საპირფარეშოს წმენდის წესები, რომლებიც მისი დალაგების სიხშირეს შეამცირებს

სისუფთავე საპირფარეშოში – სახლში კომფორტისა და მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის აუცილებელი კრიტერიუმია. იმისათვის, რომ მისი მოვლა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდეს, სისუფთავის შენარჩუნება რეგულარულადაა საჭირო.

თუნდაც ყველაფერი ბზინავდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნიტაზზე მიკრობები არ იქნება. დღევანდელ სტატიაში რამოდენიმე პატარა ხრიკი შევაგროვეთ, რომელიც დაგეხმარებათ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე საპირფარეშოში იდეალური სისუფთავე შეინარჩუნოთ.

სისუფთავე საპირფარეშოში

მიკრობების ფერსოს ქვემოთ

ტუალეტის ჩასარეცხი სისტემა ფერსოთი მოფიქრებულია იმისათვის, რომ მოხდეს წყლის თანაბარი და ეფექტური ჩადინება. თუმცა მოხდა ისე, რომ ის ასევე ყველაზე რთულად მისადგომი ადგილი გახდა, სადაც მიკრობები თავს აფარებენ.

ვიღაც იტყვის: “დაე იყოს მანდ, ხელს ვის უშლის რო?” საქმე იმაშია, რომ ყოველი ჩარიცხვისას, წარმოიქმენება ე.წ. “ტუალეტის შლეიფი”. ეს მიკროსკოპული შხეფების ღრუბელია, რომელსაც თან პათოგენური ბაქტერიების მთელი ნაკრები მოჰყვება.

შედეგად ეს მიკროსკოპული ნაწილაკები ავეჯზე, კედლებსა და პირსახოცებზე ხვდება. ამასთანავე ამ შლეიფის ნეიტრალიზება საკმაოდ რთულია.

საკმარისია კვირაში რამოდენიმეჯერ მხოლოდ წუთი დახარჯოთ იმისათვის, რომ ფერსოში სადეზინფექციო ხსნარი შეაპკუროთ. თუ ამას სამსახურში წასვლამდე იზამთ, ქიმიკატს საკმარისი დრო დარჩება, რათა გაუმკლავდეს ნადებსა და ბაქტერიებს.

რატომ უნდა ჩამალოთ ტუალეტის ჩასარეცხ ავზში კბილის პასტა?

რას აღარ მალავენ მოქალაქეები ტუალეტის ბაკში… ფულსა და ძვირფასეულობას, მაგრამ ოდესმე დაგჭირვებიათ თუ არა მასში კბილის პასტის ჩაძირვა?

მანიპულაციები კბილის პასტასთან დაგეხმარებათ რაღაც დოზით მოახდინოთ მიკრობებთან ბრძოლის ავტომატიზირება და ასევე ის ოთახში არსებულ უსიამოვნო სუნსაც გაუმკლავდება.

შეარჩიეთ იაფფასიანი კბილის პასტა ყველაზე “ატომური” სურნელით. ტუბიკში რაც შეიძლება მეტი ნასვრეტი გააკეთეთ და შემდეგ კი ის ჩასარეცხ ბაკში მოათავსეთ. ახლა უკვე ყოველი ჩარეცხვა ოთახს სასიამოვნო სურნელს შეჰმატებს და გარკვეულწილად ამ მეთოდით უნიტაზისათვის დეზინფექციის ჩატარებასაც შეძლებთ.

თუ ამასთანავე გაგაოცებთ ჩასარეცხი ბაკის სიბინძურე, ამ შემთხვევაში ამ ხშირი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრის ჩვენი მეთოდი დაგეხმარებათ.

უნიტაზის შიდა ზედაპირი

უნიტაზის შიდა ზედაპირის მოვლის ყველაზე მარტივი მეთოდია(თუნდაც სპეციალური საშუალებები არ გქონდეთ) – გამოიყენოთ პულვილიზატორი. მასში შეგიძლიათ სპირტიანი ხსნარი ან ანტისეპტიკი ჩაასხათ.

საკმარისია ყოველ დილას აპკუროთ უნიტაზის ძირსა და ფერსოს, შემდეგ კი მშრალი ხელსახოცით ან ტუალეტის ქაღალდით მოწმინდოთ. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ყურადღებას საჭიროებს, ჩასარეცხი ღილაკია. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, მასზე ბაქტერიების რაოდენობა მხოლოდ ფერსოზე არსებულს ჩამორჩება.

ამ მიზნისათვის ძველი ღრუბლების გამოყენებას არ გირჩევდით. მათი ზედაპირი მალევე ბაქტერიების სამყოფელად გადაიქცევა. ღრუბლის ქლორიან სითხეში მუდმივად გაჩერება კი არ გამოდის.

ზოგიერთი დიასახლისი ამ მიზნებისათვის სველ სპირტის შემცველ ხელსახოცებს იყენებს. თუმცა აქ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ საკანალიზაციო მილების გაჭედვისაგან დასაცავად, ისინი უნიტაზში არ უნდა ჩარეცხოთ. ერთი სიტყვით, არ უნდა დაელოდოთ თუ როდის გაჩნდება უსიამოვნო სუნი ან ნადები. იმისათვის, რომ უსიამოვნო პრობლემებს თავი აარიდოთ, ტუალეტის დალაგებას დღეში რამოდენიმე წუთი მაინც დაუთმეთ.