ნივთები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ პატარა სამზარეულოდან

პატარა სამზარეულოს მოწყობა არ არის ადვილი საქმე. ყველა საჭირო ნივთის 6 კვადრატულ მეტრზე მოთავსება თან კომფორტულად და თან ლამაზად უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.

მთავარია, გადაწყვიტოთ – რომელი ნივთი არ გჭირდებათ.  ჩვენ კი რჩევებით დაგეხმარებით.

პატარა სამზარეულოს მოწყობა

სამზარეულოს დიდი მაგიდა

თუ პატარა სამზარეულოში დიდი მაგიდა გიდგათ, პირველ რიგში, უფრო კომპაქტურით შეცვალეთ. უმჯობესია, ფრთებიანი გასაშლელი იყიდოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ყველა წევრი მოთავსდეს.

მაგიდის კარგი ალტერნატივაა სამზარეულოს თაროს გაგრძელება, კედელზე მიმაგრებული დასაკეცი მაგიდა ან ფართე ფანჯრის რაფა.

გუმბათოვანი გამწოვი

გუმბათოვანი გამწოვი კარგად ჯდება დიზაინში,  მუშაობს კარგად, არ საჭიროებს რეგულარულად შეცვლას, არ იკავებს დიდ ადგილს.

სტაციონარული მიქსერი

ასეთი მიქსერი კარგი სახმარია, მძლავრია, კომფორტულია, არ ჭირდება ხელში ჭერა, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს – დიდ ადგილს იჭერს. ამიტომ პატარა სამზარეულოსთვის კარგი ხარისხის ჩხირებიანი მიქსერით შეცვალეთ.

იგივე შეიძლება ითქვას ბლენდერზე.  პატარა ხელის ბლენდერი მშვენივრად უმკლავდება თავის საქმეს და ცოტა ადგილსაც იკავებს.

ჭურჭელი, რომელსაც იშვიათად იყენებთ

ფაიფურის დიდი თეფშები, ბროლის ჭურჭელი, ჭიქების ნაკრები, ჩაიდნები – ყველა ეს დიდებულება არ არის აუცილებელი სამზარეულოში გედგათ და საერთოდ თუ არ ხმარობთ, რისთვის გინდათ?

აგრეთვე პლასტმასის კონტეინერები, ფინჯნები, დეკორატიული თეფშები – იმტვერებიან თავისი რიგის მოლოდინში, თანდათან კიდევ უფრო მრავლდებიან და არაფერი სარგებელი არ მოაქვთ.

თითქოს წვრილმანია, არადა ნებისმიერი ზედმეტი ნივთი სამზარეულოში გვავიწროვებს და დისკომფორტს გვიქმნის. ამიტომ მოიშორეთ ისინი და კომფორტულად მოეწყვეთ თქვენს პატარა სამოთხეში.