ტროსტის გაუჩინარება: რატომ შეწყვიტეს მოულოდნელად მამაკაცის მრავალსაუკუნოვანი აქსესუარის გამოყენება

ნებისმიერ დროს ქალისა და მამაკაცის გამოსახულება შედგებოდა სხვადასხვა დეტალებისგან, რაც მის სტატუსზე, გემოვნებაზე და ხასიათზეც კი მეტყველებდა. ბოლო ოთხასი წელიწადი კი ტროსტი კაცისთვის შეუცვლელ ატრიბუტს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, პატრონებს მათთვის საერთოდ არ გაუშვიათ ხელი და ასეც იქნება ყოველთვის. ამასთან, წინა საუკუნემ მოულოდნელად შეიტანა საკუთარი კორექტირებები და დღეს ტროსტით ხელში შესაძლებელია მხოლოდ ასაკიანი ადამიანების ან მათი დანახვა, ვისაც სურთ თავისი თანამედროვე სტანდარტებით უჩვეულო გარეგნობით თავი მოიწონონ.

ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ტროსტის გაჩენას ხელი შეუწყო არა მხოლოდ გადასაადგილებელი საშუალების პოვნის აუცილებლობამ მათთვის, ვინც იმპროვიზირებული საშუალებების გარეშე ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა. თითქმის იმ პერიოდში სასეირნო ჯოხს სხვა ფუნქციაც ჰქონდა – იგი იყო ერთგვარი დეკორაცია, მფლობელის პატივცემულობისა და სტატუსის მაჩვენებელი.

გარდა ამისა, რიგი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ძვირადღირებული და გრძელი ტროსტების პოპულარობის მიზეზი მამრების ფსიქიკისა და ბიოლოგიური მახასიათებლების შედეგებია. ასე რომ, ისინი უშუალოდ ყველაზე მიმზიდველ და საშიში ჯოხის ფლობას ძალასა და ძალაუფლებასთან აკავშირებენ. ამიტომაც იყო, რომ ანტიკური მეფეებისა და მმართველების რეგალიებს შორის აუცილებლად იპოვიდით სკიპტრებს ან ჯოხებს, რომლებიც სახელმწიფოს მართვაზე მათ პრეტენზიებს გამოხატავდა.

აქსესუარად ყველაზე პოპულარული ტროსტი მე -17 საუკუნის ბოლოს მიიღეს. მაშინ დიდი მოთხოვნა არსებობდა სპილოს ძვლის ეგრეთ წოდებულ მალაკურ მოდელებზე,  ამ ხელჯოხებისთვის მასალა მალაიზიის მალაკის სრუტიდან მარაგდებოდა. მე -18 საუკუნის დასაწყისიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტროსტის დიზაინს, რადგანაც ისინი სიმდიდრისა და მფლობელის სტატუსის მაჩვენებლებად ითვლებოდა. სახელურებისა და ბოლოების ოქროს თასმებით მორთვა მასიურად დაიწყეს.

ამ აქსესუარის პოპულარობის პიკად შეიძლება ჩაითვალოს ვიქტორიანული ეპოქა და ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდი, რამაც ხელი შეუწყო საშუალო კლასის გაჩენას. სწორედ ამ სოციალური ფენის კაცებმა დაიწყეს საკუთარი სიმდიდრისა და ინდივიდუალურობის აქტიური დემონსტრირება მდიდრული სასეირნო ჯოხებით.

ფართოვდება მათი დიზაინის სპექტრიც. ასე მაგალითად, სახელურები სტილიზებული იყო ლომის, არწივების და სხვადასხვა ჯიშის ძაღლების თავის სახით. გარდა ამისა, დეკორაციისთვის იყენებდნენ სხვადასხვა მასალას, მათ შორის ეგზოტიკური მასალებს – ნეფრიტს ან ქარვას.

კიდევ ერთი თვისება, რომელიც დროთა განმავლობაში ტროსტს აღმოაჩნდა, მისი ფუნქციონალური ზრდაა. ასე რომ, ზოგიერთ მოდიფიკაციაში თავდასაცავი ფარული დანაც არსებობდა. ასევე, შესაძლებელი იყო ტროსტისა და ქოლგის კომბინირება. იყო კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია – სპეციალურმა მექანიზმი აქსესუარს გარდაქმნიდა ხელთათმანების მომჭერად, რომელსაც ასევე ყველგან იყენებდნენ.

თუმცა დრო გავიდა და უკვე მე -20 საუკუნეში ტროსტის პოპულარობამ იკლო. ამრიგად, მსოფლიო ომებს შორის პერიოდში, ახალგაზრდები კლასიკური მოდელების სანაცვლოდ უფრო მეტად ტროსტის ქოლგებს ირჩევდნენ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ტროსტს მხოლოდ  სამედიცინო მოწყობილობად იყენებდნენ. აღნიშნული ტენდენცია აისახა მოდელების დიზაინში: ისინი რაც შეიძლება მარტივები და უბრალოები გახდნენ, ამიტომაც მათ, ვინც ადრე ტროსტს ატარებდა, უკვე აღარ სურდათ ამ ნივთთან კავშრი ჰქონოდათ.