ბავშვობაში ბიდონებით რძე და ლიმონათი დამქონდა, ახლა კი ახალი დანიშნულება ვუპოვე

საბჭოთა კავშირის პერიოდში ზოგიერთი ნივთი იმდენად პოპულარული იყო, რომ ადამიანები მათ ვერ ელეოდნენ. ამიტომაც გადმოიტანეს ისინი თანაედროვეობაში და, სავარაუდოდ, შეუნახავენ მომავალ თაობებსაც. რომელი საბჭოური მემკვიდრეობაა ასეთი მოთხოვნადი? როგორ იყენებენ მას დღეს ?

ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ნივთია ლეგენდარული საბჭოური ბიდონები. ზუსტად ის, რომელშიც რძეს ასხამდნენ და ჟოლოს აგროვებდნენ,ასევე ბიდონებით ქალაქში კვერცხი მიჰქონდათ და მასში შაქარსაც ინახავდნენ. ამ ჭურჭელს ჰქონდა როგორც ერთფეროვანი, ასევე ფერადი მოხატულობა სხვადასხვა ყვავილით. ისინი ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია. შეეძლოთ ადამიანებს გამოეგონებინათ ნივთები, რომლებიც საუკუნეებს გაუძლებდა.

ასეთი ბიდონები დღესაც პოპულარულია. შეიძლება მათი თანამედროვე ანალოგების შეძენაც. მათ სამზარეულოს ჭურჭლის ვინტაჟურ ელემენტადაც კი მიიჩნევენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის მეტალის ბიდონები, რომელსაც ასახდელი თავსახური ჰქონდა სპეციალური მომჭერით. მათ საკმაოდ ფართო ყელი აქვს, რაც ხელს უწყობს ნებისმიერი სითხით სწრაფ ავსებას.

დედაჩემის ნაცნობმა მითხრა, რომ აგარაკზე დღესაც იყენებს ასეთ მეტალის ბიდონებს. წუხდა,რადგან მათთან წყალი ჯერ არ გაუყვანიათ, ამიტომ ჭიდან წყალს სწორედ ამ ბიდონებით ეზიდება. ის დარწმუნებული, რომ პლასტმასის ბიდონები მათთან ახლოსაც არ დგას,რადგან სახელური მარტივად წყდება. ჯერჯერობით საბჭოური მემკვიდრეობა წინ უსწრებს თანამედროვეს.

ყველა სამზარეულოში, ყველა სახლში

ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, როგორ იყენებენ  დიასახლისები ამ ბიდონებს ყვავილნარების დეკორაციისთვის. ისინი იდეალურად ეწერებიან სააგარაკო ანსამბლის რიგებში და ეზოს სურათს ავსებს არანაკლებ სხვა პოპულარულ ფიგურებზე.

“მიხაკის” ბიდონი

  • მოცულობა – 3 ლ
  • ხის სახელური
  • გამოსახულება ორივე მხრიდან
  • საბჭოთა პერიოდში ფასი 4 რუბლი.

ბიდონში შეიძლება სხვადასხვა მცენარის ჩარგვა, ასევე მოსახერხებელია მათი ტრანსპორტირება, მაგალითად, მისი გადატანა უფრო მზიან ადგილას. ყველაზე მთავარი ისაა, რომ სახლის ეზოში ან აგარაკზე შეძლებთ შექმნათ უნიკალური სამყარო.

ინტერიერის შეუცვლელი ელემენტი

ბიდონების გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება, მაგალითად, ლამაზი ლარნაკის, საყვავილის ან დეკორატიული კალათის სახით. მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას და მოუძებნეთ მათ დანიშნულება,შედეგად თქვენს საცხოვრებელს გარდაქმნით მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტულ ადგილად.

თქვენ ოდესმე გამოგიყენებიათ ეს ბიდონები? მათი გადაკეთების კუთხით რა ლაიფჰაკებს შემოგვთავაზებთ?