ხელსაწყოები, რომლებიც ელექტრო ენერგიას ტყუილად ფლანგავს

ყოველდღიურად ელექტროენერგიაში რამდენს იხდით? ეს სტანდარტული საყოფაცხოვრებო პრობლემა არაერთხელ გამხდარა თვალებზე ცრემლის მიზეზი. გასაკვირისიც არაა, 21-ე საუკუნეში ჩვენს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა დღითიდღე იზრდება. რთულია ისეთი ადამიანის ნახვა ვინც შეძლებდა სინათლის, მაცივრის, გაზქურის, ტელეფონისა და ტელევიზორის გარეშე ყოფნას. და თან ეს კიდევ მინიმუმია, კიდევ არსებობს მიკროტალღური ღუმელი, ელექტრო ჩაიდანი, ფლანშეტი, სმარტ-საათი და სხვა ტექნიკა, რომელიც თანამედროვე ადამიანს ესაჭიროება. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თუ რომელი ხელსაწყოები იპარავენ ყველაზე მეტ ელექტროენერგიას.

ელექტროენერგიის გადასახადი

ჩვენი რედაქცია ელექტროენერგიის მოხმარების საკითხით დაინტერესდა და გაერკვა თუ რომელი “ელექტროენერგიის ქურდებს” შეხვდებით თითქმის ყველა სახლში. სიაში თქვენ 7 ყველაზე მხარჯველ მოწყობილობას ნახავთ.

1. ტელევიზორი

საშუალოდ ერთ ოჯახზე 2-3 ტელევიზორი მოდის. უმეტესად მას პულტის გამოყენებით რთავენ, ამიტომაც ჩართვამდე ტელევიზორი ძილის რეჟიმში ყოფნას განაგრძობს და ელექტროენერგიას მოიხმარს. ჯამში ერთი “გამორთული” ტელევიზორი დღიურად 25ვტ-ს ანუ თვეში 700ვტ-ს საჭიროებს!

2. ციფრული ან სატელიტური ტელევიზორის გადამცემი

როგორც წესი, მსგავსი გადამცემები ტელევიზორთანაა შეერთებული და ისინი ქსელიდან ბოლომდე არ ითიშება. დღეში გადამცემი 150-200ვტ-ს, ხოლო თვეში კი 6კვტ-მდე ელ-ენერგიას ხარჯავს.

3.კომპიუტერი

ზუსტად იგივე სიტუაციაა პერსონალური კომპიუტერის შემთხვევაშიც. ის თითქოს გამორთულია, თუმცა ქსელში შეერთებული კომპიუტერი დღეში დაახლობით 100ვტ-ს მოიხმარს, რაც თვეში დაახლოებით 3კვტ გამოდის.

4. მაცივარი

ერთადერთი ტექნიკა, რომელიც ოჯახში ტელევიზორზე მნიშვნელოვანია. თუმცა მისგან განსხვავებით მაცივრის ქსელიდან გამორთვა არ შეიძლება, ამიტომაც ის ყოველდღიურად 750ვტ-ს ხარჯავს, რაც თვეში დაახლოებით 22-23კვტ გამოდის.

თუმცა ერთი საინტერესო ნიუანსიც გასათვალისწინებელია. სამზარეულოში რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო უჭირს მაცივარს მუშაობა და მაშასადამე მეტი ელექტროენერგიის დახარჯვა უწევს. ამიტომაც არაა რეკომენდირებული მაცივრის გაზქურის ან ღუმელის გვერდით დადგმა, თუ არ გსურთ რომ ზედმეტის გადახდა მოგიწიოთ.

5. ელექტრო ჩაიდანი

ნუ აადუღებთ ბოლომდე სავსე ჩაიდანს თუ მხოლოდ ერთი ფინჯანი ჩაის მომზადებას გეგმავთ. ასე თქვენ ეკონომიის გაკეთებას ნამდვილად შეძლებთ. მართალია წყალი ჯანმრთელობაა, თუმცა რამოდენიმეჯერ ანადუღარ წყალში სასარგებლო არაფერია.

6. სარეცხის მანქანა

ნახევრად ცარიელი სარეცხი მანქანის ჩართვა სასურველი არაა, რადგან ასე უფრო მეტჯერ მოგიწევს გარეცხვა და შესაბამისად გაიზრდება მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაც. არც ისაა სწორი, რომ მანქანის ბარაბანი ზედმეტად გადაავსოთ, რადგანაც ამ შემთხვევაში მას გასარეცხად მეტი ძალისხმევა დასჭირდება და ესეც ხარჯების გაზრდას განაპირობებს. მნიშნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა, სარეცხის მანქანა დატვირთეთ იმ დონეზე, როგორც ეს მწარმოებლის მიერაა რეკომენდირებული. და გახსოვდეთ, რომ ძილის მდგომარეობაში სარეცხი მანქაში დღეში 20-30ვტ-ს გპარავთ.

7. დამტენები

მათ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია ესაჭიროებათ, დღეში დაახლოებით 1-1,5ვტ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ფაქტიურად ყოველდღიურად მოვიხმართ, ჯამში დიდი დანახარჯი გამოდის.

იცოდით, რომ სწორედ ეს ტექნიკა ხარჯავს ყველაზე მეტ ელექტროენერგიას? გაგვიზიარეთ კომენტარებში. როგორც ხედავთ, ზემოთ არსებული ინფორმაციით აღჭურვილს, თქვენ შეგიძლიათ ელექტროენერგიის ხარჯები აკონტროლოთ და კომუნალურებში ზედმეტი თანხა არ იხადოთ. წარმატებები!