10 დიდი ქალაქი, რომელსაც გაქრობა ემუქრება

სამყარო განუწყვეტლივ ვითარდება, მასთან ერთად კი ადამიანთა რაოდენობაც იზრდება. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ თუ ჩვენი რაოდენობა იზრდება, ლოგიკურია, რომ ზედაპირის ზედაპირზე უფრო მეტი საცხოვრებელი ადგილი უნდა ავითვისოთ, თუმცა რეალობაში ხშირად ხდება ისე, რომ მასშტაბური დასახლებული პუნქტები სხვადასხვა მიზეზთა გამო მაცხოვრებელთა რაოდენობას სწრაფად საგრძნობლად კარგავს და შესაძლოა კიდევაც საერთოდ დაცარიელდეს. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ათ ქალაქს, რომელიც უკვე გაქრობის გზასაა დამდგვარი.

1. ჰასიმას კუნძული (იაპონია)

მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ქალაქ ნაგასაკიდან რამოდენიმე მილში არანაკლებ ცნობილი ადგილი მდებარეობს. საუბარია ჰასიმას კუნძულის შესახებ, რომელიც წინათ პლანეტაზე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი იყო, ახლა კი სრულად დაცარიელდა. ტერიტორიის აქტიური ათვისება 1810წელს დაიწყო, როცა კუნძულზე ნახშირი აღმოაშინეს. 1887წლისთვის კუნძულზე მცხოვრებთა რიცხოვნობა 5200ადამიანი შეადგინა, ხოლო მისი ფართობი ხელოვნურად 16ჰექტარამდე გაიზარდა.

წინა საუკუნის 70-იან წლებში ნახშირის მარაგი ამოიწურა, 1974წელს კი შახტები საბოლოოდ დაკეტეს, რის შემდეგაც ჰასიმას მოსახლეობამ კუნძულის დატოვება დაიწყო და სულ რამოდენიმე კვირაში ერთ დროს დედამიწაზე ყველაზე მჭიდროდ დასახელებული ადგილი ბოლომდე დაცარიელდა.

ახალი ქალაქი-მოჩვენება ტურისტ-ექსტრემალების შორის საინტერესო ადგილად იქცა, მათ იაპონიის აკრძალვაც კი ვერ აჩერებდა, რომლის თანახმადაც მათ კუნძულზე სტუმრობის გამოაშკარავების შემთხვევაში დეპორტაცია ემუქრებოდათ. იდუმალი მიტოვებული ადგილისადმი გამოჩენილმა ინტერესმა მისი სტატუსი შეცვალა: 2015წელს ჰასიმა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა ობიექტი “მეიჯის პერიოდის ინდუსტრიული რევულუციის ობიექტები: მეტალურგია, გემთმშენებლობა და ნახშირი მრეწველობა”-ს ფარგლებში. დღესდღეობით ჰასიმას სტუმრობა კანონით დაშვებული გახდა, თუმცა მასზე არსებულ ნაგებობათა უმეტესობის ავარიული მდგომარეობის გამო ტურისტებს მხოლოდ ზოგიერთ ადგილას უშვებენ.

2. ორდოს კანგბაში (ჩინეთი)

ამ ადგილის ისტორია, რომელსაც თავიდან “ჩინური არქიტექტურის საოცრებას” უწოდებდნენ, 2003წელს დაიწყო. მსგავსი ქალაქის გაჩენის მთავარი მიზეზი ნახშირის მოპოვების განვითარება იყო. მშენებლები ფიქრობდნენ, რომ უდაბნოს გარშემო იმდენი საცხოვრებელი კორპუსი აეგოთ, რომ ამ ტერიტორიაზე დასახლება მილიონ ადამიანს შესძლებოდა. რეალურად ეს ციფრი სამჯერ შემცირდა – 300ათასამდე ადამიანი.

თუმცა ამ ციფრის მოგროვებაც არ გამოვიდა: ჩვენი ინფორმაციით დღესდღეობით ორდოს კანგბაშში მხოლოდ 100ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მართალია ციფრი იმედის მომცემად ჟღერს, თუმცა ქალაქის მთელი ფართობის გათვალისწინებით, ქუჩები ცარიელი მოჩანს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჩინელთათვის ბინის ყიდვა პრობლემას გადასახადებთა შესახებ კანონის გამო წარმოადგენს.

უტოპიური ქალაქის მსგავსს მდგომარეობას ჩინეთის ხელისუფლება არ ეგუება, ამიტომაც ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით, მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას. ასე მაგალითად, ორდოს კანგბაშში ხდება ცნობილი უნივერსიტეტების ფილიალების გახსნა, ხოლო ცარიელი ბინები კი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლად იქნა გადაკეთებული. ასევე აქ გადმოაქვთ ოლქის სამმართველო სტრუქტურები, რითაც ჩინოვკიკებს სამსახურთან ახლოს მყოფი საცხოვრებლის ყიდვისაკენ მოუწოდებენ.

გარდა ამისა, სოფლის მაცხოვრებლებს სხვადასხვა კომპენსაციითა და უფასო ბინებით იზიდავენ. დღესდღეობით ხელისუფლების მიზანია მაცხოვრებელთა რაოდენობა ორჯერ მაინც გაზარდოს ანუ 200ათასი ადამიანი გახადოს. შესაძლოა ამის მერე ქალაქი ასე ცარიელად აღარ გამოიყურებოდეს.

3. აშხაბადი (თურქმენეთი)

თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი, როგორც ქალაქი-ზღაპარი ისე გამოიყურება: თანამედროვე არქიტექტურა, განვითარებული ინფრასტრუქტურა, თვალწარმტაცი ხედები. სავარაუდოა სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს ურბანული სამოთხე, თუმცა ფოტოების დათვალიერებისას ერთი დეტალი გვაშფოთებს: მათზე ფაქტიურად შეუძლებელია იმათი დანახვა, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები და მთლიანად სახელმწიფოს მკიდრნი დედაქალაქს არაერთგზის “მკვდართა ქალაქს” უწოდებენ. სოციოლოგთა უმეტესობა, ისევე როგორც ჩვეულებრივი მოსახლეობა, დედაქალაქში მკვიდრთა სიმწირეს თურქმენეთის პოლიტიკური წყობის თავისებურებას მიაწერს. საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება დედაქალაქში საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ატარებენ, შედეგაც კი მოსახლეობის უმეტესობას ლამაზი ხედების ტკბობას სახლში დარჩენა ურჩევნია.

ეს კი ნეგატიურად აისახება ტურისტულ სფეროზეც, როგორც უშუალოდ აშხაბადში, ასევე მთლიანად თურქმენეთში: სახელმწიფოს ჩრდილოეთ კორეის მსგავსი რეპუტაცია აქვს: არასწორ ადგილას ნათქვამმა ნებისმიერმა სიტყვამ შესაძლოა საკმაოდ სავალალო შედეგები გამოიწვიოს, პლიუს ამას დედაქალაქიდან გასვლაც კი ფაქტიურად აკრძალულია.

4. ტიანდუჩენგი (ჩინეთი)

ჩინეთის კიდევ ერთი ქალაქი-მოჩვენება, სადაც მართალია ადამიანები ჯერ კიდევ ცხოვრობენ, თუმცა ისინი ქუჩაში თითქმის არ ჩანან. ის ინტერესის საგანი კიდევ იმიტომ ხდება, რომ ერთ-ერთი ევროპული ქალაქის ასლია. არსობრივად ტიანდუჩენგი აზიური პასუხია პარიზზე.

ამ ადგილის ისტორია 7წლის წინ დაიწყო, როცა ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ Zheijiang Guangsha Co. Ltd. ტიანდუჩენგის საკურორტო ადგილის განაშენიანება გადაწყვიტა… ფრანგული პარიზი ყველა თავისი დღიშესანიშნაობით. რამოდენიმე წელიწადში ქალაქში თავისი ეიფელის კოშკი გაჩნდა, ასევე ევროპული დედაქალაქის ცნობილი ადგილები და ქანდაკებები და შადრევნებიც კი.

თუმცა მშენებელთა გათვლამ არ იმუშავა: ქალაქი ფაქტიურად დაუსახლებელი დარჩა. ამის მიზეზად ორი რამე სახელდება – პირველ რიგში პარიზის კოპირება მასობრივი კრიტიკის საგანი გახდა, რის შედეგადაც ბევრს აღარ სურდა იმ ადგილთან ჰქონოდა საქმე, რომელსაც არც თუ ისე კარგი რეპუტაცია ჰქონდა. მეორეს მხრივ კი ტიანდუჩენგში ბინები ბანალურად ზედმეტად ძვირადღირებული აღმოჩნდა, ამიტომაც შესაბამისად მსურველიც ცოტა იყო.

