რატომ ითვლება 6 კვ.მ. სამზარეულო განლაგების საუკეთესო ნიმუშად

სამზარეულოს ზომები ყოველთვის მნიშვნელოვანია, არაერთი ადამიანი წუწუნებს იმის შესახებ, რომ მათი სამზარეულო ვიწროა, მასში არ ეტევა ყველაფერი, რაც საჭიროა. ჩვენ ვჩქარობთ დაგარწმუნოთ: ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ამ ოთახის შინაარსი დამახინჯებულია. თუ როგორ უნდა მოეწყოს სამზარეულო, ამის შესახებ ადამიანებმა ფიქრი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, რადგანაც ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები ახალი ნამდვილად არაა.

რედაქცია შეეცადა ამ საკითხში გარკვეული თუ რატომ უნდა სამზარეულო – ბინაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი – აუცილებლად სამზარეულოდ დარჩეს და არ იყოს ამავდროულად სამრეცხაო, სასადილო ოთახი და საძინებელიც კი(ბოლოს და ბოლოს, ეს ადგილი ხომ ღამით ცარიელია).

როგორ გავაკეთოთ სამზარეულო სწორად

ასი წლის მანძილზე ჩვენი დიზაინერები სამზარეულოს ე.წ.”სამკუთხედის” მიხედვით აპროექტებდნენ: მაცივარი, მაგიდა და გაზქურა. კერძების მომზადების ეს ყველაზე მოთხოვნადი წერტილებია. თუ საკითხს ამ კუთხით მივუდგებით, მაშინ სამზარეულოს სივრცე პატარა უნდა იყოს.

მართლაც, ყველაფერი ხელთ გაქვთ, ისტრუმენტები თავის ადგილასაა, ყველაფერთან მიწვდომა მარტივად შეიძლება. ასეთ სამზარეულოებს ტყუილად კი არ ეძახიან ვაგონებს. იცოდით, რომ მათი პროტოტიპი რესტორან-ვაგონია? მეტად შეზღუდულ სივრცეში ორი მზარეული საკმაოდ მცირე დროში 80 ადამიანის გამოკვებას ახერხებდა. როგორ გამოსდიოდათ?

ერგონომიკა – სავსებით ნათელი პასუხია. როცა ყველაფერი გათვლილია, სამზარეულო ნამდვილ ტაძრად იქცევა, რომელშიც კულინარიული სასწაულები ხდება. ახლა კი დროა საბჭოთა კავშირში გადავინაცვლოთ და გავიხსენოთ როგორი მცირე ზომის იყო იმ პერიოდის სამზარეულოები. თუმცა ეს სივრცეები ვაგონ-რესტორნებთან შედარებით მაინც უფრო ფართე იყო.

მართლაც, სსრკ-ს დროინდელი დიზაინერები ცდილობდნენ სამზარეულო ვაგონ-რესტორანს მიემსგავსებინათ, რათა სივრცე მაქსიმალურად დაეზოგათ. ისინი სწორედ აქ უშვებდნენ მთავარ შეცდომას. ვინაიდან თავად ბინებიც არ იყო დიდი ზომის, სასადილო სივრცე სადღა უნდა ყოფილიყო? მართალია, სამზარეულოში. ერგონომიკის ჯადოსნური სამკუთხედი დაირღვა.

როგორ უნდა იყოს სამზარეულო

სპეციალისტები ამ თემის ირგვლი ტვინს დღემდე იჭყლეტენ: ერთნი ფიქრობენ, რომ სახლში აუცილებლად უნდა იყოს სასადილო ოთახი, სადაც დიდი ოჯახი შეკრებას შეძლებს. სხვები კი ამტკიცებენ, რომ საშუალო ზომის ოჯახს სასადილოს მოწყობა სამზარეულოშიც შეუძლია, ამისათვის კი საჭიროა რომ ის შედარებით დიდი ზომის იყოს.

