6 მოდური იდეა თუ როგორ გამოიყენოთ ხელოვნური ქვა ინტერიერში

ხელოვნური ქვა მოსაპირკეთებელი მასაა, რომელიც ბუნებრივ ფაქტურას იმეორებს. ასეთი ზედაპირის წყალობით მცირე ბიუჯეტის შემთხვევაშიც სახლის ორიგინალურად გაფორმებას შეძლებთ. მთავარია სწორად შეარჩიოთ დეკორატიული მოსაპირკეთებელი და გადაწყვიტოთ თუ სად უნდა განათავსოთ ის. დღევანდელ სტატიაში 6 ვარიანტს გაგიზიარებთ თუ სად შეიძლება ინტერიერში ხელოვნური ქვის გამოყენება.

მასალის უპირატესობანი და თავისებურებები

აგური, ქვა და თიხა პოპულარული მასალებია, რომლებიც სახლის გასაფორმებლად ხშირად გამოიყენება. თუმცა ბუნებრივი მასალა შეგიძლიათ ხელოვნური მოსაპირკეთებლით ჩაანაცვლოთ, რომელსაც მთელი რიგი ღირებულებები გააჩნია. მათ შორისაა: ხელმისაწვდომი ღირებულება, ფაქტურებისა და ფერის ფართო ასორტიმენტი, მარტივი მოსავლელია, მსუბუქია, დიდხანს ძლებს და დაზიანებები ნაკლებად უჩნდება, ნებისმიერ ზედაპირზე შეგიძლიათ მიმაგრება. დეკორატიული მოსაპირკეთებელი შესაძლოა უბრალოდ ფონი იყოს, რომელიც ტილოს იმიტირებას მოახდენს და სხვა მასალების ფაქტურას ხაზს გაუსვამს.

დიზაინის შექმნისას შემდეგი კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოთ: ოთახის სტილი, მისი ზომები და განათება, ფერთა გამა და მოსაპირკეთებელი მასალის ფრაგმენტული გამოყენება. ყველაზე ჰარმონიულად ხელოვნური ქვა სხვა მასალებთან კომბინაციაში გამოიყურება. გახსოვდეთ, რომ ის დეკორია, რომელიც სივრცეს ვიზუალურად არ უნდა ამცირებდეს. მასალა დახვეწილად და არისტოკრატიულად გამოიყურება, ამიტომაც მას ხშირად იყენებენ კედლების, ღრულების, კარის ღრიჭოს, აივნისა და ზოგჯერ იატაკის გაფორმებასაც კი.

1. კარის ღრიჭო

ამ სივრცისთვის დიდი მასიური ქვები გამოდგება. უხეში ვიზუალის მოპირკეთებული კარის ღრიჭო ჰარმონიულ კონტრასტს ქმნის ნათელ ფონთან და აქცენტებს სვამს. ხელოვნური ქვა არა მხოლოდ დეკორატიულ, არამედ დამცავ ფუნქციასაც ითავსებს, რითაც კარის ღრიჭოს ცვეთისაგან იცავს.

2. იატაკი

შემოსასვლელის, მისაღებისა და აბაზანის იატაკის მოსაპირკეთებლად გლუვი პრიალა მარმარილო გამოიყენება. როგორც წესი, მსგავსს ზედაპირს, “თბილი იატაკის” ზემოთ აკეთებე, რადგანაც მას ჰიდროიზოლაციის თვისება გააჩნია. მაღალი ხარისხის ნიმუშის წყალობით თქვენ შეძლებთ კენჭის, ფილებისა და მოზაიკის ვიზუალის შექმნას.

3. თაღი

თაღოვანი სტრუქტურა ხელს უწყობს სივრცის ვიზუალურ გაფართოებას, ოთახის ზონირებას და მასში ერთი საერთო სტილის შექმნას. არქიტექტურული ელემენტის გაფორმება შესაძლებელია სხვადასხვა მასალით, მთავარია გაითვალისწინოთ ოთახის განათება და ზომები. მნიშვნელოვანია, რომ თაღის დეკორატიული დასრულება კედლების ფერებთან ჰარმონიაში იყოს ან პირიქით კონტრასტს ქმნიდეს. იდეალური ვარიანტია სამი ელემენტის კომპოზიცია: თაღები, ნიშები და ფანჯრები. ხელოვნური ქვა ორი გზით იგება: თაღოვანი ღიობის გასწვრივ ან მთლიან კედელზე. კარგად გამოიყურება ნიჟარები, დამტვრეული ქვა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ფილები.

4. შემოსასვლელი

თუ კედლებს გამუდმებით ეხებით და ისინი ხშირად ისვრება, ზედაპირი ხელოვნური ქვით დაფარეთ. შესანიშნავი ვარიანტია ერთი კედლის ან მისი უმეტესი ნაწილის მოპირკეთება, საპირისპირო კედელზე კი ქვის კვადრატები ან ზოლები გააკეთოთ. მსგავსი გადაწყვეტილება ევროპულ ქუჩებს მოგვაგონებს. დეკორატიული ქვა კარგად გამოიყურება ხის მასალასთან, ფოტო შპალერსა და მსგავსი ტიპის ელემენტებთან: ფარნები, ყვავილების ქოთნები, ქანდაკებები.

5. სამზარეულო

სამზარეულოს დეკორის შესანიშნავი ვარიანტია ხელოვნური ქვის გამოყენება. მასალა კედელს ჭუჭტისა და მაღალი ტენიანობისგან დაიცავს, ამასთანავე ინტერიერის კარტი დამატება იქნება. გარდა ამისა, ჰორიზონტალური ქვა ოთახს ვიზუალურად აფართოებს. თეთრი ბზინვარე ქვა ნათელ ინტერიერს მოუხდება, ხოლო ბუნებრივი ფერები კი ოთახს სიმყუდროვეს შეჰმატებს.

6. საბავშვო ოთახი

მასალა საბავშვო ოთახის გასაფორმებლადაც გამოგადგებათ. ხელოვნური მასალის გამოყენებით შეძლებთ შექმნათ ზღაპრული პეიზაჟები ციხეებით, კოშკებითა და მთელი ქალაქებითაც კი. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ გლუვი ზედაპირის მქონე მასალა, რათა ბავშვები უსაფრთოდ იყვნენ. ასევე შეგიძლიათ მთელ ოთახში მცირე ზომის ქვის კომპოზიციები დაამატოთ, რათა სრულყოფილი გაფორმება შექმნათ.