5. ჩერნობილი (უკრაინა)

რასაკვირველია ქალაქი-მოჩვენებების წარმოდგენა ჩერნობილის გარეშე წარმოუდგენელია, რომელიც ატომური ელექტროსადგუზე მომხდარი შემთხვევის შედეგების სიმბოლოდ იქცა. ჩერნობილის კატასტროფის გიგანტური მონუმენტი ადრე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, ამჟამად კი უკრაინის შემადგენლობაში შედის.

პლანეტაზე ყველაზე ცნობილი ქალაქი-მოჩვენების ისტორია 1970წელს დაიწყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე პერსონალისთვის ქალაქის აშენება გადაწყვიტა. შედეგაც მიღებული იქნა იმ დროის სტანდარტებით კომფორტული ქალაქი, რომელშიც პრაქტიკულად 50ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

ჩერნობილი საბჭოთა კავშირის დროინდელი სამოთხის ნამდვილი მოდელი იყო: ნათელი სუფთა ქალაქი ფართე ქუჩებითა და მათზე მოისერნე ოჯახებით. ამასთანავე ის “ახალგაზრდა” იყო. ჩვენი ინფორმაციით, ჩერნობილის მაცხოვრებელთა საშუალო ასაკი 27წელს წარმოადგენდა. რასაკვირველია, ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს აშენებული ქალაქი საბჭოთა კავშირის წარმოების უსაფრთხოების დემონსტრირებას წარმოადგენდა.

საინტერესო ფაქტი: ჩერნობილს “ვარდების ქალაქს” უწოდებდნენ. საქმე იამშია, რომ მთელ ტერიტორიაზე დარგული იქნა 50ათასი ვარდის ბუქჩი, რაც პირდაპირ იმეორებდა ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანთა რიცხვს.

საბედისწერო მომენტი 1986წლის 26აპრილს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება გახდა, რის შემდეგაც რამოდენიმე დღეში საბჭოთა ხელისუფლებამ აღიარა, რომ რადიაციის გამო ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის დატოვება არ შეიძლებოდა, ამიტომაც მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. უზარმაზარი ქალაქი რამოდენიმე საათში მოჩვენებად იქცა.

დღესდღეობით ჩერნობილი კვლავ ცარიელია და აღარასდროს იქნება დასახლებული. მხოლოდ ქალაქის გარშემო ტერიტორიაზე შეგიძლიათ თვითდასახლებულები ნახოთ, ვინებიც სახლებში თვითნებურად დაბრუნდნენ. მიუხედავად ყველაფრის “ვარდების ქალაქი” ტურისტებს შორის საკმაოდ პოპულარულია: მის სანახავად ყოველდღე ათი ათასობით ადამიანი ჩადის, მათ სურთ “მშვიდობიანი” ატომის აფეთქების შედეგების საკუთარი თვალით ნახვა.

6. ორადურ-სურ-გლეინი (საფრანგეთი)

სამწუხაროდ, ზოგჯერ დასახლებული ადგილის მკვიდრთა მიერ დატოვება სხვა ხალხის გამოჩენითაა განპირობებული. ასე მოხდა ფრანგული ქალაქის – ორადურ-სურ-გლეინის შემთხვევაში. ამ ადგილის ისტორია ტრაგიკულია: ის მეორე მსოფლიოს დროს იქნა განადგურებული, დღესდღეობით კი ის ადამიანური სისასტიკის შემახსენებლი სევდისმომგვრელი მონუმენტია.

მკვლევართა თქმით, ორადურ-სურ-გლეინი 1944წელს გერმანელი ოკუპანტების მიერ იქნა განადგურებული, მოსახლეობა კი პრაქტიკულად სრულად დახოცილი: ჩვენი ცნობით ქალაქში მაცხოვრებელი 7ათასი ადამიანიდან მხოლოდ 6 გადარჩა, ხოლო დაახლოებით ორმა ათეულმა ადამიანმა ქალაქი სასაკლაოდ ქცევამდე დატოვა. გერმანელებმა ამ სისასტიკის ოფიციალურ მიზეზად შურისძიება დაასახალეს საფრანგეთის პარტიზანების მიერ ვერმახტის მე-2 სატანკო დაზვერვის მეთაურის ჰელმუტ კემფის დატკვევების გამო.

