გამოცდილმა მებაღემ მირჩია თუ რითი შემიძლია ძვირადღირებული ფიტონათურის ჩანაცვლება

თუ დიდი ხანია მებაღეობით ხართ დაკავებული, მაშინ სავარაუდოდ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების განვითარებას აკვირდებით. მაგალითად, თქვენ ნამდვილად გსმენიათ თუ როოგრ უნდა განათდეს ნერგებინათურით და რატომ გამოიყენება ეს ტექნოლოგიური სასწაული. თუმცა, სინამდვილეში საჭიროა კი სპეციალური მოწყობილობის შეძენა? დღევანდელ სტატიაში შევეცდებით ამ საკითხში გავერკვიოთ და მოგიყვებით თუ რატომაა ფიტონათურები ასე პოპულარული და შეიძლება თუ არა მათი რაიმე სხვათი ჩანაცვლება.

როგორ გაანათოთ ნერგი ფიტონათურით

სითბოს მოყვარულ ნერგებს დამატებითი განათება ესაჭიროება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თესლს თებერვლის ბოლოს რგავთ, როცა მზის სინათლე დეფიციტურია. იდეალურ ვარიანტში, იმისათვის, რომ ნერგი კარგად განვითარდეს და გამაგრდეს, ის დღის სტაბილური შუქით უნდა უზრუნველყოთ.

ამ ამოცანას სპეციალური ნათურები ნამდვილად კარგად უმკლავდებიან. ამასთანავე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სინათლე მთელი დღეების განმავლობაში უწყვეტად ჩართული არ უნდა იყოს, რადგანაც ღამით მცენარე ზრდისთვის აუცილებელი ნივთიერებების სინთეზირებას ახდენს. გარდა ამისა, ღამით ტემპერატურაც იკლებს.

ნერგების გასანათებლად ყველა ნათურა შესაფერისი არაა. მაგალითად, ჩვეულებრივი ნათურა ინფრაწითელ სპექტრით ასხივებს. გამოყენებისას ის მეტად ხურდება, ამიტომაც ჩვენი ამოცანისათვის არ გამოდგება. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ძველად პრაქტიკაში სწორედ ისინი გამოიყენებოდა.

ინკანდესენტური ნათურების ნაცვლად ხშირად ფლუორესცენტურ და LED ნათურებს იყენებენ. ამ ტიპის ნათურები მოსახერხებელია გამოსაყენებლად და უფრო ეკონომიურიცაა. მაგრამ რითი განსხვავდება კონკრეტულად ფიტონათურა?

ასეთი LED ნათურა იმდენად პოპულარული გახდა, რადგანაც ის არ იძლევა რადიაციული სპექტის ნათებას, მხოლოდ წითელ და ლურჯ სინათლეს. ეს ორი სპექტრი მცენარეებს ფოტოსინთეზისთვის სჭირდებათ. უფრო გაუმჯობესებულ ვარიანტებში თითოეული სპექტრის სიმძლავრე ხელით რეგულირებადია.

როგორ შეარჩიოთ ნათურა

ლურჯი და წითელი სპექტრები მცენარის განვითარებაზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს. ლურჯი მწვანე ნაწილის ზრდის სტიმულირებას ახდენს, ხოლო წითელი კი ფესვთა სისტემის განვითარებაზე, ყვავილობასა და ნაყოფის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი.

არადა უმჯობესია, რომ მცენარემ ფერთა სრული სპექტრი მიიღოს და არა მხოლოდ ლურჯი და წითელი. დიახ, გარკვეულწილად შესაძლოა ისინი უპირატესობაში იყოს, თუმცა სხვა ფერებიც საჭიროა. ამ ამოცანის შესასრულებლად საკმარისი იქნება LED ან ჩვეულებრივი ფლუორესცენტური ნათურა. არაა საჭირო თქვენი ფულის ძვირადღირებულ ფიტონათურაზე დახარჯოთ.

ფიტონათურის ანალოგი LED ნათურაა, უმჯობესია სხვადასხვა სპექტრის მქონე ნათურა შეიძინოთ ან საკუთარი ხელებით გააკეთოთ. ერთადერთი, რაც უნდა იცოდეთ, არის ფერების სწორი რაოდენობა. 10 წითელი ლენტი 4 ლურჯს შეესაბამება, ხოლო 1 მწვანე 1 თეთრს.

ფლუორესცენტული ნათურის არჩევისას, დარწმუნდით, რომ გაითვალისწინოთ ფერის ტემპერატურა, რომელიც კელვინებში იზომება. მცენარეების გასაზრდელად საკმარისია ნათურა 2700-3200კვტ. ის ნერგს თბილი თეთრი შუქით წითელი სპექტრით უზრუნველყოფს. 6200-6500კვტ ნათურა, რომელშიც ცივი თეთრი შუქი ლურჯი სპექტრით ასევე შესაფერისია.

LED და ფლუორესცენტური ნათურების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ისინი მუშაობის დროს არ თბება. ამიტომ, მათ არ სჭირდებათ ნერგების ან სხვა მცენარებიდან დიდ სიმაღლეზე განთავსება. ოპტიმალური სიმაღლეა 25-35სმ. თუ ნათურას უფრო მაღლა დააყენებთ, ის ნაკლებად ეფექტურად იმუშავებს.

თუ გსურთ გამოიყენოთ კონკრეტული ფიტონათურის ანალოგები, გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი ნიუანსი: ჩვეულებრივი LED და ფლუორესცენტური ნათურები ქვევით ანათებს და სინათლის დიფუზიას 60-90გრადუსთ ახდენს. ამიტომაც საჭიროა არა ერთი, არამედ რამოდენიმე ნათურის გამოყენება. ამაზე დროს, ფიტონათურა სპეციალური ლინზებითაა აღჭურვილი, რომლის წყალობითაც მისი გაფანტვის კუთხე 200გრადუსს აღწევს.

როგორ გაანათოთ ნერგი ფიტონათურით: რედაქციისაგან

რასაკვირველია, განათების საკითხი მეტად ინდივიდუალურია, ზოგი იმასაც კი იტყვის, რომ მისი ნერგები ნათურის გარეშეც მშვენივრად იზრდება.
მაგალითად, იმისათვის რომ ნერგი სინათლისაკენ თავად არ იწელებოდეს, შეგიძლიათ ფოლგა გამოიყენოთ. მისი დაფიქსირება ისე უნდა მოხდეს, რომ მზის სინათლე აირეკლოს. ამბობენ, მეთორი მარტივია, მაგრამ მუშა. გსმენიათ მის შესახებ?

თამამად გაგვიზიარეთ თქვენი რჩევები და ხრიკები კომენტარებში. დარწმუნებული ვარ ისინი ჩვენს მკითხველს ნამდვილად დაეხმარება. გელოდებით!