რა მოვუხერხოთ ლიფის რკალს, რომელიც სულ გვაწუხებს

მშვენიერი სქესის თითოეული წარმომადგენლის წინაშე დგას ბიუსჰალტერიდან გამოწეულ კალტებთან დაკავშირებული პრობლემა. არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელია, როდესაც ლამაზი და კომფორტული რამ პირველივე გარეცხვის შემდეგ შესაკეთებლი ხდება. ერთხელ ამოვარდნილი კალტა მუდმივად აღნიშნული პრობლემის წინაშე დაგაყენებთ. ამას ვერაფერს მოუხერხებთ.

რაიმეს გამოსწორების მცდელობას აზრი არ აქვს. კალტები ქსოვილიდან მაინც გამოვარდება და აქ ორი ვარიანტია: ან კანზე ნაკაწრები და ჭრილობები გაგიჩნდებათ, ან უბრალოდ საშინელ დისკომფორტს იგრძნობთ. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, ნივთი ნაგავში იყრება და მის ადგილს სხვა ბიუსტჰალტერი ანაცვლებს, რომელსაც მალევე მსგავსი ბედი ელოდება.

ბიუსტჰალტერის შენარჩუნების მიზნით შეგიძლიათ სცადოთ მისი ბალიშის პირში მოთავსება და მიბმა, შემდეგ კი გარეცხვა, თუმცა ამით პრობლემას არაფერი ეშველება. ბალიშის პირები ამ მიზნით არ გამოიყენება.

სპეციალური მოწყობილობა

ბევრი ჩვენგანი უგულებელყოფს სპეციალურ მოწყობილობებს, რომლებიც, მწარმოებლების აზრით, მინიმუმამდე დაჰყავთ თეთრეულზე დატვირთვა და როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სრულიად ამაოდაც. ეს პრობლემის მოგვარებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ბუნებრივია, ამით ბიუსტჰალტერის სამუდამოდ გამოყენებას ვერ უზრუნველყოფთ, თუმცა მისი ვარგისიანობის ვადას ბევრად მარტივად გაზრდით. ამ საშუალებების ფასი დაბალია და აღნიშნული შენაძენი ბიუჯეტზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი ბიუსჰალტერის კონტეინერზეა. უმარტივესი ვარიანტი მკვრივი ბადის მასალისგან მზადდება. მას აქვს ცილინდრული ფორმა. ამ ცილინდრის გვერდებზე პლასტმასის ჩანართებია. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ თეთრეულის დეფორმირების თავიდან აცილებას მანქანით რეცხვის დროს. რეცხვის შედეგზე ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს.

ჩამკეტის როლში დამაფიქსირებელი კლამერით აღჭურვილი ელვაა, რომელიც რეცხვის პროცედურის დროს კონტეინერის გახსნის რისკის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

როგორც წესი, ასეთი მოდელის შიგნით ორი ბიუსტჰალტერის განთავსებაა შესაძლებელი. არსებობს კონტეინერების სხვა მოდელები, რომლებიც განსხვავდება ფასით, კონფიგურაციით, პარამეტრებით. არ აქვს მნიშვნელობა, თუ თქვენთვის რომელს აირჩევთ. მთავარია, რომ ასეთი რეცხვა დადებით შედეგს იძლევა და ნივთიც არ ზიანდება.