სამზარეულოს ხელნაკეთი თაროები: დამატებითი ადგილი სივრცის შეუმცირებლად

სამზარეულო რაც არ უნდა ფართო იყოს, რამდენიმე ტევადი თაროს დამატება არასოდეს აწყენს. სავსებით შესაძლებელია მათი საკუთარი ხელით გაკეთება, მხოლოდ მრავალი მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინება მოგიწევთ: სწორი სტილი, ფორმა, ზომა, წარმოების მასალა და შესაფერისი მტკიცე გამაგრება. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სასარგებლო რჩევების ნაკრებს, რომლებიც ყველაფრის სწორად, იაფად და საიმედოდ განხორციელებაში დაგეხმარებიან.

1. ავეჯის სტილი

ავეჯის სტილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა, რომელზეც მთელი მისი გარეგნული იერსახეა დამოკიდებული. მაგალითად, მინიმალისტური ან მაღალტექნოლოგიური სტილის სამზარეულოსთვის იდეალურია მკაცრი კლასიკური შეფერილობის თაროები, სწორი ფორმებითა და დამატებითი განათებით. სკანდინავიური ინტერიერს საუკეთესოდ ერწყმის უხეში ფიცრებისგან, მერქანბურბეშელის ფილისგან, ლამაზი ფაქტურის მქონე ხისგან, არასაჭირო ყუთებისაგან და პალეტებისაგან დამზადებული თხელი ან, პირიქით, მასიური თაროები.

 

თანამედროვე სამზარეულოსათვის სიმყუდროვის უზრუნველყოფის სურვილიდან გამომდინარე მის გასაფორმებლად შეგიძლიათ აირჩიოთ ღვინის ბოთლებით ან ცხაურების ფორმის მქონე თაორებით დატვირთული საკიდები. მოდერნისტული სტილისათვის ზედგამოჭრილი იქნება მეტალის ფუძისა და მინის ზედაპირების გამაერთიანებელი თაროები. კლასიკური სამზარეულო, პროვანს და ქანთრი სტილი ხელოვნურად დაძველებული თაროებით, ჩუქურთმებით ან სასოფლო დეტალებით ფორმდება.

სასარგებლო რჩევა: საუკეთესო გამოსავალი სივრცის დასაზოგად კუთხის თაროების შექმნაა. ისინი ბევრად ტევადია და მინიმალურ ადგილს იკავებს.

2. თაროს დანიშნულება და ადგილმდებარეობა

სანამ თაროს დამზადებას შეუდგებით, მისი დიზაინის მოფიქრების შემდეგაც კი აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა მიზნით გამოიყენებთ მას. თაროს ზომები შიგთავსს უნდა ემთხვეოდეს. დეკორატიული ნივთების, სანელებლების ან ბოთლების დადგმა ძალზედ პატარა, ვიწრო თაროებზეც შეიძლება. მათი განთავსება სამზარეულოს თითქმის ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი, მაგალითად, მაგიდის, წინსაფრის ზემოთ, ზედა კარადების ქვეშ, ბარის ზემოთ ან მაცივრის სიახლოვეს.

სამზარეულოს ნაკრებისათვის დამატებითი ადგილის უზრუნველსაყოფად საშუალო ზომის თაროები დაგჭირდებათ. ზედა კარადების ნაცვლად ღია თაროები გამოყენების შემთხვევაში მაშინ მათი მასიურად და ტევადაც გადაკეთება შეგიძლიათ. სიგრძე საშუალოდან მაქსიმუმადე შეიძლება მერყეობდეს: კედლიდან კედლამდე.

3. ფერი და შიგთავსი

დეკორატიული თაროები ლამაზი ჭურჭლით, სანთლებით, ფიგურებით, პატარა საყვავილეებითა და სხვა მიმზიდველი წვრილმანებით სავსე, იმავე სტილში გადაწყვეტილ კომპლექსად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. სასადილო ზონის თაროები შეგიძლიათ ღვინის ბოთლებით, ყავითა და სუფრის ულამაზესი ატრიბუტიკით შეავსოთ. პატარა თაროების ჩამოკიდება შესაძლებელია მშვენიერი ყალბი ნივთების იერსახის მქონე მზა შეძენილ სამაგრებზე. დიდები კი შეგიძლიათ ქამრებით, უხეში კრონშტეინებითა და დამატებითი დეკორაციებით გააფორმოთ. მშვენივრად გამოიყურება თაროები, რომლის ძირითადი ფერიც სამაგრისასთან კონტრასტშია.

4. მნიშვნელოვანი ნიუანსები

უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თავად თაროების, არამედ მათი სამაგრების მასალასაც კი. შესაძლებელია მისი დამალვა, ან პირიქით, გამოჩენა, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი შერწყმა კედლების, თაროების და სამზარეულოს დიზაინის შემადგენელი სხვა ელემენტების გაფორმებასთან. თაროების დასამზადებლად შეგიძლიათ აირჩიოთ უმარტივესი და გამოსაყენებლად მოსახერხებელი ფორმა: მართკუთხა, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. ამასთან, მრავალი სხვა ვარიანტიც არსებობს: მომრგვალო, დახურული ზედა და გვერდითი კედლებით, კუთხოვანი, ასიმეტრიული, ბოთლებისათვის განკუთვნილი ჩაღრმავებით.

5. მერქანბურბეშელის ფილისაგან ან ხისაგან დამზადებული თაროები

ხისა ან მერქანბურბეშელის ფილისაგან თაროების დამზადებისას უმჯობესია მართკუთხა ან სამკუთხა ფორმის შენარჩუნება, თუ თაროების კუთხეში განთავსება გსურთ. მტკიცე სამაგრისათვის საიმედო ნაკეთობებიც გამოდგება, ხოლო საფარად გამძლეობით გამორჩეული სპეციალური ტიპის საღებავების გამოყენებაა აუცილებელი. თაროები შეგიძლიათ დააყენოთ იატაკზე, მაგიდაზე ან კედელზე დაამონტაჟოთ. თაროსათვის დამატებითი საიმედოობის უზრუნველსაყოფად უნდა დაგეგმოთ წინა ნაპირის განთავსება ისე, რომ თაროდან არაფერი ჩამოგივარდეთ.

კონსოლების ან კრონშტეინების სიმაღლე თაროებს შორის არსებულ ვერტიკალურ მანძილს არ უნდა აღემატებოდეს. ნახაზის მიხედვით თაროს შესაქმნელად ბეწვახერხი გამოიყენება. მასალის გრძელვადიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად ზედაპირების ბოლოების ზედაპირების ზუმფარით გაპრიალებაა აუცილებელი. მერქანბურბეშელის ფილისაგან დამზადებული თაროების შემთხვევაში ხილული ბოლოების შპონითა და კანტებით დამაგრება მოგიწევთ, რომელთა შეძენაც ავეჯის მაღაზიებშია შესაძლებელი. თაროს დასამაგრებლად უმჯობესია ბურღსატეხი და სახრახნისი გამოიყენოთ.

6. თაბაშირ-მუყაოს თაროები

სამზარეულოს თაროებით გაფორმების საკმაოდ გავრცელებული ვარიანტია თაბაშირ-მუყაო. იგი სტრუქტურის ტიპისა და ფორმის მიხედვით საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს უზრუნველყოფს. ამასთან, მნიშვნელოვანი ნიუანსებიც არსებობს. თაბაშირ-მუყაოს თაროს საფუძვლიანად გამაგრებს ხელს შიგნით განლაგებული პროფილები უწყობს, შემდეგ კი მასზე მძიმე ნივთების დადებაც შეიძლება. პატარა დეკორატიული თაროების დაყენება ლითონის ჩამოკიდულ პროფილზეა შესაძლებელი. ჩარჩოზე თაბაშირ-მუყაოს დაყენების შემდეგ აუცილებელია ყველა კუთხის ელემენტის დამატებით დაფიქსირება და პერფორირებული კუთხის საშუალებით ბოლოებისათვის გამძლეობის გაზრდა. შემდეგ ყველა ზედაპირის რამდენიმე ფენად გაგოზვა მოგიწევთ. მასალის მთლიანად გაშრობის შემდეგ თაროები ზუმფარით უნდა გააპრიალოთ და გადაღებოთ.