სოფელი დანგრეულ იქნა, შემდეგ კი გადამწვარი. მიზეზი იმისა თუ რატომ არ დაბრუნდნენ ადამიანები ორადურ-სურ-გლეინში უცნობია, ხოლო როცა დღის წესრიგში ქალაქის მომავლის საკითხი დადგა, ინიციატივა თავის თავზე გენერალმა შარლ დე გოლმა აიღო. მისი გადაწყვეტილებით არ მოხდა დასახლების აღდგენა და ის დარჩა არსებულ მდგომარეობაში იმ მიზეზით, რომ ნაცისტთა სისასტიკის მონუმენტად ქცეულიყო. ამ ადგილის შორიახლოს კი იდენტური სახელწოდების სოფელი იქნა გაშენებული, რომელშიც დღესდღეობით 2ათასზე მეტი ფრანგი ცხოვრობს.

7. კრაკო (იტალია)

იტალური ქალაქი კრაკო – ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ადგილი შეიძლება ასწლეულებისა და ათასწლეულების მანძილზეც კი იქნას დასახლებული, თუმცა დრომ მაინც არ დაინდოს და საბოლოოდ ადამიანებისგან მიტოვებულად იქცეს.

ქალაქი მთის მაღალი კლდის პირას ადრეულ შუა საუკუნეებში ბერძენმა ვაჭრებმა დაარსეს. მასში ყველა ნაგებობა ქვისგან იყო ნაგები. კრაკო დოკუმენტურად ნახსენებია ჩვ.წ.11საუკუნეში. მას მერე ეპოქები და მმართველები იცვლებოდა, ქვისგან ნაგები ქალაქი კი არსებობას განაგრძნობდა, ამასთანავე იზრდებოდა მისი მკიდრთა რიცხვიც.

კრაკო მჭიდროდ დასახლებული წინა საუკუნის 60-იან წლებამდე იყო და ეს ყოველივე მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ხშირად ხდებოდა მთის ქანების ცვენა, წყალდიდობა და მიწისძვრა. თუმცა 1963წელს მომხდარი შემზარავი მიწისძვრის შემდეგ ქალაქი 1800ადამიანმა დატოვა და უკან აღარასდროს დაბრუნებულან. დღესდღეობით უძველესი ქალაქი კრაკო ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს, თუმცა განადგურების მზარდი არეალი და სტრუქტურების ახალი დაშლის საშიშროება აქ ვიზიტებს ძალზე ზღუდავს.

სიანტერესო ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ კრაკო იტალიის პოლიტიკურ რუკაზე აღარ იძებნება და ის ოფიციალურად მიტოვებულ ქალაქად ითვლება, მის ტერიტორიაზე ხალხის რაღაც ნაწილი მაინც ცხოვრობს. პირველ რიგში საუბარია უსახლკაროებზე, რომლებსაც დანგრევის პირას მყოფ სახლებში თავშესაფარი იპოვეს. თუმცა არსებობს ინფორმაცია ადგილობრიც მაცხოვრებლებთა შესახებაც, რომლებიც 1963წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგაც საკუთარ სახლებში დარჩენა არჩიეს.

8. ტერლინგუა (აშშ)

ტეხასის შტატის ტერიტორიაზე არსებული ტერლინგუა კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ ქრება ქალაქი, როცა იმ სასარგებლო წიაღისეულის ამოწურვა ხდება, რის გამოც თავის დროზე იგი აგებული იქნა. ტერიტორიის დასახლება მას მერე გადაწყვიტეს, რაც ამ მიდამოებში კინოვარი(მინერალი, რომელიც ვერცხლისწყალს შეიცავს) აღმოაჩინეს. ამიტომაც მე-20საუკუნის დასაწყისში ტერნიგულაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით უკვე ოთხი შესაბამისი კომპანია იყო დაკავებული.

რასაკვირველია, წიაღისეულის მოპოვება ადგილობრივ მაცხოვრებელთა რაოდენობაზეც აისახა, 1903წლისთვის აქ უკვე დაახლოებით 3ათასი ადამიანი დასახლდა. რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე ტერლინგულაში ცხოვრება დუღდა. თუმცა 21საუკუნის დასაწყისში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: კინოვარის მარაგმა ამოწურვა დაიწყო, ხალხმა კი ქალაქის დატოვება დაიწყო.

