5 საშუალება ძველი ავეჯის გასაახლებლად: ნუ გადაყრით, გამოიყენეთ

ნებისმიერი ავეჯი ჩვენთვის შესაძლოა ოჯახის წევრივით ძვირფასი გახდეს. ხმამაღალ ნათქვამად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ აბა დაფიქრდით, რაოდენ რთულია საყვარელი დივნის გადაგდება მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვიზუალი მხარე აღარ უვარგა. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ ბიუჯეტური ხერხების შესახებ, რომლებიც ავეჯისათვის მეორე სიცოცხლის მინიჭების საშუალებას მოგცემთ.

1. გადასაკრავი

მათ ვინც ფიქრობს, რომ ეს რჩევა მხოლოდ ღარიბთა ფსიქოლოგიაზე მიუთითებს, საჭიროა დროული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. საქმე იმაშია, რომ ავეჯის თანამედროვე მწარმოებლებს არ აქვთ ის გათვლა, რომ მათმა პროდუქციამ ათწლეულებს გაუძლოს, რადგანაც ამ შემთხვევაში კმაყოფილი კლიენტი მაღაზიაში დიდხანს აღარ დაბრუნებდა, ეს კი ლოგიკურია, მწარმოებელთა შემოსავალებს შეამცირებს. მაშასადამე ხელსაყრელია ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც მხოლოდ ვარგისიანობის ვადის გასვლის ბოლომდე ივარგებს. შემდეგ კი, როგორც ამბობენ ხოლმე, მომხმარებელი კვლავ ეწვიოს მათ ობიექტს.

ხელოსნები, რომლებიც ავეჯს ამზადებენ, აღიარებენ, რომ 20წლის წინ ბევრად ხარისხიან პროდუქციას აწარმოებდნენ. დაახლოებით იგივე გვითხრა ხელოსანმაც, რომელიც 50წლის მანძილზე მომუშავე სარეცხი მანქანის შეკეთებით იყო დაკავებული: “თქვენი სარეცხი მანქანა კიდევ მინიმუმ 5წელიწადს იმუშავებს! აი ახლები კი ერთი-ორი წელი და მერე უკვე სანაგვეზეა მოსასროლი!” იმსგავსი სიტუაციაა რბილი ავეჯის შემთხვევაშიც. ახლა კი დროა ახლის ყიდვის მაგიერ რატომაა უმჯობესი ძველი დივნისთვის გადასაკრავის გამოცვლა: პირველ რიგში ეს 3-5-ჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ, პლიუს ამას შემკვეთს შეუძლია სასურველი მასალა თუ დიზაინი მრავალფეროვანი სახესხვაობებიდან ამოარჩიოს (მაგალითად, შეგიძლიათ ტყავის შემცვლელი გამოიყენოთ: ის მტვერს არ აგროვებს და სველი ხელსახოცით მარტივად იწმინდება).

2. საწმენდი ქაფი

საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიებში საწმენდი ქაფის მრავალფეროვანი არჩევანია. მექანიზმი მარტივია: დაანჯღრიეთ ბალონი, ქაფის მცირე რაოდენობა ღრუბელზე დაასხით, შემდეგ კი ღრუბლის საშუალებით ტექსტილის ზედაპირს სქელ ფენად წაუსვით. ქაფი რამოდენიმე წუთში შეიწოვება, შემდეგ კი ჭუჭყის ამოღებას დაიწყებს. მას მერე, რაც 0,5-2საათის შემდეგ პროცესი დასრულდება, საჭიროა ზედაპირის მტვერსასრუტით ზედმიწევნით გაწმენდა: ტექსტილის გადასაკრავზე დარჩენილ ჭუჭყს მტვერსასრუტი საბოლოოდ მოაცილებს.

3. შემოსაკრავი

დღევანდელობაში ინტერნეტ მაღაზიებში რეზინიანი შემოსაკრავთა სიმპატიური მოდელების დიდი არჩევანია, რომელთა ზომებისა და კონფიგურაციის დივნისა და სავარძლის ზომებზე მორგება საჭირო არაა. თუ სავარძელი იატაკამდე არაა ჩავარდნილი, ამ შემთხვევაში შემოსაკრავი იდეალური გადასაწყვეტია. რაც შეეხება ფასს, ის 15$-დან იწყება.

4. საკალასე საღებავი

საკალასე საღებავის გადასმა ძველი ავეჯის განახლების კარგი მეთოდია. მოაშორეთ ძველი საღებავი თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით, ზედაპირი გაშკურკეთ, მტვერი სველი ხელსახოცის გამოყენებით მოაცილეთ, დაელოდეთ რომ გაშრეს, წაუსვით საკალასე საღებავის რამოდენიმე ფენა და გადაუსვით ლაქი. ამგვარად თქვენი ძველი ავეჯი გამოიყურებოდეს იქნება არა როგორც ქარხნის და დაძველებული, არამედ დიზაინერული და ახალი.

5. ფენი და ხელსახოც-ყალიბები

ავეჯს საღებავის ძველი ფენა ააცალეთ თმის საშრობის გამოყენებით. ამისათვის გახურებული ჰაერი საღებავის ფენას მიუშვირეთ, რის შემდეგაც ის ბუშტუკებს გაიჩენს და შპატელის გამოყენებით მოაცილეთ. შემდგომ ზედაპირი საჭიროა საღებავის სპრეით დაფაროთ, ხოლო მაქმანიანი ხელსახოცები კი ტრაფარეტად გამოიყენეთ. შედეგაც ავეჯი ულტრამოდურად და უნიკალურად გამოიყურებოდეს იქნება. გარდასახვას ყველა შეამჩევს, ავეჯი კი საცხოვრისის სიამაყედ გადაიქცევა.