5 იაფი და ხელმისაწვდომი გზა სახლში მრუდე კედლების შესასწორებლად

რემონტის იდეალურად გაკეთება შეუძლებელია, ყველა შემთხვევაში ადგილი ექნება ხარვეზებს, რომელთა შესახებაც სახლის გაფორმების დროს არ გიფიქრიათ, ახლა კი მათი გამოსწორება უკვე გვიანაა. დღევანდელ სტატიაში გასწავლოთ ხრიკებს, რომელიც მსგავსი სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ და მრუდე კედლებსა თუ სახლის სხვა ნაკლს ისე შენიღბავს, რომ მისი ვიზუალური მხარე უფრო მიმზიდველი გახდება.

რჩევა 1: მრუდე კედლები შპატელით გააფორმეთ

ვიზუალურად შესაძლოა კედელი სწორად გამოიყურებოდეს, თუმცა რეალურად მრუდე აღმოჩნდეს. რასაკვირველია შეგიძლიათ კედლების გეომეტრიული გასწორება გააკეთოთ, მაგრამ ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამის მაგიერ, თუ ზედაპირი აქტიურად გამოყენებადი არ იქნება, შეგიძლიათ სიმრუდე შპატელის გამოყენებით შენიღბოთ. რომელ მასალებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა?

  • ფლიზერის შპალერი – მყარი ტექსტურის წყალობით, ის შეგიძლიათ მოხაროთ-გაჭიმოთ-დაარედაქტიროთ, ამის წყალობით კი კედლის სიმრუდე შენიღბოთ. უმჯობესია უპირატესობა არა ერთგვაროვან შპალერს, არამედ ქაოტურ ორნამეტს მიანიჭოთ – მსგავსი სტილის შპალერი შენიღბვის პროცესშიც წაგეშველებათ. სამწუხაროდ შედეგი იდეალური ვერ იქნება, უსწორმასწორო ზედაპირზე დაწებებისას, შპალერის კიდეები კარგად ვერ დაჯდება და დროთა განმავლობაში ნაპრალები გაჩნდება, თუმცა შეუიარაღებული თვალით ხარვეზებიც დანახვას ვერ შეძლებთ, ასე რომ ამ მეთოდის გამოყენება ზოგ შემთხვევაში მაინც შესაძლებელია.
  • ფასადის თაბაშირი – თაბაშირის მრავალფეროვანი სახესხვაობანი არსებობს: პრიალა, ბარხატისებრივი, აბრეშუმის მსგავსს იდეალურად სწორი კედელი ესაჭიროება. აი რაც შეეხება ფასადის თაბაშირს, ის ნაკლებ მომთხოვნია. მას უფრო მსხვილი მარცვალი და სტრუქტურა აქვს, რისი წყალობითაც უსწორმასწორო ზედაპირის გასწორება შეუძლია. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ის ვიზუალურად ძალიან უბრალოა, თუმცა სწორად დაგეგმილი ინტერიერის შემთხვევაში, რატომაც არა.
  • დეკორატიული მსხვიმარცლოვანი თაბაშირი – კარგად შენიღბავს სიმრუდეს, ხოლო ექსპლუატაციის დროს თუ ნაპრალები და ჩამონატეხები გაჩნდება, ეს ორიგინალური იდეის გაგრძელებსავით გამოიყურებოდეს იქნება.
  • ბეტონის იმიტაცია – თუ თქვენი ბინა ინდუსტრიულ ან ლოფტის სტილშია გაფორმებული, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ბეტონის იმიტაცია გამოიყენოთ. ერთადერთი, რაც მისი კომფორტული ექსპლუატაციისათვის დაგჭირდებათ არის ის, რომ ზედაპირი ლაქით დაფაროთ, ასე მასთან შეხებისას უფრო სასიამოვნო ტაქტილური შეგრძენებები გექნებათ.

რჩევა 2: უსწორმასწორო ჭერისთვის გასაჭიმი კონსტრუქცია გამოიყენეთ

ჭერზე ნაკლის შემთხვევაში უფრო იოლია – უსწორმასწორო ზედაპირის შენიღბვა დასაკიდი ან გასაჭიმი ჭერით მარტივად ხდება. ასევე შეგიძლიათ დეკორატიული ფანერი გამოიყენოთ, თუმცა ის მხოლოდ მაღალჭერიანი სახლების შემთხვევაში გამოგადგებათ.

ხშირად უსწორმასწორო მონაკვეთები კედლისა და ჭერის შეერთების ადგილას ჩნდება. სანამ ისინი თეთრი ფერისაა, ამ ნიუანსს ვერავინ ამჩნევს, თუმცა როგორც კი შპალერის გაკვრას დაიწყებთ, ის მაშინვე თვალში მოგხვდებათ. მისი შენიღბა დეკორატიული ელემენტების გამოყენებით შეგიძლიათ, მაგალითად მოლდინგისა და პოლიურეთანის კარნიზების საშუალებით. ის გადასვლას უფრო ჰარმონიულს გახდის, ამასთანავე უსწორმასწორობასაც დაფარავს. თუ დამატებით კარნიზს ჭერის ფერში შეღებავთ, ასე არა მხოლოდ ნაკლის დამალვას შეძლებთ, არამედ ვიზუალურადაც ლამაზი იქნება (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტია პატარა ბინების შემთხვევაში)

ყურადღება მიაქციეთ: მეტად მნიშვნელოვანია კარნიზის ზომის სწორად შერჩევა. თუ ჭერის სიმაღლე 2,7-დან 3მეტრამდეა, კარნიზის სისქე 15სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს. ძალიან მცირე ზომაც არ ივარგებს: 4-5სმ ნაკლის დაფარვას ვერ შეძლებს.

