რატომ ასუფთავებენ დიასახლისები უნიტაზს სველი ხელსახოცებით

უნიტაზის გაჭედვა ნამდვილად არც ისე სასიამოვნოა.ამის მიუხედავად, დიასახლისები არ წყვეტენ ექსპერიმენტებს, ყრიან მასში სხვადასხვა საგნებს და ისევ და ისევ კანალიზაციის მილის ჩაკეტვას იწვევენ.

ნაწილობრივ მათი გაგებაც შეიძლება. მაცდურია კატის ნარჩენების, ბინძური საფენების და მცირე ნაგვის მოცილების პერსპექტივა, თუმცა უნიტაზის გამოყენება ადანიშნულებისამებრ წყლის დაგროვების გამომწვევია, რაც მეზობლებთან დაპირისპირებასა და სარემონტო ხარჯებს განაპირობებს.

ამიტომაც საკანალიზაციო სისტემის პრობლემების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა შეგიძლიათ უსაფრთხოდ მოათავსოთ ტუალეტში და რა ნაგვის ურნაში.

კანალიზაციის მილის გაჭედვა

რისი ჩაყრა შეიძლება უნიტაზში

1. დალაგებისა ან ფეხსაცმლის გაწმენდის შემდეგ დარჩენილი ბინძური წყალი.

2. ძაღლისა და კატის განავალი.

3. თუ კანალიზაციის მილების დიამეტრი მინიმუმ 100 მმ-ია და სისტემას შესამჩნევი ღუნები არ გააჩნია, შეგიძლიათ უსაფრთხოდ ჩარეცხოთ წყალში ხსნადი ტუალეტის ქაღალდი უნიტაზში. თუ მილის დიამეტრი 100 მმ-ზე ნაკლებია, უმჯობესია ამის გაკეთებისაგან თავი შეიკავოთ.

ნარჩენები, რომლებიც უნიტაზში არ უნდა ჩაიყაროს

1. საჭმლის ნარჩენები

გაფუჭებული ბორშის ტუალეტში ჩაღვრა შეგიძლიათ, თუმცა რაც შეეხება კარტოფილის ნაფქცვენებს, ფორთოხლისა და საზამთროს ქერქს, ძვლებსა და კენკრის თესლებს, სიტუაცია სხვაგვარად გამოიყურება. დიახ, ყველა ეს საკვები დროთა განმავლობაში დაიშლება. მანამდე კი შესაძლოა მჭიდროდ გადაკეტონ მილები.

2. ერთჯერადი პირსახოცები

ქაღალდის პირსახოცები ტუალეტის ქაღალდზე უფრო მკვრივია და წყალში ბევრად რთულად იხსნება. ამასთან, მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი სახის ერთჯერადი პირსახოცის ჩარეცხვა შესაძლებელია.

თითოეულ შემთხვევაში განსასაზღვრად მცირე ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროთ. ჩააგდეთ პირსახოცის ორი ნაჭერი წყალში. თუ 2 საათის შემდეგ ისინი მთლიანად არ დაიშლება, უმჯობესია ტუალეტში არ ჩარეცხოთ.

3. კატის ტუალეტის შემავსებლები

ზოგიერთი შემავსებლის მცირე რაოდენობით ტუალეტში ჩარეცხვა ნამდვილად შესაძლებელია, ზოგიერთი მათგანი კი ურნაში უნდა ჩააგდოთ. ყველაფერი დამოკიდებულია წარმოებისას გამოყენებულ მასალაზე.

სილიკაგელისა და ბენტონიტის თიხაზე დაფუძნებული შემავსებლები მყისიერად შეიკუმშება ტენიანობის ზემოქმედებისას, რამაც შეიძლება სერიოზული გაჭედვა გამოიწვიოს.

დაპრესილი ნახერხისგან დამზადებული გრანულები წყალში მოხვედრისას იბერებიან, თუმცა არც ისე სწრაფად, ამიტომაც ასეთი შემავსებლის ახალი გოროხების ჩარეცხვა შეიძლება, თუმცა მთელი ლანგრის ჩაღვრის მცდელობა შესაძლოა ძალზედ ცუდად დამთავრდეს.

ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება ჩარეცხვა

1. სველი ხელსახოცები

მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია. ისინი ფართოდაა გავრცელებული და მუდმივად მათ ახალ ფუნქციებს ვპოულობთ. ამავე დროს, ბევრი ადამიანი სველ ხელსახოცებს რატომღაც წყალში ხსნად ტუალეტის ქაღალდთან აიგივებს.

ასე რომ, რამდენიმე დღეს ფეისბუქზე წავაწყდი სტატიას, სადაც ქალი ტუალეტის სისუფთავის დაცვის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებდა: ”მე ტუალეტში მუდმივად ვინახავ სველი ანტიბაქტერიული ხელსახოცებით სავსე პაკეტს. ყოველ დილით ხელსახოცით ვწმენდდი ტუალეტს და შემდგომ მასში ვაგდებდი. სისუფთავე მუდმივად ნარჩუნდებოდა! “

ამავე დროს სველი ხელსახოცები გარკვეულწილად  პოლიეთილენის პაკეტებს მოგვაგონებენ. ისინი ასევე პლასტმასის ბოჭკოებს შეიცავენ, რომელთა განლევასაც წლები სჭირდება. გასაგებია, რომ ასეთმა ხელსახოცმა შესაძლოა მილი ერთხელ ან ორჯერ მაინც ჩაკეტოს.

და ამას გარდა, ქსოვილის სველი ხელსახოცები წყალმომარაგების ნამდვილი თავის ტკივილია. გამწმენდი ნაგებობების ძლიერი აღჭურვილობაც კი ვერ უმკლავდება მათ გამანადგურებელ ზიანს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ სველი ხელსახოცები კი არ იშლება ან წყდება, არამედ უსასრულოდ იჭიმება დამამსხვრეველის პირების გარშემო.

2. ლეიკოპლასტირი

ლეიკოპლასტირებს გააჩნიათ სინთეზური ფუძე და წყალში არ იშლებიან. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ სხვა ობიექტების შეჩერება და შექმნან გროვები, რომლებიც დროთა განმავლობაში ბლოკირებას გამოიწვევენ.

3. თმა სავარცხლიდან

მილებში თმა შეიძლება ერთმანეთს მიეკროს და საკვების ნარჩენები შეაგროვოს, რითიც მოსაცილებლად ძნელი სიბინძურე წარმოიქმნება.

4. საფენები და სახვევები

გაჭედვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ისინი არა მხოლოდ არ იშლებიან, არამედ მოცულობაშიც მნიშვნელოვლად იზრდებიან და ტენიანობასაც შთანთქავენ.

5. ბამბის საფენები და ყურის ჩხირები

ბამბა შესანიშნავად იწოვს ტენიანობას, ადვილად ედება უწესრიგობებს, დახევის მაგივრად იჭიმება და სერიოზულ საცობებს ქმნის.

6. პრეზერვატივები

იღბალიც ასეთი უნდა. ზოგიერთ შემთხვევაში რეზინისშემცველმა პროდუქტმა შესაძლოა მილები წარმატებით გაიაროს, ზოგიერთ შემთხვევაში კი უსიამოვნება გამოიწვიოს.

7. ჩაის ნახარში

ჩაის ფოთლები, რომ აღარაფერი ვთქვათ პაკეტებზე, მილებში მყარ საცობებს ქმნის, ხოლო ჩაის შხეფები სანტექნიკას ბინძურ ყავისფერ შეფერილობას აძლევს.

8. სიგარეტის ნამწვი

სიგარეტის ნამწვი წყალთან კონტაქტისას მოცულობაში იზრდება და შესაძლოა საცობი გამოიწვიოს. სიგარეტის ფილტრი შეიცავს აცეტატს, რომლის დაშლასაც 10 წლამდე სჭირდება.

9. სამშენებლო ნაგავი

ცემენტის მტვერმა, გატეხილმა თაბაშირმა და სხვა სამშენებლო ნარჩენებმა შესაძლოა მთელი სადარბაზოს კანალიზაცია დააზიანოს.

ერთი სიტყვით, შეიარაღდით მოთმინებით და შეეცადეთ ჩამოთვლილი ყველა საგანი ნაგვის ყუთამდე მიიტანოთ. ამით უნიტაზს ბლოკირებისაგან დაიცავთ და გარკვეულწილად თავიდან აიცილებთ გარემოს დაბინძურებას.