ქვეყანა, რომელშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80, ციხეებისა და ადვოკატების რაოდენობა კი 0-ის ტოლია

მსოფლიო რუკაზე არსებობს ერთი საოცარი ქვვეყანა, რომელიც მდებარეობს ესპანეთსა და საფრანგეთს შორის. მისი ფართობი 468 კვადრატული კილომეტრია. მაგრამ ეს მცირე ტერიტორია არაფერს ნიშნავს. ამ პატარა სახელმწიფოში ყველაფერში გასაოცარი წესრიგია.

ამ საოცარ ქვეყანას ანდორა ქვია. რაღაც პერიოდი ჩაკეტილი სახელმწიფო იყო. ეხლა ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის. მთავარი უცნაურობა აქ ის არის, რომ ქვეყანაში არ არსებობს დანაშაული, ციხე და საადვოკატო სისტემა.

1. როგორ ცხოვრობენ ქვეყანაში?

აქ სრული სიმშვიდე სუფევს. მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, უამრავი ღირსეშასანიშნაობაა: მინიატურების მუზეუმი, ორიგინალური არქიტექტურული ნაგებობები, ეროვნული პარკი, რომელიც იუნესკოს მფარველობის ქვეშ არის, სამი სახის სკოლა.

სიცოცხლის ხანგრძლივობა ანდორაში ყველაზე მაღალია მთელს დედამიწაზე. საშუალოდ – 80 წელი. ეს ალბათ დაკავშირებულია პოზიტიურ ცხოვრების წესთან და ემოციებთან, არ არის მუდმივი სტრესი და ნეგატივი, მომავლის შიში. ცხოვრების დონეც საკმაოდ მაღალია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

2. საყოფაცხოვრებო სფეროები

ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებას ახდენს სამი სფერო – სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და საბანკო. სწორედ, მათ ხარჯზე არსებობს ანდორა და უზრუნველყოფს მოსახლეობას ცხოვრების მაღალი ხარისხით.

ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილებად ითვლება თერმული წყლის ობიექტები, სამთო-სათხილამურო კურორტები, შოპინგ-ცენტრები (განსაკუთრებით ხელსაყრელი ფასები აქვს პარფიუმერიას და კოსმეტიკას), საუკეთესო რესტორნები – ხარისხიანი კერძებით და დიდი პორციებით.

რაც შეეხება მომსახურების სერვისს, უმაღლეს დონეზეა. ფასების პოლიტიკა მორგებულია ყველა სეგმენტზე და საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს იყიდოს, იმყოფებოდეს იქ, სადაც უნდა.

3. რატომ არ არის ციხეები და ადვოკატები?

დავიწყოთ იქიდან, რომ ანდორა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში, ფაქტიურად დანაშაულის ნულოვანი დონით. ამიტომ ადვოკატები აქ სულაც არ არის საჭირო. მაგრამ სრულიად რომ არ არსებობს ადვოკატურა, ეს იმიტომ, რომ  ქვეყანაში ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ და “შავ იურისტებს” უწოდებენ. თვლიან, რომ ადვოკატები ფულს დამნაშავეების გამართლებისთვის იღებენ.

ციხეების მიმართაც სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ, მთავრობა თვლის, რომ ამ უწყების შენახვაში ფული არ უნდა დახარჯოს. მუშაობენ დანაშაულის პრევენციისთვის. კრიმინალი ანდორაში არ არსებობს. სხვათა შორის, არ ჰყავთ ჯარი. ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე ზრუნავს პოლიცია, ხოლო საერთო სიმშვიდეზე – ესპანეთი და საფრანგეთი.