როგორ გავაპრიალოთ ბუნებრივი და ხელოვნური ტყავები, სპეციალური ღრუბლის გარეშე

თითქმის ყველა იყენებს სპეციალურ გაჟღენთილ ღრუბლებს ფეხსაცმლის გასაწმენდად. მათ განსაკუთრებით რეგულარულად შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში იყენებენ. გაჟღენთვა სწრაფად მთავრდება და გიწევთ ახალი ღრუბლის შეძენა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა ხარჯების შემცირებაც შესაძლებელია, თუკი შეძენილ პროდუქციას იმპროვიზირებული საშუალებებით ჩაანაცვლებთ.

ისე, რითი შეიძლება იმ ღრუბლის ჩანაცვლება, რომელიც ფეხსაცმელს ახალ იერსახეს აძლევს? ამისათვის დაგჭირდებათ ძველი ნეილონის კოლგოტები, რომელთაც ჩვენი ქალები დიდი რაოდენობით ყრიან და აბუსალათინის ზეთი. ეს უკანასკნელი  გროშები ღირს, თუმცა ამით მისი სარგებლიანობა როდი მცირდება.

რაც შეეხება აბუსალათინის ზეთს, მისი საშუალებით მარტივად შეძლებთ შეამოწმოთ, თუ რა მასალისგანაა დამზადებული ფეხსაცმელი, ჩექმები და ყელიანი ფეხსაცმელები. საკმარისია ერთი წვეთი დაიტანოთ ფეხსაცმელზე და ტყავთან ზემოქმედებაში შევიდეს. თუ იგი შეიწოვება, ესეიგი ნამდვილ ტყავთან გაქვთ საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელოვნური ტყავისგან დამზადებული მასალაა.

თუმცა ნებისმიერი ფეხსაცმლის გასუფთავებაა შესაძლებელი.. ტყავისთვის აბუსალათინის ზეთი სასარგებლოა, ხოლო ხელოვნურ ტყავს არ აზიანებს. შედეგად, ფეხსაცმელს ექნება პრეზენტაბელური იერსახე და არ შეუშებს სისველეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვიმიან სეზონში. ფეხსაცმელი უნდა გააპრიალოთ ძველი ნეილონის წინდის ან კოლგოტის გამოყენებით.

ფეხსაცმლის ან ყელიანი ფეხსაცმლის ზედაპირზე რამოდენიმე წვეთი ზეთი უნდა დაიტანოთ, რომელსაც შემდეგ საფუძვლიანად გახეხავთ ელასტიური კოლგოტებით. ტყავი შესანიშნავად გაპრიალდება. კვალი და ნაკაწრები არ დარჩება. ღრუბელი სულაც აღარაა საჭირო.