როგორ დავიცვათ ავეჯი მტვრისგან დიდი ხნით?

სახლის ან ბინის სტანდარტული დასუფთავება უზარმაზარ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა როგორც არ უნდა გაწმინდოთ, მტვერი მოკლე დროში ჩნდება და ყველაფერი თავიდან იწყება. არსებობს ამ ამოცანის გამარტივებისა და ამ პროცედურის ნაკლებად განხორციელების რეალური გზა. ე.წ. ლიმნიანი ტილო შესანიშნავი საშუალებაა სახლის მტვერთან საბრძოლველად.

ზოგიერთი ადამიანი გლიცერინის გამოყენებას უწევს რეკომენდაციას. მართლაც კარგი ვარიანტია, თუმცა არა საუკეთესო, რადგან მის შემდეგ ზედაპირებზე ლაქები ხშირად რჩება.

ასევე არსებობს შესყიდვითი ვარიანტი – სპეციალური ხელსახოცები, თუმცა, პირველ რიგში, ეს არც ისე იაფი სიამოვნებაა და ,მეორეს მხრივ, არ იძლევა განსაკუთრებულ ეფექტს, თუმცა მათი გამოყენება მოსახერხებელია.

რაც შეეხება ლიმნიან ტილოს, მისი გაკეთება სახლის პირობებში თავადაც უპრობლემოდ შეგიძლიათ. უფრო მეტიც, მტვერი ნებისმიერი ზედაპირიდან მოშორდება და არც გჭირდებათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა დაგჭირდებათ. ამავე დროს, საერთოდ არ დარჩება არანაირი კვალი და ლაქები. მთავარი ეფექტი კი ისაა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მტვერი საერთოდ არ ჩნდება.

ლიმნიანი ტილოს დამზადების მეთოდი

იმისათვის, რომ ეს უნიკალური საწმენდი საშუალება თავად დაამზადოთ, დაგჭირდებათ უმარტივესი ნივთები და პროდუქტები:

  • ჩვეულებრივი სახურავიანი მინის ქილა, ანდაც ასევე სახურავიანი მცირე ზომის კონტეინერი;
  • ერთი საშუალო ლიმონი;
  • შვიდი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი;
  • ერთი ჭიქა მდუღარე წყალი.

ლიმონი კარგად დაჭყლიტეთ (გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში) და ჩაყარეთ კონტეინერში / ქილაში. ჩაასხით მასში ზეთი და ჭურჭელს სახურავი მოარგეთ. ეს ყველაფერი მაცივარში ხუთი-შვიდი დღის განმავლობაში უნდა გააჩეროთ. შემდეგ კონტეინერი გამოიღოთ და მისი შიგთავსი გაფილტროთ. ხსნარს დაამატეთ ადუღებული წყალი. მიღებული საშუალება კარგად უნდა ამოურიოთ. ესეც ასე, იგი მზადაა.

შემდეგ ხელსახოცი მომზადებულ სითხეში უნდა დაატენიანოთ, გაწუროთ და გააშროთ. ტილო მზად არის გამოსაყენებლად – შეგიძლიათ დაიწყოთ გაწმენდა. თავად ხსნარს ვარგისიანობის ვადა არ გააჩნია. შეგიძლიათ მშვიდად გამოიყენოთ, სანამ არ ამოგეწურებათ.

იმისათვის, რომ მუშაობა უფრო მოსახერხებლი იყოს, რეკომენდებულია ერთდროულად რამდენიმე ლიმნიანი ტილოს დამზადება. დასუფთავების დასრულების შემდეგ ტილოები უნდა გარეცხოთ და ლიმნის სითხეში გაჟღენთვის პროცედურა უნდა გაიმეოროთ. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, ლიმნიანი ხელსახოცები ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება.