როგორ მოვიყვანოთ თეთრთავა კომბოსტო ბოსტანში

გემრიელი და სასარგებლო თეთრი კომბოსტო ჩვენს რაციონში ერთ-ერთი პირველი ინგრედიენტია. შეგიძლიათ ეს  გემრიელი და ხრაშუნა ბოსტნეული თქვენს ნაკვეთზეც მოიყვანოთ. ჩვენ კი გასწავლით, თუ როგორ გააკეთოთ ეს.

როგორ მოვიყვანოთ ჯანსაღი კომბოსტო?

პირველ რიგში, გაერკვიეთ რომელი ჯიშის კომბოსტო გინდათ. საადრეო ჯიშები მალე მწიფდება, მაგრამ დაბალმოსავლიანია.

ის მცირე მოცულობის იზრდება და მკვრივი არ არის. გამოიყენება ნედლი სახით. არ ინახება.

შუა სეზონის ჯიშებს იყენებენ მწნილებშიც და სალათებშიც.

ხოლო, გვიანი სეზონის ჯიშები ყველაზე მკვრივია, ბევრად უფრო მოსავლიანი და კარგადაც ინახება. ჯიშების მიხედვით განისაზღვრება დათესვის დროც.

საადრეო კომბოსტო მარტის დასაწყისში უნდა დაითესოს, შუა სეზონის – მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე, ხოლო საგვიანო – აპრილის განმავლობაში.

შეგიძლიათ განსაზღვროთ მოსავლიანობა ამ ფორმულით: 10 დღე დათესვიდან ჩითილების ამოსვლამდე, შემდეგი 50 დღე დაჭირდება ჩითილებს გრუნტში გადარგვამდე.

ნიადაგი კომბოსტოსთვის უნდა მომზადდეს ჯერ კიდევ შემოდგომაზე.  უნდა შეურიოთ ტორფი და ნეშომპალა 1:1, დაუმატეთ ხის ნაცარი შეფარდებით 1:10 და შეიყვანეთ ნიადაგში. ასეთ მიწაში კომბოსტოს დაავადებების რისკი მინიმუმამდე მცირდება.

იმისათვის, რომ კომბოსტოს ჩითილები იყოს ძლიერი, გამოხშირეთ მათ შორის მანძილი თავიდან 2×2 სმ , ორ კვირაში  3×3, ხოლო კიდევ ორ კვირაში გადაიტანეთ ცალკე კონტეინერებში.

ღია გრუნტზე დათესვა

დასაწყისისთვის მოამზადეთ დასათესი ორმოები. თითოეულ ორმოში ჩაასხით წინასწარ მომზადებული ნარევი: კვეცხის ნაჭუჭი (1 ს/კ), ნაცარი (1ს/კ), სუპერფოსფატი (1 ჩ/კ) და მდოგვი (1 ჩ/კ)

შეაზავეთ ყველა კომპონენტი კალიუმის პერმანგანატის თბილი ხსნარით. ეს დაიცავს ნერგების ფესვებს მავნებლებისგანაც. ჩარგეთ ჩითილები ორმოებში და მოაყარეთ ნაკელიანი მიწა.

3-4 დღის განმავლობაში მორწყეთ ყოველ დღე, შემდეგ უკვე საჭიროები მიხედვით. 2 კვირაში მიეცით სასუქი აზოტის შემცველობით (1 ს/კ 10 ლიტრ წყალზე, 300 მლ თითო ნერგზე).

როდესაც კომბოსტო თავებს გაიკეთებს, ყველა 2 კვირაში კვებეთ კალიუმის შემცველი სასუქით (10 გ. 1 კვადრატულ მერტზე) პარაზიტებისგან დასაცავად შეწამლეთ კარბოფოსფატით (60 გ. 10 ლიტრ წყალზე).