მინუსები შემდეგია: პატარა სამზარეულოში დიასახლისს ტრაპეზიდან მოცილება უწევს, რათა კერძის მომზადების გაგრძელება შეძლოს, ამ დროს კი სასადილო ოთახში დარჩენილ ბავშვებს ყურადღებას ვერ მიაქცევს. გარდა ამისა მას მაცივრიდან მაგიდამდე, გაზქურასა და ნიჟარამდე დიდი მანძილის დაფარვა მოუწევს. თან ბავშვების გამოც ყურადღება გაეფანტება, რომლებიც დიდი ალბათობით ასევე ამ სივრცეში იმოძრავებენ.

ეს იმას სავსებით არ ნიშნავს, რომ სამზარეულო აუცილებლად ამ ორი ტიპიდან ერთ-ერთი უნდა იყოს. სამზარეულოს დიზაინი ევოლუციას განიცდის და დღესდღეობით უფრო ხშირად ვნახავთ სამზარეულო-სტუდიოს, სადაც გაერთიანებულია სასადილო და ზემოთ ნახსენები “სამკუთხედი”. ყველაფერი თვალწინაა, კერძის მომზადების პროცედურა კი რუტინაზე მეტად, შემოქმედების პროცესს დაემსგავსება.

სხვათაშორის, ამ ვარიანტზე დიზაინერებმა ადრე უარი თქვეს, როცა მათ გათვლა პატარა ერგონომიკულ სამზარეულოსა და განცალკევებულ სამზარეულოზე გააკეთეს. მაგრამ დრო შეიცვალა! მომზადება ნაკლებ დროს იკავებს, ღია სივრცე კი კომუნიკაციის შესაძლებლობას უფრო აფასებს, ვიდრე ერგონომიკა.

ახლა კი დღის წესრიგში ის საკითხი დგას, ბოლოს და ბოლოს სამზარეულო როგორ გავაკეთოთ. ვფიქრობთ, ზემოთ მოცემილი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილებაში დაგეხმარებათ. მოდი კიდევ გადავიმეორეთ მთავარი მომენტები. თქვენ ახალ ბინაში გადადიხართ, იქ კი…

როგორ გავაკეთოთ სამზარეულო სწორად

1. პატარა სამზარეულო

ამ შემთხვევაში ერგონომიკას დაეყრდენით, ყველაფერი ხელთ გექნებათ. ასე თქვენ კერძების მომზადებაში მინიმუმ დროს დახარჯავთ. მულტისახარში, მიკროტალღური ღუმელი ამაში დაგეხმარებათ. არავითან შემთხვევაში ამ სივრცეში სამზარეულოს არ მოაწყოთ თუ რასაკვირველია, ბინა ძალიან პატარა ზომის არაა.

2. დიდი სამზარეულო

მოიფიქრეთ როგორ გამოიყენოთ სივრცე ისე, რომ აქ შეძლოთ საჭმლის მომზადებაც და სადილობაც. დიდი ალბათობით სასადილო სწორედ აქ განთავსდება. ყურადღება მიაქციეთ ერთ მნიშვნელოვან მომენტს: მომზადებისას თქვენი ტრაექტორია არავისთან არ უნდა იკვეთებოდეს. ეს მხოლოდ თქვენი მარშრუტია.

3. სამზარეულო-სტუდიო

ჩვენი აზრით, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, თუმცა ოპტიმიზაცია აქაც საჭიროა. სამუშაო “სამკუთხედი” განათავსეთ ისე, როგორც მეორე პუნქტშია: თქვენ ხელს არავინ არ უნდა გიშლიდეთ, თუმცა ამასთანავე უნდა იყოს მოქმედებისა და კომუნიკაციის სრული თავისუფლება. თუ სტუმრები გყავთ, მათ პროცესში ჩართვის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ეს ხომ ასე სახალისოა!

სამზარეულოს სწორად მოწყობა მარტივი საკითხი ნამდვილად არაა. საჭიროა ყველა ნიუანსის კარგად გათვლა და დაფიქრდება: ერთი დღით ხომ არ აკეთებთ. კომენტარებში ამ საკითხის გარშემო თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ. მადლობა, რომ ჩვენთან რჩებით!