9 ხრიკი დალაგებისათვის, რომელიც დაგეხმარებათ სახლს ბზინვარება დაუბრუნოთ

სახლის სწრაფად და ხარისხიანად დალაგება ეკონომიურადაც სავსებით შესაძლებელია. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ ხელთ არსებული მარტივი და ეფექტური საშუალებები გამოიყენოთ. სხვათაშორის, ისინი არანაკლებ შედეგიანია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ სასარგებლო ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ რთულ და ხშირ დაბინძურებას მარტივად და სწრაფად გაუმკლავდეთ.

1. სუფთა აბაზანა

აბაზანის იმ კუთხეებში, რომლებითაც ის კედელსაა მიმაგრებული, წყალი ხშირად გროვდება, შედეგად კი ისეთი დაბინძურება ჩნდება, როგორიცაა: მარილის ნალექი, ყვითელი ნადები და სოკოც კი. მათთან გასამკლავებლად შეგიძლიათ მარტივი საშუალება გამოიყენოთ, რომელიც თქვენს აბაზანას აიძულებს პირდაპირ იბზინოს: საჭიროა ბამბა ან თეთრი ხელსახოცი გამათეთრებელში დაასველოთ და დაბინძურებულ ადგილზე მოათავსოთ. დატოვეთ ისინი მთელი ღამით ან უკეთესს შემთხვევაში მთელი დღე, შემდეგ კი აბაზანა სტანდარტული მეთოდით გარეცხეთ.

2. ბზინვარე სარკე

სარკე, განსაკუთრებით სააბაზანოში, ხშირად იფარება თითების კვალით, ნალექითა და ნადებით. მისთვის ბზინვარების დასაბრუნებლად შეგიძლიათ იაფი და მაქსიმალურად ეფექტური საშუალება გამოიყენოთ, რომელსაც ხელთ არსებული იგრედიენტებით შექმნით. შეურიეთ წყალი და სუფრის ძმარი თანაბარ პროპორციებში, კარგად მოურიეთ, შემდეგ კი ჩვარის საშუალებით წაუსვით სარკეს და კარგად გაწმინდეთ.

3. დამცავი გადასაკრავი გამწოვისათვის

გამწოვის წმენდა მარტივი და სწრაფი პროცედურა ნამდვილად არაა, ამიტომაც მისი შესრულება ნაკლებად გვსურს ხოლმე. საბედნიეროდ, არსებობს საშუალება, რომელიც ამაში დაგვეხმარება. მომდევნო წმენდის შემდეგ, დამცავს წაუსვით გლიცერინის ან ცვილის თხელი ფენა, ასე მასზე გაცილებით ნაკლები მტვერი დაგროვდება.

4. ღუმელის წმენდა

ღუმელის სწრაფად გაწმენდა ყველას როდი გამოსდის, თუმცა თუ საკმაოდ მარტივ, მაგრამ ნამდვილად მოქმედ მეთოდს მიმართავთ, საქმე გაცილებით სწრაფად წავა. ამისათვის საჭიროა შეურიოთ სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება სოდას და წყლის ის რაოდენობა დაუმატოთ, რომ მათგან კბილის პასტის მაგვარი მასა მიიღოთ. მიღებული ნარევი უნდა წაუსვათ ღუმელის კედლებს და კუთხეებს, განსაკუთრებული ყურადღება გამორჩეულად დაბინძურებულ ადგილებს მიაქციეთ. დატოვეთ 20წუთით, შემდეგ კი ღრუბლით ან ჩვარით გაწმინდეთ.

5. გაზქურის გაწმენდა

გაზქურა სამზარეულოში ყველაზე ხშირად ჭუჭყიანდება. მასზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე საჭმელი, რომელიც ზედაპირზე მიიწვება და შედეგად მისი მოშორება დიდ სირთულეს წარმოადგენს. მსგავსს ლაქებთან გამკლავებას ხელნაკეთი საშუალებით მარტივად შეძლებთ: ღრმა თეფშში ჩაასხით წყალი და მცირეოდენი წყალბადის ზეჟანგი. მიღებული ხსნარი წაუსვით გაზქურის ზედაპირს და დატოვეთ 10წუთით. შემდეგ კი ღრუბლით აკურატულად მოწმინდეთ.

6. გრანიტის მაგიდების სისუფთავე

სამზარეულოში განსაკუთრებით ესთეტიურად გამოიყურება სუფთა და ბზინვარე სამუშაო ზედაპირი, თუმცა ის საკმაო მოვლას საჭიროებს და ყველა საწმენდი საშუალებაც არ გამოგადგებათ. გრანიტის ზედაპირის გაწმენდაში შემდეგი წყალხსნარი დაგეხმარებათ: შეურიეთ ორი ჭიქა თბილი წყალი მცირე რაოდენობით ჭურჭლის სარეცხ საშუალებასა და მეოთხედ ჭიქა სპირტს. წყალხსნარი ეფექტურად გაუმკლავდება ყველა სახის დაბინძურებას და ამასთანავე არ დააზიანებს ზედაპირს.

7. ფილების შეერთების ადგილი

დროთა განმავლობაში ფილების შეერთების ადგილი ბინძურდება და ფერს იცვლის. მათთან გასამკლავებლად, რათა თავიდან უსიამოვნო შედეგები აიცილოთ, გირჩევდით სოდის გამოყენებას.

სასარგებლო რჩევა: ეს ხრიკი ობსაც წარმატებით გაუმკლავდება.

8. ჟანგის მოცილება

თვითნაკეთი საშუალება დაგეხმარებათ ისეთ რთულ პრობლემასთან გამკლავებაშიც კი, როგორიცაა ჟანგი. მასთან წარმატებულად საბრძოლველად უნდა მოიმარჯვოთ ნახევარი ლიმონი და მარილი მოაყაროთ, შემდეგ კი მისი საშუალებით ზედაპირი მსუბუქად დაამუშაოთ. ამ ტიპის წმენდის შემდეგ, არ დაგავიწყდეთ დამუშავებული ადგილების სუფთა წყლით მოწმენდა, რათა ლიმონმჟავამ ზედაპირი არ დააზიანოს.

9. მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა

მიკროტალღური ღუმელის სრულად გასაწმენდად, რათა მას საჭმლისა და ცხიმის ლაქები მოაცილოთ, დიდი დროისა და რესურსების დახარჯვა სავსებით არაა საჭირო. საკმარისია იცოდეთ საშუალება, რომლის დახმარებითაც მხოლოდ დაკვირვება მოგიწევთ და არაფრის წმენდა. მოიმარჯვეთ ფართე კიდეებიანი თეფში და ნახევარი ფინჯანი წყალი ჩაასხით, ასევე საჭიროა დაუმატოთ ლიმონის წვენი და ცედრა. მიღებული ნარევი მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში და 3წუთით ჩართეთ. დროის გასვლის შემდეგ რეკომენდირებულია, მიკროტალღური ღუმლის კარი ეგრევე არ გახსნათ, დაელოდეთ დაახლოებით 5წუთი, შემდეგ კი მისი კედლები სველი ხელსახოცით გაწმინდეთ.