8 ფუნქციური ნივთი, რომლებიც კომფორტულ სააბაზანოს გპირდებათ

სააბაზანო ოთახი დასვენებისა და რელაქსაციის ადგილია. იმისათვის, რომ თქვენი დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ, ინტერიერს მცირეოდენი შტრიხები შეჰმატეთ, რაც სივრცეს უფრო ფუნქციურს გახდის. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ იმ ნივთების სიას, რომელიც სააბაზანოში კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

1. ჩამოსაკიდი ორგანაიზერი

მოსახერხებელი ადგილია გელების, ღრუბლების, შამპუნებისა და სხვა საშუალებების აბაზანასთან ახლოს შესანახად. შეგიძლიათ კედელზე კაუჭის გამოყენებით ჩამოკიდოთ ან როგორც ცალკეული ნივთი ისე მოათავსოთ. შეარჩიეთ პროდუქტის ის ზომა, რომელიც სააბაზანოს გაბარიტებისა და თავის მოვლის საშუალებების არსებული რაოდენობის შესანახად საკმარისი იქნება.

2. მრავალფუნქციური სარკე

თუ სააბაზანო მცირე ზომისაა, ყველა სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივი სარკის ნაცვლად შეარჩიეთ ვარიანტი ჩამალული ან გვერდითა თაროებით. მსგავსი ტიპის სარკე მოდურად და მინიმალისტურად გამოიყურებოდეს იქნება. თაროებზე კი არაერთი სასარგებლო ნივთის განთავსება შეგიძლიათ ისე, რომ უცხო თვალს დაუმალოთ.

3. კედლის საკიდარი

სააბაზანოში რაც უფრო მეტი საკიდარია, მით უკეთესია. ასე არ მოგიწევთ ტანსაცმელი თუ პირსახოცი იატაკზე დაყაროთ ან კიდევ ერთადერთ ლურსმანზე ჩამოკიდოთ. მოხერხებული ვარიანტი – დასაკეცი საკიდარი. საჭიროებისამებრ შეგიძლიათ საკიდარი გაშალოთ და ნივთები ჩამოკიდოთ. სხვაგვარი გადაწყვეტილება – კაუჭებიანი თარო ჩამოკიდეთ.

4. დაწნული კალათები

კალათა არაჩვეულებრივი დეკორატიული და ფუნქციონალური დამატებაა. მათში მოსახერხებელია პირსახოცების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მაგალითად ფენის ან თმის გასასწორებლისა და კოსმეტიკური საშუალებების შენახვა. ასევე შეგიძლიათ თავსახურიანი კალათები გამოიყენოთ, რათა მათში ბინძური ტანსაცმელი მოათავსოთ. დაწნული სტრუქტურის წყალობით, კალათებში ჰაერი ცირკულირებს და ასე რომ ტანსაცმელი არ გაფუჭდება.

5. ლანგარი

მასზე შეგიძლიათ ის ნივთები განათავსოთ, რომლებსაც მუდმივად იყენებთ: ქილები, ყოველგვარი წვრილმანები. ასევე პოდნოსი შეგიძლიათ პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოთ – მოიმზადეთ აბაზანა ქაფით და მოიმარაგეთ გემრიელობები.

6. თარო აბაზანისათვის

პოდნოსის ალტერნატიული ვარიანტია, რომელიც ასევე დაგეხმარებათ იდეალური რელაქსის მოწყობაში. თაროზე მოათავსეთ სანთელი, ფინჯანი ღვინო და საყვარელი წიგნი. ფრთხილად: არსებობს რისკი, რომ აბაზანაში უფრო მეტ დროს გაატარებთ.

7. სანათი სარკესთან ახლოს

სარკის სიახლოვეს კარგი განათება უზრუნველყავით. მაგალითად, სანათი სარკის გვერდით განათავსეთ ან მის ზემოთ ჩამოკიდეთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ მაკიაჟი ხარისხიანად წაისვათ და არ შეგეშინდეთ, რომ სადმე ზედმეტს წაისვამთ.

8. სახლის არომატიზატორი

მოიწყეთ სახლში სპას სეანსი არომათერაპიით. გამოიყენეთ სურნელოვანი სპრეი ან ჩხირები. ალტერნატიული ვარიანტი – არომატული ნათურა და ზეთები. სასიამოვნო სურნელების შესუნთქვა იმუნიტეტსა და ხასიათს გაგიუმჯობესებთ.