როგორ გავაშენოთ ბოსტანი ძალიან პატარა ნაკვეთზე

ბოსტანი-ყველა მოაგარაკეს სიამაყეა . თუკი ადრე ის უბრალოდ სათესი კვლებისგან შედგებოდა , სადაც ქაოსურად ეთესა უამრავი სხვადასხვა სახის ბოსტნეული და მწვანილი , დღეს უკვე ის ფუნქციონალურ და პროდუქტიულ ადგილს წარმოადგენს . დღეს თავისუფლად შეგიძლოათ ბოსტანი გააშენოთ იქ , სადაც ამისთვის არასაკმარისი ადგილია , სხვადასხვა ხელსაწოს გამოყენებით და არამხოლოდ .

1. ბოსტნეული , როგორც დეკორი

ზოგიერთი ბოსტნეულის ჯიში, მაგალითად, წითელი მხალი, ჭარხლის ერთ-ერთი ქვესახეობა, ვიზუალურად ძალიან მომხიბვლელია, უმჯობესია ის არ მოვაშენოთ ჩვეულებრივი გზით, მარტივად შეგვიძლია მისი გარდაქმნა კაშკაშა აქცენტად.

ორიგინალური კომპოზიციის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მოცულობის ფიგურული ქოთნები ან კონტეინერები , მთავარია , მათ ჰქონდეთ კარგი სადრენაჟე სისტემა . მსგავსი მეთოდი მოსახერხებელი კიდევ იმით , რომ მცენარე შეგიძლიათ გადაიტანოთ მზიანი ადგილიდნ ჩრდილში და პირიქით .

2. სათესი კვლების მაღლა ატანა

კვლების მაღლა ატანა მშვენიერი გადაწყვეტილებაა , მას ბევრი დადებითი მხარე აქვს . ესენი:დრენაჟის გაუმჯობესება , უფრო მარტივად მორწყვის შესაძლებლობა და მავნებლებთან ბრძოლა . მაღალ კვლებში ნიადაგი უფრო სწრაფად ხურდება , რაც მოსავლის ზრდაზე დადებითად აისახება . მსგავსი მეთოდი განსაკუთრებით მოსახერხებელია , როცა ბოსტანში ბევრი მავნე მცენარეა .

3.ყუთებში დარგვა 

ამ მეთოდის გამოყენება უმჯობესია მაშინ ,როცა სწრაფად მზარდი ბოსტნეულის გადარგვა გვსურს . მაგალითად , სალათის რამდენიმე ჯიში . ხის საშუალო ყუთს საკმარისი სივცე აქვს , მცენარე ნორმალურად რომ გაიზარდოს . ყუთის საშუალებით შეიძლება მისი მარტივად გადატანა უფრო მზიან ადგილას , ყუთში გადასარგავად ყველაზე მეტად გამოდგება : ხახვი  , სტაფილო .

4.დაკიდული ბოსტანი

არ არსებობს  , რომლის მიხედვით  ვერტიკალური ნარგავები მხოლოდ ყვავილებისგან უნდა შედგებოდეს . ჩვენთვის ცნობილი ბევრი ბოსტნეულის მოყვანა შეიძლება “კაშპო”-ში . მოსავალი უხვი გახდება , რადგან კედელი , რომლეზეც დაკიდებულია დეკორატიული ლარნაკი , მეტ სითბოს შეინარჩუნებს , ვიდრე ჩვეულებრივი გრუნტი .

“კაშპოსთვის” გამოდგება ნებისმიერი მოცულობის ჭურჭელი-დაწყებული ძველი ბოთლებიდან , დამთავრებული საყვავილეებით და სათლით . გახსოვდეთ , ჭურჭლუს მიწით შევსების შემდეგ ის დამძიმდება და ამიტომ კედელზე საიმედოდ უნდა დაამაგროთ .

5. ხის სადგამები

ძველი ხის პადონები შეგიძლიათ შეავსოთ კომპოსტით  , ასევე მათი გამოყენება შეგიძლიათ ვერტიკალური მებაღეობისთვის . ამისთვის დაგჭირდებათ ნაჭერი პადონის ძირისთვის , ასევე შეიძლება პაონების ჩამოკიდება რკინის კაუჭების დახმარებით .

6. ქოთნების შემახება თაროებთან 

სტელაჟი ან თაროები , ასევე რამდნეიმე ქოთანი დაგეხმარებათ ბოსტანში ლამაზი და ორიგინალური კუთხის შესაქმნელად . აღა დაგჭირდებათ სპეციალური დასაკიდებელი საშუალებები . მარტივი და მოსახერხებელია სტელაჟის გადაადგილება .

7 . ყვავილნართან შეერთება

ზოგიერთი ბოსტნეული სხვა მცენარეების შესანიშნავი კომპანიონებია  , მათ შორის , ყვავილებისიც . მათგან შეიძლება ორიგინალური ყვავილნარების გაკეთება . მაგალითად , სალათის რამდენიმე ჯიშისგან , რომლებიც მარტივად იზრდება . ასევე კარგი ვარიანტი – ხრაშუნა სტაფილო , რომელიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი ყვავილნარის ვიზუალური საზღვარი .

ვიდრე ამას გააკეთებთ, მოუძებნეთ თქვენს ბოსტნეულს ოპტიმალური “მეზობლები” მავნებლებთან საბრძოლველად.

8. ვაშენებთ ბაღის ოთახს 

ბაღის ოთახი-სპეციფიკური ნაგებობაა, რომელიც წარმოადგენს ბოსტანში განცალკავებულ ადგილს. ის ერთგვარი სათბურია. უმჯობესია მისი კედლები გამჭირვალე იყოს, რაც მცენარეებს მეტი სითბოს მიღებაში დაეხმარება.

9. ეკოლოგიური მებაღეობა

ბოლო დროს მოდაშია თვალყურის დევნა ეკოლოგიური ტენდენციებისადმი , რაც ასევე შეეხო ბაღებს და ბოსტნებს. გაჩნდა მებაღეობის ახალი სტილი “Au Naturel” . მისი საფუძველია მრავალშრიანობა, ვერტიკალური ნარგავების დიდი რაოდენობა, მრავალწლიანი ბოსტნეული, ავტონომიური მორწყვის სისტემა და მცენარეები, რომლებიც თავისით ხარობენ. მსგავსი ბოსტნის გაკეთება დიდ ძალებს მოითხოვს, მაგრამ მას სჭირდება გაცილებით ნაკლები მოვლა, ვიდრე ჩვეულებრივს.