საბოლოო ჯამში, მოსახლეობით აღწერის მიხედვით, 2010წელს ტერნიგულაში მხოლოდ 58 ადამიანიღა ცხოვრობს. დღესდღეობით აქ კიდევ ცხოვრობს ხალხი, სულ რამოდენიმე ოჯახი, ამასთან, ისინი აღარ არიან ვერცხლისწყლის შემცველის მასალის მოპოვებით დაკავებულნი, მაგრამ ტურისტებისათვის მცირე ექსკურსიის პროგრამებს აწყოვებ მტვრიან ეკლესიებში, ფერმებსა და თითქმის მკლვდარი ქალაქის სასაფლაოებზე.

9. ვაროშა (კვიპროსი)

ტურისტულ მექაშიც კი, როგორც სავსებით სამართლიანად შეგვიძლია კიპრს დავუძახოთ, არსებობს ქალაქი-მოჩვენება. ამ შემთხვევაში საუბარია ადგილზე სახელწოდებით ვაროშა. ერთ დროს ტურისტულ ადგილად ჩამოყალიბებული ადგილის დაცარიელების მიზეზი არა კატაკლიზმა ან დროის მსვლელობა გახდა, არამედ გეოპოლიტიკური პრეტენზიები.

წინა საუკუნის 70-იან წლებში ვაროშა სამართლიანად ითვლებოდა კიპრის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილად, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებშიც შედიოდა. მის სასტუმროებში თავს იყრიდნენ არა მხოლოდ დამსვენებლები, არამედ მსოფლიოს დონის ვარსკვლავები. მაგრამ ეს ყოველივე 1974წელს დაინგრდა, როცა თურქეთის არმია კიპრში მის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მოტივით შეიჭრა.

როცა ვაროშა თურქეთის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა, ბერძენი მოსახლეობისთვის ნაბრძანები იყო ყველაზე საჭირო მოემარჯვებინათ და საკუთარი სახლები სამუდამოდ დაეტოვებინათ. მას მერე ორმოც წელზე მეტი გავიდა, თუმცა ვაროშა დღემდე დაცარიელებულია. ყოფილი სასტუმროებისა და სახლების შენობები თანდათანობით ნადგურდება, ხოლო ტურისტული ქალაქი კი კვლავ ქალაქ-მოჩვენებად რჩება.

10. ბალესტრინო (იტალია)

კრაკოსგან განსხვავებით, კიდევ ერთი იტალიური ქალაქი ბალესტრინო ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს. ქალაქის დასაბამი დაახლოებით ჩვ.წ. პირველი საუკუნით თარიღდება, თუმცა მისი წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები არ შემონახულა. მე-19საუკუნისთვის ის ადგილობრივებით მეტად მჭიდროდ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა. ბალესტრინოს სრულმა ისტორიამ ძველი რომაელების, პოემონტეს და იმპერატორ კარლოს დიდის იქ ყოფნის კვალი შემოინახა.

თუმცა მთებში განგალება, ქალაქის დაცარიელების მიზეზი გახდა. 19საუკუნეში ბალესტრინოს ახლოს მყოფი სოფელი მიწისძვრის შედეგად ფაქტიურად სრულად იქნა განადგურებული, ხოლო თავად ქალაქს კი რეკონსტრუქცია დასჭირდა. ამას მოჰყვა 1953წელს მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზმა, საბოლოოდ კი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადგილები გეოლოგიურად არასტაბილურად იქნა მიჩნეული, ის უკანასკნელ 800მაცხოვრებელს დაატოვებინეს.

თუმცა უახლოესს წარსულში იტალურ ქალაქს ახალი სიცოცხლის შანსი მიეცა. ასე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება ბალესტრინოს არქიტექტორული კომპლექსის რეკონსტრუქცია. ამასთანავე იტალიის ხელისუფლება დაინტერესებულია ამ ადგილის ტურისტული კუთხით განვითარებაში.

საინტერესო ფაქტი: ყოველ წელს საზაფხულო არდადეგებზე ბალესტრინოში მარკიზი დომენიკის შთამომავლები ჩამოდიან, რომლებიც დინასტიის პირდაპირი მემკვიდრეები არიან. ისინი მარკიზის სასახლეს ოფიციალურად ფლობენ და თვლიან რომ ოჯახურ ტრადიციებს დაცვა სჭირდება. სწორედ ამან გამოიწვია ყოფილ მაცხოვრებელთა შორის ქალაქში დაბრუნების ინტერესის გაჩენა.