რა არის WD-40 და 15 საყოფაცხოვრებო პრობლემა, რომლებსაც ის გადაჭრის

ჩემი მეგობარი ამაყად თავაწეული ატარებს ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის სახელს. სერიოზულ დაზიანებაზე ოჯახში კი იძახებს ხელოსანს, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში თავისი ინჟინრული ალგორითმი აქვს: თუ რამე მოძრაობს და არ უნდა მოძრაობდეს, გამოიყენეთ სკოჩი, თუ არ მოძრაობს და უნდა მოძრაობდეს – WD-40.

სკოჩის შესაძლებლობები ყველას გეცოდინებათ.  WD-40 კი ჩემთვის და თქვენთვის აღმოჩენა იქნება. ოფიციალურ საიტზე 200-ზე მეტი გამოყენების ხერხია ჩამოთვილი.

რა არის WD-40 და როგორ მუშაობს ის

ამერიკელი ქიმიკოსი ნორმან ლარსენი მუშაობდა წყლის ამსხლეტ ნივთიერებაზე, რომელიც ხელს შეუშლიდა კოროზიის წარმოქმნას.  ასეთი ნივთიერების შექმნას და დახვეწას 40 მცდელობა დაჭირდა.

როგორც ჩანს, ამერიკელი ქიმიკოსი ტყუილად არ გარჯილა. მიღებული პროდუქტი არა მარტო ირეკლავს ნესტს, კარგი საპოხი მასალაა და უნივერსალური დამშლელია ჟანგის, ცხიმის, ნადების და მჭვარტლის.

WD-40-ის გამოყენების 15 ხერხი 

უნიტაზების გაწმენდა

მიასხურეთ უნიტაზის ჩამჯდარ ლაქებს და დატოვეთ რამდენიმე წუთი. გახეხეთ შემდეგ ჩოთქით, ლაქები მაშინვე გაქრება.

შხაპ-კაბინის დამცავი

დაამუშავეთ შხაპ-კაბინის ზედაპირი ხსნარით. თქვენ აღარ მოგიწევთ მისი უსასრულოდ წმენდა წყლის და საპნის ნადებისგან.

თუ კარი ჭრაჭუნობს

ძალიან მარტივია – უბრალოდ, დაამუშავეთ კარის პეტლები WD-40-ით.

რომ შეინარჩუნოთ ფანჯრის საკეტისა და რეზინის ელასტიურობა

დროთა განმავლობაში ფანჯრის, ავტომობილის კარების რეზინა ელასტიურობას კარგავს.

WD-40 ხელს უშლის რეზინის გამოშრობას და სირბილეს უნარჩუნებს მას.

დაასხით სველ ხელსახოცზე WD-40 და წაუსვით მთელ ზედაპირზე.

უჟანგავი ლითონის გაწმენდა

დაასხით ტილოზე WD-40, წაუსვით უჟანგავ ზედაპირზე, მოაშორეთ ნათითურები და სხვადასხვა ლაქები.

ხალიჩების წმენდა

WD-40 მარტივად აშორებს რთულ ლაქებს, მიასხურეთ ხალიჩაზე და შემდეგ დაამუშავეთ სპეციალური შამპუნით.

მოაშორეთ მარკერის ლაქები

მარკერი, ფლომასტერი, ცვილის ფანქრები – ყველაფერს მოაშორებს. წაუსვით WD-40 და გაწმინდეთ მშრალი ხელსახოცით.

ლაქები თეთრ კეტებზე

გადაუსვით WD-40, გააჩერეთ ცოტა ხანი და მოწმინდეთ ღრუბელით.

აშორებს სკოჩის და ეტიკეტის წებოს

101 მეთოდი არსებობს ამის გაკეთების, მაგრამ WD-40 ყველაზე მარტივად და სწრაფად უმკლავდება.

ფეხსაცმლის მოსავლელად

დაამუშავეთ ფეხსაცმელი და ის წყალგაუმტარი გახდება, ამასთან, მოაშორეთ ნებისმიერი ლაქა.

LEGO-ს ნაწილების დაშორება

ხანდახან ლეგოს ნაწილები ერთმანეთში იჭედება ხოლმე. უბრალოდ, მიასხურეთ, დაელოდეთ და კუბიკები ადვილად დაშორდება ერთმანეთს. არ დაგავიწყდეთ კარგად გარეცხვა.

საკეტის გაღება

თუ გაიჭედა ან ჩაიჟანგა საკეტი – შეასხურეთ WD-40. რამდენიმე წუთში შეძლებთ გასაღების გადატრიალებას.

ინსტრუმენტების დამუშავება

სეკატორი, ზამბარები, მაკრატელი, ჭანჭიკები, ქანჩები. ან ხერხი, ქაფჩა, შპატელი… დაამუშავეთ ნებისმიერი რკინის ნივთი და ჟანგი აღარ მიეკარება.

ლურსმნები

შეასხურეთ ლურსმნების ყუთში WD-40 და ისინი აღარ დაიჟანგებიან.

ფუნჯები ყოველთვის ახალივით იქნება

როგორც ხედავთ, WD-40 სასწრაფო დახმარებაა უამრავ შემთხვევაში.  თქვენ რა იცით ამ საშუალებაზე?

თქვენ გამოგიყენებიათ ეს საშუალება?