კონდიციონერი აღარ დაგვჭირდება. მეცნიერებმა სიცხეგამძლე საღებავი გამოიგონეს

ახლოვდება ზაფხული მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანი დავიწყებთ ვენტილატორებისა და კონდიციონერების ჩართვას სახლში ან ბინაში ტემპერატურის ოდნავ მაინც შემცირების იმედით . ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მეცნიერებიც ფიქრობენ , ისინი ეძებენ გზას იმისათვის , რომ სახლის გასაგრილებლად სპეციალური ტექნიკა აღარ გახდეს საჭირო .

შენობის გაგრილების პრობლემა მეცნიერების და ინჟინრების წინაშე ათწლეულებია დგას  . კონდიციონერის შექმნისას ყველას ეგონა , რომ პრობლემა მოგვარდა . თუმცა დრეს ყველა ვერ წვდება ძვირადღირებულ ტექნიკას , ის ასევე ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს .

ერთხელ მეცნერებმა იხელმძღვანელეს ფიზიკის კანონით , რომელიც ამბობს , რომ თეთრი ფერის ზედაპირის მქონე ობიექტები ირეკლავს ყველაზე მეტ სინათლეს , შესაბამისად , ისინი უფრო გრილდება , ვიდრე სხვა ფერის საგნები . ამიტომ დიდი ხანია ცდილობენ შექმნან სპეციალური საღებავი  რადიაციული გაგრილებისთვის . მეცნიერები ატარებდნენ ექსპერიმენტებს და ამატებდნენ ისეთ კომპონენტებს ,როგორებიცაა შუშა , ტეფლონი ან ტიტანის დიოქსიდი. ყველა წინა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა : ნივთიერებებს ჰქონდა უარყოფითი მხარეები .

თეთრი საღებავის მოდერნიზაციის საკითხზე მუშაობდნენ ამერიკის “Purdue University”-ის სპეციალისტები  .სწორედ მათ შეძლეს მისი ახალი შემადგენლობის შემუშავება , მათ ტიტანის დიოქსიდი შეცვალეს კალციუმის კარბონატით . ასეთ ცვლილების მიზეზი გახდა მისი თვისებები-ის შთანთქავს მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას , რაც იმას ნიშნავს  ,რომ მზის შუქზე უფრო გრილი რჩება . ასევე მისი ღირებულება უფრო მცირეა , ასევე ის ბუნებაში უფრო გავრცელებულია .

მაქსიმალური გამაგრილებელი ეფექტის მისაღებად მწარმოებლებმა გამოიყენეს კალციუმის კარბონატი საღებავში 60%-იანი კონცენტრაციით . ახალი საღებავის გამოცდამ ღია ცის ქვეშ დაამტკიცა გამოგონლების მართებულება . კვლევის თანახმად , კალციუმის კარბონატით დაფარული ზედაპირი ირეკლავს სინათლის 95,5 %-ს .

როცა იდეის ავტორებმა საღაბავი ბუნებაში გამოსცადეს -სინათლის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ  და სიბნელეში , აღმოჩნდა , რომ დღისით საღებავიან ზედაპირზე ტემპერატურა 1,7 გრადუსით ნაკლები იყო ჰაერის ტემპერატურაზე , ხოლო ღამით სხვაობა უკვე 10გრადუსს შეადგენდა . ჩვეულებრივ საღებავთან მისმა შედარებამ ასევე აჩვენა სხვაობა-ის კარგად ჩანს ინფრაწითელ კამერაში .

მეცნიერები დარწმუნებულები არიან , რომ მათი ჯადოსნური თეთრი საღებავი ადამიანებს გაათავისუფლებს ზაფხულში ჰაერის გაგრილების აუცილებლობისგან . რადგან შენობის ფასადზე დატანისას , ის თითქმის საერთოდ არ  შტანთქავს მზის ენერგიას . აქედან გამომდინარე , კონდიციონერის დამონტაჟების აუცილებლობაც ნულს უტოლდება . ასევე “Perdue University”-ის სპეციალისტები მიიჩნევენ , რომ მათი საღებავი ელექტრულ სისტემებს გადახურებისგან დაიცავს.

დღესდღეობით ტარდება საღებავს უტადება ექპერიმენტები იმის გამოსაკვლევად , თუ რამდენად მდგრადია ის გარემოს ზემოქმედებისადმი-წვიმის , ქარის და მზის სხივებისადმი . თუ კვლევა წარმატებით დასრულდება  ,ნივთიერება ალე წარმოებაში ჩაეშვება. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს საღებავი დაეხმაროს კაცობრიობას გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში .