9 რამ, რაც სამზარეულოში ოჯახურ სიმყუდროვეს არღვევს

სამზარეულო არ უნდა გადაიქცეს უსარგებლო ნივთების საწყობად აივნის მსგავსად . კარადები და მაცივარი რეგულარულ რევიზიას საჭიროებს , რათა უვარგისმა პროდუქტებმა ტყუილად არ დაიკავოს სივრცე . ამ სტატიაში მოგიყვებით , თუ რა უნდა მოიშოროთ თავიდან იმისათვის , რათა სამზარეულო სუფთად გამოიყურებოდეს .

1. ძველი სუნელები

მზარეულები გვირჩევენ გამოვიყენოთ ახლად დაფქვილი სუნელები , რადგან მათ აქვთ უფრო ინტენსიური და მკვეთრი  არომატი . თუმცა ყველა დიასახლისს არ აქვს დრო კერძის მზადების პროცესში დაფქვას სანელებლები , ამიტომ ამჯობინებენ მათ შეძენას პაკატებში უკვე მზა სახით . თუ თქვენ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით , გახსოვდეთ , მათ აქვთ ვარგისიანობის შეზღუდული ვადა და თანდათან კარგავენ არომატს , არომატს და სასარგებლო თვისებებს . ხშირად რომ არ მოგიხდეთ მათი გადაყრა შეიძინეთ მხოლოდ ისეთები , რომლებსაც ხშირად იყენებთ . აზრი აქ აქვს 100გ ჩილის წიწაკის ყიდვას , თუ ცხარეს საჭმელს თქვენს ოჯახში არავინ  მიირთმევს . იცოდეთ , რომ ღია პაკეტში შეიძლება გაჩნდეს საკვები ჩრჩილი  , თუ შეამჩნიეთ მასში  თხელი ქსელი  , დაუყონებლივ გადააგდეთ .

2. მიწვის საწინააღმდეგო ჭურჭელი (დაკაწრული) 

მიწვის საწინააღმდეგო ჭურჭელი სახელგანთქმულია იმით , რომ მათზე შეიძლება საჭმლის მომზადება ზეთის დამატების გარეშე . თუმცა ნაკაწრების გაჩენასთან ერთად ის კარგავს თავის პირველად ფუნქციებს და საკვები თავისუფლად შეიძლება მიიწვას . ამასთანავე დაზიანებული ზედაპირი გახურებისას გამოყოფს მავნე ნივთიერებებს , რომელიც საჭმელში შეიძლება მოხვდეს . ამიტომ ასეთუ ჭურჭელი ჯობს გამოცვალოთ .

3. ჭურჭლის ძველი სარეცხი ღრუბელი

იცოდით , რომ ჭურჭელს დაბინძურებული ღრუბლით წმენდთ ? საქმე იმაშია , რომ მათში ძალიან სწრაფად გროვდება სხვადასხვა ბაქტერია , რომელიც თანდათან გადაგაქვთ ჭურჭელზე . ის სუფთად გამოიყურება , მარამ მავნე მიკროორგანიზმების გასამრავლებლად ხელსაყრელი კერაა . მსგავსი პრობლემის თავიდან ასარიდებლად  , უმჯობესია ღრუბლები კვირაში ერთხელ გამოცვალოთ . შეგიძლიათ ის დაკიდოთ ონკანზე , ხვრელების საშუალებით დაგროვილი წყალი ნიჟარაში ჩაიღვრება .

4. პოლიეთილენის პარკები

ჩვენს პლანეტაზე შექმნილი სავალალო ეკოლოგიური მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზია ერთჯერადი პარკები . ნაცვლად იმისა , რომ მაღაზიიდან ყოველი დაბრუნების შემდეგ პარკი მიიტანოთ სახლში , იყიდეთ ან გაიკეთეთ ეკოჩანთა . ამგვარად , თქვენს წვლილს შეიტანთ ეკოლოგიური სიტუაციის გამოსწორებაში და ფინანსურ დანაზოგსაც გააკეთებთ . ასევე მსგასი ჩანთა უფრო მტკიცეა და გაუძლებს დიდი რაოდენობით პროდუქტებს . რაც შეეხება სახლში დაგორვილ ერთჯერად პარკებს , ჯობს ისინი გადამამუშავებელ პუნქტში მიიტანოთ .

