქაროა. თუმცა ზოგი სასარგებლო დანამატის გარეშე, უკვე უბრალოდ შეუძლებელია. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამოდენიმე პრაქტიკულ და მეტად ეფექტურ ხელსაწყოს, რომელთა დახმარებითაც საჭმლის მომზადება ბევრად უფრო სასიამოვნო და სწრაფი გახდება.

1. მეტი ცეცხლი

ამ ხელსაწყოს დახმარებით თქვენ მარტივად შეძლებთ კერძებს მადისაღმძვრელი ქერქი და სასიამოვნო წითური ფერი შესძინოთ. ის გამოგადგებათ პეროგების, სხვა დესერტების, ხორცის, თევზის, ცხელი სენდვიჩებისა და სხვა კერძების მომზადებისას. ხელსაწყოს გამოყენება მაქსიმალურად მარტივი და უსაფრთხოა, ასე რომ მას დამწყები მზარეულიც გაუმკლავდება. ცეცხლის ინტენსივობა რეგულირებადია.

2. ბანანისა და სხვა ხილის საჭრელი

ეს მარტივი მჭრელი დაგეხმარებათ ხილი ტოლ ნაწილებად სწრაფად და უსაფრთხოდ დაჭრათ. ის განკუთვნილია ბანანისათვის, თუმცა ასევე კარგად გაუმკლავდება კივის, მარწყვს, მანგოსა და სხვა რბილ ნაყოფს. ხილის ნაწილები ღია ჭიქაში გროვდება, რომელიც დანების ქვეშ იმყოფება, ჭურჭლიდან ის პირდაპირ თეფშებზე ხვდება. ამ ხელსაწყოს გამოყენებით ხილი შეგიძლით ლამაზად დაჭრათ, ხილის სალათისა და ფაფის შესაკაზმად მაქსიმალურად მოხერხებულია. ამ ტიპის მჭრელის კიდევ ერთი უდაო პლიუსია ის, რომ მისი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩვეულებრივ შეიძლება.

3. კვერცხის მოსახერხებელი გამყოფი

კვერცხის გამყოფი სასარგებლო გამოგონებაა მათთვის, ვისაც მოსწონს კვერცხის ხშირად მირთმევა. მისი საშუალებით შეგიძლიათ ცილა და გული სწრაფად და წვალების გარეშე გამოაცალკევოთ. ნებისმიერი ქილა, რომლის კისრის დიამეტრია 7სმ, შეიძლება სამზარეულოსთვის სასარგებლო გაჯეტად იქცეს. თავსახურ-გამყოფი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ამიტომაც ჰიგიენურია, კვერცხს უცხო სუნსა და გემოვნებას არ აძლევს. მისი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ.

4. კონტეინერი ხანგრძლივი შენახვისთვის

კონტეინერი ჰაერის გამტარი თავსახურით იდეალური გადაწყვეტილებაა გადამუშავებული პროდუქტების დიდხანს შესანახად. მისი დახმარებით ისინი ბევრად უფრო დიდხანს ინარჩუნებს გარეგნობასა და გემოვნებას. თავსახურზე დაჭერისას კონტეინერიდან ზედმეტი ჰაერი გამოდის, რაც პროდუქტების გამუქებასა და დამჟავებას ხელს უშლის. თავსახურის მოხსნისას, შუშის კონტეინერი შეგიძლიათ სუფრაზე კერძის მისატანადაც გამოიყენოთ. მეტად მოხერხებული და ძლიერი გამოგონება სამზარეულოსათვის, რომელიც განსაკუთრებით სალათების, სოუსების და სენდვიჩების ინგედიენტებისათვის შესანახად გამოგადგებათ.

5. მაკრატელი მოლუსკებისათვის

ჩვეულებრივი სამზარეულოს მაკრატლებთან შედარებით ამ ტიპის ხელსაწყოს სამჯერ მეტი ძალა აქვს. ისინი სპეციალურად გამოგონებულია მოლუსკების გასაწმენდად: მოხრილი მცირე ზომის კბილებიანი მაკრატელი გარსს ხორცის დაზიანების გარეშე ჭრის. უსაფრხთო და მოსახერხებელი შენახვა უზრუნველყოფილია სპეციალური ჩამკეტის საშუალებით, რომელიც ღილაკის საშუალებით რეგულირდება. მოლუსკების მაკრატლის გარეცხვა შეგიძლიათ, როგორც ნიჟარაში, ასევე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

6. თბოგაუმტარი ხალიჩა

ამ ხალიჩის გამძელობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება სამზარეულოში მუშაობას ორჯერ გაგიადვილებთ. ის კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურებს, არ იწვის და არ დნება. ხალიჩა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორ ცხელის დასადგამად, ასევე ცხიმის წვეთებისგან დამცავად, კოვზის დასადებად და ასევე სახელურის მაგიერ, როცა რაიმე ცხელი უნდა გადადგათ. თეფშთან ერთად ის შეგიძლიათ მიკროტალღურ ღუმელში მოათავსოთ, რათა ის წვეთებისა და გადაღვირსგან დაიცვათ. სასარგებლო დამატება დაგეხმარებათ დროისა და ძალისხმების ეკონომია მოახდინოთ, თვითონ კი მარტივად გაირეცხება ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

7. უნივერსალური თავსახურავი

იმისათვის, რომ სამზარეულოში ადგილის ეკონომია შეძლოთ და ამასთანავე საჭმლის მომზადებისას თავი კომფორტულად იგრძნოთ, საჭიროა ყურადღება უნივერსალურ ნივთებზე შეაჩეროთ. მისი საშუალებით შეგიძლიათ უამრავ პრობლემას გაუმკლავდეთ და დროის ეკონომიაც შეძლოთ. კარგი მაგალითი – უნივერსალური სილიკონის თავსახური, რომელიც სხვადასხვა დიამეტრის ქვაბსა და ტაფებს ერგება. ის არ ხურდება, ამიტომაც უსაფრთხოა მისი ხელთათმანების გარეშე აღება, ამასთანავე ჭურჭლის შიგნით კარგად ინახავს ტემპერატურასა და ორთქლს. თავსახურის ქვედა მხარეს წრიული ზოლებია განლაგებული: მათი საშუალებით კვერცხის, მაკარონისა და სხვა პროდუქტების ხარშვისას შეგიძლიათ ჭურჭლიდან სითხე სწრაფად და აკურატულად გადმოღვაროთ.

სასარგებლო ინფორმაცია: მსგავსი თავსახურავის რამოდენიმე ვარიანტი იყიდება. ზოგიერთი მათგანი მთლიანად სილიკონისგანაა დამზადებული, სხვებს კი ცენტრში შუშა აქვთ. მისი დახმარებით ყოველთვის შეძლებთ ტაფის შიგთავსი დაინახოთ და გააკონტროლოთ პროდუქტის მომზადების სტადია.

8. კონტეინერი მოხერხებული თავსახურავით

კონტეინერის თავსახურზე ჰერმეტულად დალუქული სილიკონი საშუალებას იძლევა მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოთ ხორცის, სალის, ყველისა და სხვა ჰაერისადმი მგრძნობიარე პროდუქტების სასარგებლო თვისებები. რელიეფური ძირი კი პროდუქტს ზედმეტ წვენსა და ტენს აცილებს. გამჭირვალე თავსახურზე არის სპეციალური ადგილი, სადაც ვარგისიანობის ვადა შეგიძლიათ მიუთითოთ. მოხერხებულ თავსახურს ერთი მხრიდან სამაგრი აქვს, მეორე მხარეს კი საკეტის საშუალებით ფიქსირდება.