ბიუჯეტური ხელნაკეთი საპონი, რომელიც ერთი წელი გეყოფათ

ხელნაკეთი სარეცხი საპონი გულისხმობს არამარტო ბუნებრიობისა და თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას, არამედ მნიშვნელოვანი დანაზოგსაც კი. მის დამზადებას დიდი დრო და სპეციალური ინგრედიენტები არ სჭირდება, თუმცა მინიმალური მოხმარება საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ აღნიშნული საშუალება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, დაზოგვის გარეშეც კი. სასიამოვნო სურნელი და შესანიშნავი ეფექტურობა ლაქების მოცილების პროცესში ამ ხელნაკეთი საპნის ცხადი უპირატესობებია. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მის დასაზმადებლად.

1. ამ რეცეპტის მთავარი უპირატესობები

რამდენიმე მარტივი ინგრედიენტის გამოყენებით შეძლებთ დაამზადოთ სარეცხი საპონი, რომელიც უსაფრთხოა და თქვენს სამოსს გაზაფხულის ნაივის მსგავს სუფთა სურნელებას მიანიჭებს. ამ რეცეპტის მნიშვნელოვან უპირატესობად შესაძლოა ეკონომიურობა ჩაითვალოს. ამ სარეცხი საპნის გამოყენებით დაზოგავთ მნიშვნელოვან თანხას, რომლის დახარჯვაც ფხვნილისა და ქსოვილის დამარბილებელზე მოგიწევდათ. თუ დაუყოვნებლივ მოემზადებით ერთი წლისათვის, მაშინ თქვენი ჯიბეც არ დაზარალდება.

საყოფაცხოვრებო სარეცხი საპნის მოსამზადებელი ინგრედიენტები

ღირს საყოფაცხოვრებო სარეცხი საპნის ამ რეცეპტის ერთხელ გასინჯვა, რათა მოგვიანებით ხარისხიანი დასუფთავებისთვის საჭირო ინგრედიენტების მუდმივ არსენალში შეიტანოთ. არ არის აუცილებელი არომატიზატორების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახში არიან ადამიანები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან სუნის მიმართ. ზოგიერთი ინგრედიენტის შეძენა შესაძლებელია ჩვეულებრივ მაღაზიაში, ზოგიერთის შეკვეთა კი შესაძლებელია ინტერნეტით. ბუნებრივი სარეცხი საპნის შესაქმნელად დაგჭირდებათ:

  • სარეცხი საპონი და ლაქების ამომყვანი Fels Naptha – 3 ნაჭერი;
  • სარეცხი საშუალების გამაძლიერებელი და სახლის მრავალფუნქციური საწმენდი საშუალება Team Borax – 1 ყუთი;
  • სარეცხი სოდა – 1 შეკვრა;
  • საცხობი სოდა – 2 ჭიქა;
  • უნივერსალური ლაქების ამომყვანი OxiClean – 2 შეკვრა;
  • არომატიზატორი Pure Crystals in-wash (სურვილისამებრ) – 1-2 ბოთლი.

2. როგორ უნდა მოამზადოთ სახლის პირობებში რეცხვისა და წმენდისთვის განკუთვნილი საპონი

დიასახლისების უმეტესობა, რომელთაც საპნის ეს რეცეპტი უცხდიათ, შეძენილ სარეცხ საშუალებებს აღარ დაბრუნებიან. დასაწყისისთვის, დაახლოებით 2000 ათასი რუბლის დახარჯვა მოგიწევთ, თუმცა ამ თანხით შეძლებთ მრავალშვილიანი ოჯახის ნივთების გასარეცხად და სახლის დასასუფთავებლად საჭირო სარეცხი საშუალების ყოველწლიურად მომარაგებას. მიღებული პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული 2 სუფრის კოვზის ოდენობით სარეცხი მანქანის თითოეული ჩატვირთვაზე.

მომზადების თანმიმდევრობა:

  1. დასაწყისისთვის, საპნის ნაჭრისგან საპნის ბურთულები უნდა გააკეთოთ. ისინი უნდა იყვნენ საკმარისად მცირე ზომის, რათა სწრაფად და სრულად გაიხსნან სარეცხ მანქანაში რეცხვის დროს. ამის გაკეთება შესაძლებელია ბლენდერის,  სამზარეულის კომბაინის, ან თუნდაც სამზარეულოში ნაპოვნი ჩვეულებრივი სახეხელის მეშვეობით.
  2. თუ არჩევანი ბლენდერზე ან კომბაინზე შეაჩერეთ, დაიწყეთ დანის გამოყენებით საპნის ნაჭრის უფრო მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრა. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი OxiClean, რათა კომბაინის შიგთავსი ერთმანეთს არ მიეწებოს. აურიეთ ყველაფერი ყველაფერი მანამ, სანამ საპონი პატარა ბურთულებად არ გადაიქცევა.
  3. შემდგომ, ერთმანეთს უნდა შეურიოთ სარეცხი საშუალების ყველა ინგრედიენტი. უმარტივესი და უსწრაფესი გზაა ყველაფრის შესაფერის, საკმარისად დიდ ნაგვის ტომარაში ჩადებაა. უნდა ჩაყაროთ სამრეცხაოს საპნის გრანულები ბორაკთან, სარეცხ სოდასთან, სოდასთან, OxiClean-თან და Purex Crystals-თან(თუ გამოიყენება) ერთად დიდ ტომარაში, შემდეგ უნდა თავი მოუკრათ მას და მოათავსოთ ნაგვის სხვა ტომარაში, რათა გაჟონვა არ მოხდეს.
  4. ამის შემდეგ, უნდა შეანჯღრიოთ ტომარა საფუძვლიანად, ისე, რომ პერიოდულადაც გადააბრუნოთ იგი, რათა მთელი შიგთავსი კარგად კარგად შეერიოს ერთმანეთს. მზადაა.

3. ხელნაკეთი სარეცხი საპნის გამოყენება და შენახვა

ახლა, როდესაც საპონი მზადაა, შეგიძლიათ შეინახოთ იგი ჭურჭელში ან ქილაში, რომელსაც გააჩნია მჭიდრო სახურავი. თუ მას შეინახავთ აბაზანაში ან მაღალი ტენიანობის მქონე სხვა ოთახში, რეკომენდებულია დაამატოთ რამდენიმე ტომარა სილიციუმი, რათა თავიდან აიცილოთ სარეცხი საშუალების დეგრადაცია. თეთრეულის დაბინძურების ხარისხის მიხედვით, შესაძლებელია გამოიყენოთ ამ სარეცხი საშუალების დაახლოებით 1-2 სუფრის კოვზი მოცულობა. აქ მოცემულია გამოყენების კიდევ რამდენიმე კონკრეტული წესი:

  • ნორმალური რეცხვისთვის საჭიროა 2 სუფრის კოვზი სარეცხი საშუალება.
  • მცირე რეცხისთვის საკმარისია 1 და 1/2 სუფრის კოვზი სარეცხი საშუალება.
  • ძალიან დიდი ან ძლიერი დაბინძურების მქონე სარეცხს დასჭირდება 2 და 1/2 სუფრის კოვზი სარეცხი საშუალება.

საინტერესო ინფორმაცია: ითვლება, რომ პირველი საპონი გამოიგონეს შუმერებმა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წელს. ამისათვის მათ დაამზადეს საპნის ხსნარი, რომელიც შედგებოდა წყლისგან, ხის ნაცრისგან და მასში გამდნარი ცხიმისგან. კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, პირველი საპონი გამოიგონეს ძველ ეგვიპტეში, დაახლოებით 6 ათასი წლის წინ. ამ თეორიის ფაქტობრივი მტკიცებულება აისახა პაპირუსებში, რომლებიც ნაპოვნია მდინარე ნილოსის ხეობის გათხრების შედეფად, სადაც ფიქსირდება საპნის დამზადების რეცეპტები. ამასთან, პირველი საპნის გაკეთებამდე მრავალი წლით ადრეც კი ტანსაცმლის გასარეცხად და დასაბანად მსგავს რამეს ამზადებდნენ. მაგალითად, ბეკონისა და ბამბუკის ნაცრისგან დამზადებული მალამო, რომელსაც იყენებდნენ ძველი გალები. ასევე პოპულარული იყო სხვა ბუნებრივი ინგრედიენტები, მაგალითად, თეთრი თხილის ქერქი, ქვიშა და ა.შ.