რჩევა 3: ოთახის სიგრძე ყვავილებისა და ავეჯის გამოყენებით ჩაასწორეთ

ვიწრო ოთახები არც ისე იშვიათობაა. იმისათვის, რომ თავი საკუჭნაოში არ იგრძნოთ, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მეთოდი გამოიყენეთ. ყველაზე მარტივი – კედლები, იატაკი და ჭერი თეთრად შეღებოთ. ასე თქვენ მათ შორის ყველა საზღვარს წაშლით, რითაც ოთახს სიმსუბუქეს, ჰაეროვნებასა და უსაზღვრობას შესძენთ.

შემდეგი ვარიანტი – იატაკის მოსაპირკეთებლად გამოიყენეთ ნებისმიერი სახის მასალა, რომელსაც ზოლებიანი ვიზუალი აქვს. ეს შეიძლება იყოს ლამინატი, ლინოლეუმი და ა.შ. ოთახი ვიზუალურად გადიდდება იმ მიმართულებით, საითკენაც ზედაპირის ზოლები იქნება მიმართული.

ვიზუალური გადაწყვეტის საუკეთესო მეგობარი განათებაა. სანათები, რომლებიც ჭერის შუიდან კედლებისკენაა მიმართული, სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ასევე თქვენ შეგიძლიათ ვიწრო ოთახის ინტერიერში რაიმე მკვეთრი დეტალი გამოიყენოთ, რომელიც ყურადღებას მიიპყრობს, მაგალითად ნახატი, მიმზიდველი პრინტის მქონე შპალერი. რაც შეეხება დანარჩენ კედლებს, ისინი უმჯობესია ნეიტრალურ და ნათელ ფერებში იყოს  გადაწყვეტილი. კიდევ ერთი ვარიანტია ის, რომ გრძელი კედელი უფრო მუქ ფრად შეღებოთ, ხოლო მოკლე კი ღია ტონებში. ეს დაგეხმარებათ ვიზუალურად სივრცის გეომეტრიის ბალანსირებაში.

რჩევა 4: დაუმატეთ სინათლე და სითბო

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ არის ის, რომ შესაძლოა სახლის ლოკაცია მას ძალიან აბნელებდეს და ამიტომაც ბინაში სინათლისა და სითბოს შემოტანა გახდეს საჭირო.

  • ნათურების სწორი ტემპერატურა შეარჩიეთ. ცივი “დღის” შუქი კარგი ვარიანტი არაა, უმჯობესია უპირატესობა შედარებით თბილ სინათლეს მიანიჭოთ.
  • კედლებისთვის, ტექსტილისა და დიდი ზომის ავეჯისთვის უფრო ხასხასა ფერები ამოარჩიეთ. კარგი ვარიანტია ყვითელი, სტაფილოსფერი და მდოგვისფერი.
  • თუ კედლების თეთრ ფერში შეღებვას გეგმავთ, აუცილებლად თბილი ტონები აარჩიეთ. მაგალითად, ცნობილ სკანდინავიურ ინტერიერში “სტოლკჰოლმის თეთრი” გამოიყენება, რომელიც ნაკლებ განათებულ სახლებს სიმყუდროვეს შეჰმატებს.

რჩევა 5: ფანჯრები ფარდის გამოყენებით ვიზუალურად გაადიდეთ

ფანჯრების ზომის კორექტირებისათვის, რემონტის თავიდან დაგეგმვა საჭირო სავსებით არაა. შეგიძლიათ ვიზუალური მეთოდები გამოიყენოთ, მაგალითად ფარდები შეარჩიოთ. თუ ბინაში წვრილი ფანჯარაა, კარნიზი ისე დაამგრეთ, რომ ის ფანჯრის გახსნის კიდეებს დაახლოებით 15-20სმ-თი გადასცდეს. რაც შეეხება თავად ფარდებს, უმჯობესია გადაჯაჭვული ეგზემპლარები და პლისე გამოიყენოთ. მოცულობითი ფარდები ფანჯრებს ვიზუალურად გაადიდებენ, ის გვერდებში იმაზე დიდი ზომის გამოჩნდება, ვიდრე რეალურადაა.

იმისათვის, რომ ფანჯარა უფრო მაღალი გამოჩნდეს, კარნიზი ჭერის სიახლოვეს დაამაგრეთ და გრძელი ვერტიკალური ორნამენტის მქონე ფარდა გამოიყენეთ, მაგალითად ზოლებიანი – ის ფანჯრის ღარის ნაკლოვანებებს გადაფარავს. თუ გსურთ ფარდის გვერდითა სამაგრები გამოიყენოთ, ისინი ჩვეულებრივზე მაღლა დაამონტაჟეთ, თუმცა უმჯობესია მათზე საერთოდ უარი თქვათ. ასევე შეგიძლიათ იატაკზე რამოდენიმე ფენა ნაკეცები მიმართოთ – ამ მეთოდით თქვენ დიდი ფანჯრების ილუზიას შექმნით და ოთახს მდიდრულობას შესძენთ.