როგორ გავუმკლავდეთ უსიამოვნო სუნს სახლში

რამდენად ხშირად და კარგადაც არ უნდა ალაგებდეთ სახლს, მის რომელიმე კუთხეში უსიამოვნო სუნი აუცილებლად იჩენს ხოლმე თავს. იგი შეიძლება გაჩნდეს სამზარეულოში – მაცივარში ან მიკროტალღურ ღუმელში, სასტუმრო ოთახში – ხალიჩასა და დივანზე. საბედნიეროდ, არსებობს არაერთი მეთოდი ვერაგი მტრის დასამარცხებლად.

© Depositphotos

1. ლეიბები

ლეიბს სისუფთავის სუნი რომ მიეცეს, საკმარისია, მას სოდა მოაყაროთ. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, დაამუშავეთ იგი მტვერსასრუტით, გამოიყენეთ განიერი თავაკი. ხოლო, თუ რამე სპეციფიკური სურნელის დამატება გრუსთ, დააწვეთეთ სოდას საყვარელი ეთერზეთი.

© Depositphotos

2. სარეცხის მანქანა

სარეცხ მანქანაში უსიამოვნო სუნის მიზეზი, შესაძლოა, კარის რეზინის შემავსებელზე წარმოქმნილი ობის ბრალი იყოს. მისი მოშორება ძალიან მარტივია: შეურიეთ თბილი მათეთრებელი თბილ წყალს (1:4), მიღებულ ხსნარში ამოავლეთ პირსახოცი და კარგად გაწმინდეთ რეზინი. შემდეგ კი უბრალოდ ჩართეთ ყველაზე მაღალი ტემპერატურული რეჟიმი.

© Depositphotos

3. ხალიჩა

თუ ხალიჩაზე უსიამოვნო სუნი გაჩნდა, ვთქვათ, როცა შინაურმა ცხოველმა მასზე მოისაქმა, არსებობს სწრაფი მეთოდი, რომელიც მის მოშორებაში დაგეხმარებათ. უნდა შეურიოთ 150 მლ წყალბადის ზეჟანდი, 1 ს.კ. ძმარი და 1 ს.კ სოდა. მიღებული ხსნარი წაუსვით ლაქას და დაელოდეთ 30 წუთი. დაბინძურებულ ადგილას ფხვნილის მსგავსი მასა წარმოიქმნება, რომელსაც მტვერსასრუტით მარტივად აალაგებთ, უსიამოვნო სუნი კი გაქრება.

© Depositphotos

4. უნიტაზის საწმენდი ჯაგრისი

ლოგიკურია, რომ გამოყენების შემდეგ უნიტაზის საწმენდი ჯაგრისი, შესაძლოა, უსიამოვნო სუნის მატარებელი გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, თხევადი საპონი ან სხვა სარეცხი საშუალება ჩაასხით ჯაგრისის ჩასადებ კოლოფში. ეს დაგეხმარებათ როგორც ბაქტერიებთან გამკლავებაში, ისე უსიამოვნო სუნის მოშორებაშიც.

© Depositphotos

5. აქტივირებული ნახშირი

© Depositphotos

აქტივირებული ნახშირი უსიამოვნო სუნთან ბრძოლის არაჩვეულებრივი მეთოდია. საკმარისია ის ბინტში გაახვიოთ და უსიამოვნო სუნის წყაროსთან მოათავსოთ. მაგალითად, ნაგვის ურნასთან ან კატის ტუალეტთან.

6. ტუალეტის ქაღალდი

სახლში სისუფთავის სურნელის შესანარჩუნებლად გამოსადეგი კიდევ ერთი მეთოდია ტუალეტის ქაღალდის არომატიზირება. იქამდე, სანამ მას ტუალეტში განათავსეთ, რულონის შიგნით რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი აპკურეთ. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საპირფარეშოში გაცილებით უკეთესი სურნელი იყოს.

© Depositphotos

7. მაცივარი

მაცივარში უამრავი სხვადასხვა სახის სურნელი იკრებს თავს, ხშირ შემთხვევაში უსიამოვნო. საბედნიეროდ მათთან განსაკუთრებული ბრძოლა საჭირო არაა. საკმარისია მაცივარში სოდის ღია ყუთი მოათავსოთ და მთელ საქმეს ის თავად იზამს. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ რომ არ დაგავიწყდეთ მისი ყოველწლიურად გამოცვლა.

© Depositphotos

8. მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღურ ღუმელს მაცივრის მსგავსი პრობლემა აქვს, თუმცა გამოსავალი განსხვავებულია. ჩაასხით ჯამში 1/2ჭიქა წყალი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და 5წუთით შედგით მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ კიდევ რამოდენიმე წუთით არ გახსნათ მიკროტალღური ღუმელის კარი. ერთადერთი რაც აწი უნდა ქნათ არის ის, რომ იგი ხელსახოცით გაწმინდოთ და ამის შემდეგ შეძლებთ უსიამოვნო სუნი დაივიწყოთ.

© Depositphotos

იმის მაგიერ, რომ ფული ხარჯოთ ჰაერის არანატურალური არომატიზატორზე, გამოიყენეთ ზემოთ ჩამოთვლილი მარტივი მეთოდები. როგორც ხედავთ, სახლიდან უსიამოვნო სუნის მოშორება საკმაოდ მარტივია.