რატომ ჰყავთ საზღვარგარეთ ძროხები, როცა მათ არც წველიან და არც სახორცედ კლავენ?

ავსტრალიაში ფუნქციონირებს უამრავი ფერმა, სადაც აშენებენ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. მსოფლიო ბაზარზე ავსტრალიური ძროხის ხორცი საკმაოდ ძვირად ფასობს და საკმაოდ მოთხოვნადია. აქვე ერთ უცნაურობასაც წააწყდებით. ძროხები ყავს მოსახლეობასაც, მაგრამ არა კომერციული მიზნებისთვის.

ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ დიდ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე, ყავთ 2-3 ძროხა. ძროხებს ისინი არც წველიან, არც კლავენ, არც ამრავლებენ. აბა, რისთვის ყავთ?

აი, რატომ: თავიანთ ფართო ნაკვეთებზე ძროხები გაშვებული ყავთ ბალახის საჭმელად, ამის შემდეგ აღარ არის საჭირო 2 ჰექტარი მიწის მოცელა. მაღალი ბალახი ხომ ბევრ საფრთხეს შეიცავს.

ძროხები კი ბალახთან ბრძოლაში სიამოვნებით ეხმარებიან. პარალელურად, ზოგავენ დროსა და ფულს.