
დღესდღეობით ასფალტი ყველაზე გამოყენებადი საგზაო საფარია -მალევე იგება , თანაბრად წვება , კომფორტულია მძღოლებისთვის . თუმცა უკანასკნელი მხოლოდ იმ შემთხვევაში , ვიდრე ის ახალია და არ აღენიშნება დაზიანებები . ხშირად ახლად დაგებული ასფალტიც კი იბზარება . ეს ტენდენცია იმდენად გავრცელდა , რომ მეცნიერები შეეცადნენ გარკვეულიყვნენ ამ პრობლემაში .
ასფალტის “სიმყიფის” დასადგენად , ჯერ გავერკვეთ , თუ რას წარმოადგენს იგი . მეცნიერული თვალთახედვით , ის მთის ფისია-შავი ნივთიერება , რომელიც ლღვება ას გრადუსს ცელსიუსზე . ასფალტი შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი , ასევე ხელოვნური წარმოშობის , ბუნებრივს იყენებენ ლაქებში , ხელოვნურ ვარიანტს-გზის მშენებლობაში .
საგზაო ასფალტი ასფალტ-ბეტონს წარმოადგენს , რადგან მის შემადგენლობაში შედის ღორღი , სილა , მინერალური ფხვნილი და ბიტუმი . ეს “რეცეპტი” ათწლეულებია არ შეცვლილა , თუმცა თანამედროვე საფარი იშლება გაცილებით სწრაფად , ვიდრე გასული საუკუნის 60-იან წლებში .
მეცნიერებმა გაარკვიეს , რომ თანამედროვე ასფალტში ბევრი ზედმეტი მინარევია , მაგალითად , ფტალატები , ფოსფატები და სხვა ქიმიური ნაერთები , ასევე კომპონენტები , რომლებიც იცავს საფარს წყლის შეწოვისგან . აღმოჩნდა , რომ სწორედ ეს დამატებითი ნივთიერები ხდის ასფალტს უფრო მყიფეს .
დღეს მეცნიერები მწარმოებლებთან ერთად ცდილობენ საფარის შემადგენლობის ცვლილებას . თუმცა ინოვაციები ვერ გადაარჩენს ასფალტს უცილობელი განადგურებისგან , რადგან მისი დაშლის კიდევ ერთი მიზეზი გარემოა . ამიტომ ადრე თუ გვიან გზა მაინც სარეონტო გახდება, მაგრამ მეცნიერებს შეუძლიათ მაქსიმალურად გადაწიონ ეს დროს.