5. ხის ხელსაწყოები ნახეთქებითა და ნაკაწრებით

დავიწყოთ დახეთქილი ხის კოვზებით და სამზარეულოს ნიჩბებით . მათი ვიზუალური მხარეც უსიამოვნოა და ამასთან სახმარად საკმაოდ მოუხერხებელი , ასევე თითქმის შეუძლებელია ხის ჭურჭლის სტერილიზება  , ცხელ წყალში და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ისინი ფუჭდება , ამიტომ ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით უნდა შემოვიფარგლოთ . არსებობს კვლევა , რომლის მიხედვითაც სამზარეულოს ხის ჭურჭლის ზედაპირზე რჩევა პათოგენური ბაქტერიები , თუმცა ეს საკამათო საკითხია . ჯობს არ გარისკოთ და ძველი ჭურჭელი თავიდან მოიშოროთ .

რაც შეეხება ძველ საკეპ დაფებს , ამ შემთხვევაშო სიტუაცია კიდევ უფრო  უარესია . დროთა განმავლობაში მათი გამოყენებისას  ასხლეტილი ხის ნაფცქვენები შეიძლება საჭმელში მოხვდეს . ასევე მათშ მრავლდება პათოგენური ბაქტერიები . უნდა აღინიშნოს ,რომ პლასტმასის დაფებიც არაა სრულიად უსაფრთხო , შეიძლება ისინიც გაიკაწროს და ცხელი წყალი მათ სრულ სტერილიზებას ვერ უზრუნველყოფს .

6. ხელსახოცი ყველაფრისთვის

ტყუილად არ ამბობენ , რომ უნდა არსებობდეს ხელსახოცები ყველა დანიშნულებისთვის . არ შეიძლება ერთი მათგანის გამოყენება ხელის გსამშრალებლად , ჭურჭლისთის და მაგიდაზე დაღვრილი სუპის გასამშრალებლად . შეუძლებელი იქნება მასზე ლაქების მოშორება , ასევე ის წარმოადგენს ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელ გარემოს  , ასევე აღსანიშნავია აუტანელი სუნიც .

7. გაბზარული ჭურჭელი

პირველი მინუსი -ვიზუალური მხარეა , მეორე-უსაფრთხოების არ არსებობა . ყოველთვის არსებობს რისკი , რომ მსგავს ჭურჭელზე გაგეჭრათ ხელი ან ის შეიძლება გასკდეს ნებისმიერ დროს  , სადღესასწაულო სუფრაზეც ვერ შეძლებთ ის გამოტანას და ფენშუიც კრძალავს სახლში გაბზარული ჭურჭლის შენახვას .

8. პროდუქტების მარაგი თვალსაჩინო ადგილას 

რათქმაუნდა მოსახერხებელია , როცა პროდუქტები პროდუქტები ორი ფეხის ნაბიჯზე გაქვთ და საკუჭნაოში მათი გამუდმებით ძებნა არ გიწევთ , თუმცა პარკებში მათი დატოვება მზის შუქზე არც ისე კარგი იდეაა , ეს დააჩქარებას მათ გაფუჭებას . მაგალითად  , თუ კარტოფილს შეინახავთ ნათელ ადგილას , მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ის მალე დაიწყებს ლპობას და დაკარგავს სასარგებლო ნივთიერებების ნაწილს .

9. ნივთების აურზაური მიკროტალღურ ღუმელზე

ალბათ დამეთანხმებით , რომ მიკროტალღური ღუმელის გამოყენება თაროს ნაცვლად არასწორია  , არსებობს მისი დაზიანების საფრთხე. მასზე მოთავსებულმა ნივთებმა შეიძლება დაახშოს ვენტილაციის მილი, შედეგად დაირღვევა ჰაერის ცირკულაცია. უმჯობესია ნივთები კარადაში ან ყუთში გადაიტანოთ.