რატომ ჭირდებოდა საბჭოთა ტელევიზორს დარტყმა ასამუშავებლად?

საბჭოტა ტელევიზორი დღეს უკვე რარიტეტია. ჯერ კიდევ ბევრს ემახსოვრება, რომ ეს ტელევიზორები ხანდახან ურევდა და არ აჩვენებდა. ამ დროს ურტყამდნენ კორპუსის თავზე და ჰოი საოცრებავ! ტელევიზორი ახალივით აჩვენებდა! რატომ ხდებოდა ასე?

რატომ ურტყამდნენ მუშტს ტელევიზორს და ის მართლა მუშაობდა! თენამედროვე ტექნიკას მსგავსი ასეთი მანევრები არ ჭირდება. ამის მიზეზი სრულიად მარტივი რამ არის.

1. ბზარები პლატაზე

დაბეჭდილ პლატაზე მავთულების მაგივრად  მაგრდებოდა ფოლგის თხელი ზოლები. დროთა განმავლობაში ეს ხოლები და სხვა დანარჩენიც ცვდებოდა, ჩდებოდა მცირე ბზარები. შედეგად კონტაქტი წყდებოდა. ღონიერი დარტყმა კი მცირე ხნით ამ კონტაქტს ანახლებდა.

2. ჩაჟანგებული მიდუღების ადგილი

იმ პერიოდში ტელევიზორების ნაწილებს ჯერ კიდევ კალით ადუღებდნენ. ყველა კონტაქტი დუღდებოდა ხელით, სათითაოდ. ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, იდეალური არ იყო და არც ყოველთვის ხარისხიანი. დეტალები ხშირად იჟანგებოდა და იწვევდა ხარვეზებს. პრობლემას დარტყმა შველოდა, დარტყმისგან წარმოქმნილი რყევა აახლებდა კონტაქტს და ტელევიზორი ირთვებოდა.

3. ნათურების პრობლემები

საბჭოთა ტელევიზორები მუშაობდნენ ნათურებზე. უმეტეს შემთხვევაში, მათ არ ადუღებდნენ მიკრო სქემაზე. უბრალოდ სვამდნენ თავის ბუდეში. ნათურებს ქონდა ლითონის ფეხები, რითიც ამაგრებდნენ. დროთა განმავლობაში ეს ფეხები ხურდებოდა და ზიანდებოდა. კონტაქტიც თანდათან წყდებოდა. ძლიერი დარტყმით კი  ნათურა ადგილზე ჯდებოდა, ეკრანი ირთვებოდა, ოღონდ დროებით და ეს ძალადობრივი აქტი მუდმივად გამეორებას საჭიროებდა.