როგორ უნდა ამოიღოთ სანიაღვრედან თმა, სუშის ჯოხით, ხელების გაუსვრელად

ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ აბაზანის გასუფთავება არც ისე სასიამოვნოა: უნიტაზის, სარკეების და, რაღა თქმა უნდა, აბანოების გასუფთავება. ყველაზე პრობლემატური საკითხი კი სანიაღვრეში გაჭედილი თმაა. ყოველთვის, მათი იქიდან ამოღების საჭიროების დადგომის შემდეგ გუნება-განწყობილება უარესდება. ჩვენ კი ხელების დაბინძურების გარეშე თმის ამოღების გზას მივაკვლიეთ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ დიასახლისს ჰქონია შემთხვევა, როდესაც სააბაზანოდან წყალი სწრაფად არ გაედინებოდა, ამის მიზეზი კი თმა იყო. სწორედ ისინი ქმნიან ნამდვილ საცობს ტრაპში. შემდეგ კი თანდათანობით ეს საცობი შავლაქოვან მასად გადაიქცევა ხოლმე.

შესაძლოა ეს პროცესი სულაც არ გსიამოვნებდეთ, თუმცა თმის მოცილება მაინც გჭირდებათ. საზრიანმა დიასახლისებმა მშვენიერი რაღაც მოიფიქრეს, რაც ტრაპში გაჭედილ თმას ეფექტურად უმკლავდება, ისე რომ ხელები არ დაუბინძურდეთ. უბრალოდ რამდენიმე წინასწარი მანიპულაციის გატარებაა საჭირო.

აუცილებელია ბამბუკის სუშის ჯოხი და საკანცელარიო დანა. დანის გამოყენებით ჯოხის ძირში წრეზე რამდენიმე ნაჭდევი გააკეთეთ და გვერდულად გაღუნეთ. ესეც ასე.

ახლა მხოლოდღა ჯოხის სანიაღვრეში ჩაშვება და ცოტათი დატრიალებაღაა საჭირო. უკან გამოწიეთ და ჯოხს თმის მთელი კონა ამოჰყვება. სანიაღვრე გაწმენდილია! თუკი საქმე ძალზედ ცუდადაა, ჯოხს მეორე მხარეზეც გაუკეთეთ ნაჭდევები და გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა.