რა უნდა გააკეთოთ ობის სუნის მოსაშორებლად: ტანსაცმლის, ავეჯის, ბინისათვის ბრძოლის ვარიანტები

დაობებული სუნი სახლში ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც მუდმივად თავს იჩენს. ამასთან, იმისათვის, რათა მან დისკომფორტი არ გამოიწვიოს, არ გააფუჭოს ავეჯი და ტანსაცმელი, უნდა იცოდეთ, თუ რა იწვევს ამ არომატს და რა მეთოდები უნდა გამოიყენოს მასთან საბრძოლველად. ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს იხილავთ ჩვენი რედაქციის სტატიაში.

დაძველებული სუნის წარმოშობის მიზეზები

თუ ძველი ავეჯით მოწყობილ ნაქირავებ ბინაში გადახვედით ან თან წაიღეთ საბჭოთა ინტერიერის ნივთები, რომელთაც საკუთარი დრო უკვე გალიეს, სუნის მიზეზი შესაძლოა მათში მდგომარეობდეს. ნესტიანი ხე ხშირად “ყარს” ობიანობით. კიდევ ერთი ვარიანტია ბანალური მტვერი. იგი ბაქტერიებისა და ხშირად ობის წყაროა. დაამატეთ ცუდი ვენტილაცია, ტენიანობა და შედეგად მიიღებთ შესანიშნავ გარემოს მავნე მიკროორგანიზმების გასამრავლებლად.

ტანსაცმელს ხშირად უსიამოვნო სურნელი აქვს. თუ სუნი გარეცხვის შემდეგაც შენარჩუნდება, უნდა შეამოწმოთ, სწორად ინახავთ თუ არა ნივთებს. შესაძლოა არ ელოდებით ტანსაცმლის ბოლომდე გაშრობას და კარადაში ოდნავ ნესტიანს ანთავსებთ. აღნიშნული პრობლემა ხშირად ექმნებათ იმ დიასახლისებს, რომლებიც ნივთებს აბაზანაში ან სხვა ნესტიან ოთახში აშრობენ. გარდერობის ნივთების განთავსება არ შეიძლება კარადაში და დაუთოებისთანავე – მათ გასაგრილებლად დრო სჭირდებათ.

როგორ მოვაცილოთ ავეჯს დაობებული სუნი?

  • გამოიყენეთ პროფესიონალური საშუალებების დახმარება – ვინაიდან ძველ ხეში “მცხოვრები” მიკრობები და ბაქტერიები არიან დაობებული სუნის გამომწვევნი, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ანტიბაქტერიული საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული.
  • იფიქრეთ სოდასა და ძმარზე – ისინი საუკეთესო დამხმარენი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაობებული სუნის მოსაშორებლად, მოაყარეთ იგი ჰორიზონტალურ ხის ზედაპირებზე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სოდა უნდა დატოვოთ მინიმუმ ერთი დღით, ან უკეთესია რამდენიმე დღით, რათა მან იმოქმედოთ. ასევე შეგიძლიათ წაუსვათ მცირე რაოდენობით სოდა ხალიჩასა და ქსოვილებზე, დაელოდოთ 20-30 წუთი და შემდეგ მოაცილოთ მტვერსასრუტით. თუ შაბათ-კვირას აპირებთ წასვლას, შეგიძლიათ გაასუფთაოთ კარადები, მაგიდები და თაროები ძმრით. ეს აღმოფხვრის დაობებულ სუნს, მაგრამ იგი ბინაში ორი დღის განმავლობაში დარჩება. თეფშზე შეგიძლიათ დაამატოთ დაფქვილი ყავა ან აქტივირებული ნახშირი და განათავსოთ იგი კარადის თაროზე. ისინი ცნობილია მათი შთამნთქმელი თვისებებით და ამიტომ უსიამოვნო სუნის განეიტრალებაში ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ.
  • მოიცილეთ რეტრო ავეჯი – ძველი ტუმბო, კარადა, კომოდი შეგიძლიათ აღადგინოთ ზემოთ მოცემული მეთოდების გამოყენებით. დივანთან დაკავშირებით კი ყველაფერი გაცილებით რთულია: ზოგჯერ სუნი ქსოვილს ისე ჭამს, რომ ბრძოლის გარე მეთოდები ვერავითარ შედეგს ვერ იძლევა. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ სცადოთ დივანზე უარის თქმა ან ახლის შეძენა. რაც შეეხება კარადებს და კომოდებს, მცირე რესტავრაცია სწორედაც მომგებიანი ვარიანტი იქნება: ისინი უნდა გაწმინდოთ ლაქისა და საღებავისგან, დაამუშაოთ ძმრით, შემდეგ კი დაფაროთ საღებავის ახალი ფენით.
  • გამოიტანეთ ავეჯი მზეზე – ეს ვარიანტი მხოლოდ მათთვისაა შესაფერისი, ვინც ცხოვრობს კერძო სახლში ან ცდილობს დაჩაზე დაობებული სუნის მოცილებას. მზის სხივები მოაცილებს ინტერიერის ნივთებს იმ ტენიანობას, რომელიც ბაქტერიების წარმოქმნას იწვევს. ოთახებშიც უნდა წაიმუშაოთ – თუ მათში ტენიანობის გაზრდილი დონეა, სუნი ისევ გამოჩნდება.

როგორ უნდა მოაცილოთ ტანსაცმელს დაობებული სუნი?

  • მოაწყეთ რევიზია – პირველ რიგში, საჭიროა ტანსაცმლის დალაგება. კარადის უკანა თაროებზე, ჩვეულებრივ, მთელი რიგი ნივთებია, რომლებსაც არ ატარებთ. ჩვეულებრივ, ისინი სუნის გაჩენას იწვევენ. ასევე საჭიროა რეგულარულად განიავოთ საკუჭნაო, ხოლო თუ საგარდერობო გაქვთ, იქ დაამონტაჟეთ ვენტილაცია, რომ ჰაერი არ დაგუბდეს.
  • ხელახლა გარეცხეთ ნივთები – თეთრეული და ტანსაცმელი, რომელიც დიდი ხანია ინახება კარადაში, საჭიროა წინასწარ გაირეცხოს, მაშინაც კი, თუ ისინი კარადაში ახალი მოთავსებულია. თუ დაობებული სუნი ინტენსიურია, მის მოსაშორებლად გარეცხვამდე გაჟღინთეთ ტანსაცმელი ძმრით / წყლით.
  • იფიქრეთ შენახვის სისტემაზე – თუ მოახერხეთ ტანსაცმლისა და თეთრეულისაგან სუნის მოცილება, არ დაუშვათ, რომ ის კვლავ გამოჩნდეს. ამისათვის უნდა შემოიღოთ ტანსაცმლის შენახვის ახალი წესები. მაგალითად, სეზონური ნივთები უნდა შეფუთოთ ვაკუუმში, რათა მშრალად იქნენ შენახულნი და შეამცირონ კარადაში მათ მიერ მოცული ადგილის რაოდენობა. სუფთა თეთრეული და პირსახოცები არ უნდა ინახებოდეს ბინძური ტანსაცმლის გვერდით, რადგან ქსოვილი სუნს მშვენივრად შეიწოვს. სჯობს სპეციალური კალათა გქონდეთ გარეცხილი ნივთებისთვის. კარადაში შეგიძლიათ ჩაყაროთ სპეციალური ჩანთები ან მოათავსოთ ქილა სოდა ან ყავის მარცვლები – შესაბამისად გარდერობის საგნებს ყოველთვის შესანიშნავი სუნი ექნებათ.

როგორ უნდა გაუმკლავდეთ დაობებულ სუნს ბინაში

  • აწარმოეთ ზოგადი დასუფთავება – ყველაზე თვალსაჩინო ვარიანტია ადგილის დასუფთავება და ვენტილაცია. დასუფთავების პროცესში იპოვნეთ და აღმოფხვერთ დაობებული სუნის გამომწვევი მიზეზები: გადაყარეთ ძველი იატაკის ტილო, მაცივრიდან დაკარგული საკვები, დაყრილი ნარჩენები. იატაკის გარეცხვა შესაძლებელია წყლით, ძმრითა და ეთერზეთით. შემდეგ უნდა გაწმინდოთ ვენტილაცია. შეამოწმეთ მოწყობილობების მუშაობის ხარისხი – შესაძლოა მოგიწიოთ ზოგიერთი ნაწილის შეცვლა. გახსოვდეთ, რომ ჰაერის გამაგრილებელი საშუალებები და სხვადასხვა სუნამოები ხელს უწყობენ სუნის შენიღბვას, თუმცა ვერ აღმოფხვრიან მიზეზს, ამიტომაც ქიმიური საშუალებების შესხურებაზე დრო არც უნდა დაკარგოთ.
  • თავიდან ააკარით შპალერი – თუ პრობლემა დიდი ხნის განმავლობაშია უგულებელყოფილი, უსიამოვნო სუნი შესაძლოა შეიწოვოს არა მხოლოდ ავეჯმა, არამედ შპალერმაც კი. თუ ისინი ირეცხება და ტენიანობის მიმართაც მდგრადია, შეგიძლიათ სცადოთ მათი აღდგენა წყლისა და ძმრის ხსნარით. არ შველის? შესაბამისად, შპალერის ხელმეორედ აკვრა მოგიწევთ.
  • შეამოწმეთ ვენტილაცია – სავარაუდოდ, აბაზანაში იმიტომ ჩნდება დაობებული სუნი, რადგანაც მაღალი ტენიანობაა. მის აღმოსაფხვრელად დააინსტალირეთ პირსახოცის საშრობი, ასევე სავალდებულო დეფლექტორი (თუ პირობები ამის საშუალებას იძლევა).
  • დაურეკეთ სპეციალისტებს – საშინაო საშუალებები კარგი ბიუჯეტური მეთოდია დაობებულ სუნთან გასამკლავებლად. ამასთან, თუ მათ დადებითი შედეგები არ მოაქვთ, მაშინ უნდა დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან უსიამოვნო სუნის მოცილებაზე./li>