5 იაპონური გამოგონება, რომლებმაც პოპულარობა ვერ მოიპოვეს – არადა გამოგვადგებოდა!

ხშირად ხდება, რომ გამოგონების გენიალურობა აბსურდულობას ესაზღვრება. ყოველ შემთხვევაში, ძნელია ამის დაჯერება, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავთ იაპონურ გამოგონებებს. იმის თქმა, რომ ისინი უცნაურად გამოიყურებიან, თითქმის არაფრის მთქმელია. ამავე დროს, შეუძლებელია არ ვაღიაროთ,რომ ამ ნივთების ნაწილი რიგ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ნამდვილად გამოსადეგია.

1. თვალის ძაბრ-სათვალე

თვალების უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ადამიანს გადამწყვეტ მომენტში უეჭველად მოუნდება თვალების დახამხამება ან მთლიანად დახუჭვა. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ წვეთების თვალებში მოხვედრა შესაძლოა უკიდურესად ძნელი აღმოჩნდეს. ორივე პრობლემის გადასაჭრელად უნდა ეარსება სწორედ ასეთ უცნაურ მოწყობილობას, რომელიც უფრო არა სამედიცინო, არამედ შუა საუკუნეების წამების ინსტრუმენტს წააგავდა. სამწუხაროდ, თუ ასეთი ძაბრ-სათვალეები ნამდვილად გამოსადეგია თვალებში წვეთების მოსახვედრად, მაშინ სამწუხაროდ მათ ფუნქციებში დახამხამების უზრუნველყოფა ნამდვილად არ შედის.

2. აღმაგზნები საღეჭი რეზინი

ინტიმური საქონელი ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ცოტა თუ აღიარებას ამას, თუმცა ბევრი მაინც ყიდულობს მათ. ზოგჯერ ისინი სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარეა საჭირო. ამის ნამდვილად არ უნდა შეგრცხვეთ. სამწუხაროდ, ინტიმური ცხოვრების გასაუმჯობესებელი პროდუქტი სპეკულაციისა და თაღლითობისთვის ნაყოფიერი ნიადაგიც კია. მაგალითად, იაპონიაში ამზადებენ “ვიაგრას” ანალოგს – აღმგზნები საღეჭი რეზინის სახით. ამის დაჯერებაც შესაძლებელია … თუმცა ამ წამლის ქალური ვერსია მდედრებს მკერდის გადიდებასაც ჰპირდება (რაც საინტერესოა – მხოლოდ რეგულარული გამოყენების შემთხვევაში). საერთოდ სად იყურება მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაცია?!

3. ტორსის ფორმისბალიშები

ზოგიერთების აზრით, დასაყრდნობად მუდმივად მამაკაცის მკლავია საჭირო. ამასთან, ამომავალი მზის მიწის მოკაშკაშე დიზაინერული გენია ამ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება. უკვე რამდენიმე ათწლეულია იქ ბალიშები კაცობრიობის ულამაზესი ნახევრის მიტოვებული ან მარტოხელა წარმომადგენლებისთვის მამაკაცის ხელიანი მკლავის ფორმით მზადდება.

4. კარაქის ფანქარი

კარაქის ფენის დანის პირით მოცილება და მხოლოდ ამის შემდეგ მისი პურზე დადება წარსულს ჩაბარდა. გამჭრიახმა იაპონელმა ბიჭებმა მოიფიქრეს, თუ როგორ გაემარტივებინათ და დაეჩქარებინათ, რაც შეიძლება მეტად, სენდვიჩების დამზადების პროცედურა. საკმარისია იყო ფანქრის ფორმის კარაქის წარმოების დაწყება! მთლიანად წებოს მსგავსად, ოღონდ ამჯერად მხოლოდ საკვებად ვარგისი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ მოხდეს ორი აქსესუარის ერთმანეთში არევა.

5. ჩაფხუტი მეტროში დასაძინებლად

მეტნაკლებად დიდ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ერთხელ მაინც გაუკეთებია “ეს” – სძინებია მეტროში. ნახევრად ძილის მდგომარეობაში ძვირფასი 20 წუთის გატარება მატარებლით მოგზაურობის დროს – რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც დაღლილი ვიყავი და ამავე დროს მატარებლის ერთ-ერთი ცარიელი ადგილის დაკავება მოვახერხე. მართალია, მეტროს ვაგონში მჯდომარე პოზიციაში ძილს ნაკლივ გააჩნია: თავი მუდმივად ვარდება. იაპონიაში ეს პრობლემა სწორედ ასეთი საწოვარიანი ჩაფხუტ-დამჭერის გამოგონებით გადაჭრეს. მისი წყალობით კისერი ყოველთვის სწორადაა.