თუნუქის ქილები სასარგებლო საქმისთვის: რატომ არ ღირს მათი გადაყრა

ცოტა თუ უფიქრდება იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი შეიძლება მოირგოს ჩვეულებრივმა თუნუქის ქილებმა. არ ღირს მათი გადაგდება, ისინი შესაძლოა სხვადასხვა და თანამედროვე ნივთების დასამზადებლად გამოსაყენებელ ბიუჯეტურ მასალად იქცეს. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ კრეატიული იდეების კრებულს, რომელთა განხორციელებას თავადაც შეძლებთ.

1. პირსახოცების ორგანაიზერი

წესრიგი და ორგანიზებულობა ყოველთვის ლამაზად და ელეგანტურად გამოიყურება. ასე რომ შეგიძლიათ თქვენივე ხელებით ბიუჯეტური, თუმცა მოსახერხებელი პირსახოცების ორგანაიზერი მოაწყოთ, რომელიც თქვენს სახლში კომფორტის დონეს აუცილებლად გაზრდის. ორგანაიზერის დასამზადებლად საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ქილა, რომელიც ერთმანეთთან ჭადრაკულად ან რაიმე სახის გეომეტრიული ფიგურის სახით უნდა განათავსოთ, ან კიდევ ხის ან პლასტმასის სამაგრებზე დააფიქსიროთ. ამ იდეის განსახორციელებლად საჭიროა ორგანაიზერისათვის შესაბამისი ადგილი გამოყოთ. იმისათვის, რომ ისინი ინტერიერში უფრო ორგანულად გამოიყურებოდეს, რეკომენდირებულია ისინი შესაბამისს ფრად შეღებოთ.

2. ბოთლების სადგამი

თუნუქის ქილა ღვინის ან სხვა ბოთლებისათვის სამზარეულოში ან მოსასვენებელ ზომაში სადგამის გასაკეთებლად იდეალური ვარიანტია. ამისათვის ისინი დაბლა უნდა გაჭრათ, ლამაზ ფერში შეღებოთ, სურვილის შემთხვევაში კი სასურველი დეკორით მორთოთ და ერთმანეთზე დაამაგროთ. ფანტაზიის ჩართვით, შეგიძლიათ არა მხოლოდ ფუნქციონალური სტენდი მიიღოთ, არამედ ის დეკორის ელემენტადაც აქციოთ. იმისათვის, რომ კონსტრუქცია მტკიცედ იდგეს, იზრუნეთ სწორ ზომებსა და მყარ სადგომზე, რომელიც მას სტაბილურობას შესძენს.

3. შარფებისა და ხელსახოცების შესანახი კონსტრუქცია

თუნუქის კონსერვები შეგიძლიათ აქსესუარების შესანახადაც გამოიყენოთ. მისი საშუალებით შეგიძლიათ უბრალო და მოსახერხებელი ორგანაიზერი გააკეთოთ, სადაც ყველა შარფი, ხელსახოცი, სათვალე და თმის სამაგრი შეგიძლიათ ერთ სივრცეში შეინახოთ. თუნუქის ქილების შეგიძლიათ პირდაპირ კედელზე მიამაგროთ ან მათგან საკიდარი გააკეთოთ, რომლის დიზაინი კიდევ უფრო ორიგინალური და ექსკლუზიური იქნება.
4. სალაშქრო გაზქურა

თუნუქის ქილიდან დამზადებული სალაშქრო გაზქურა საკმაოდ მცირე წონისაა და ამავე დროს საკმაოდ მოსახერხებელია. მისი საშუალებით, თქვენ შეძლებთ მოკლე დროში რამდენიმე ლიტრი წყლის გაცხელებას, ჩაის მოხარშვასა და მარტივი კერძების მომზადებასაც კი. ამავე დროს, საკმაოდ მარტივია ასეთი კონსტრუქციის გამოყენება. მისი დამზადების რამდენიმე სხვადასხვა დიზაინის ვარიანტი არსებობს. მაგალითად, ქილის ქვედა ნაწილში მრგვალი ნაპრალი უნდა გააკეთოთ, სადაც წნევისათვის თუნუქის ცილინდრი უნდა მოათავსოთ, ან კიდევ შეგიძლიათ რამდენიმე პატარა ნასვრეტის ვარიანტი გამოიყენოთ.

შეგიძლიათ ასეთი გაზქურა პატარა ზომის ნაფოტების საშუალებით გაახუროთ, რომელსაც მასში მოათავსებთ ან კიდევ თუ პარაფინის ფუძეს წინასწარ მოამზადებთ, სითბოს გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებთ.

5. ორიგინალური თარო საქსოვი ძაფების შესანახად

ხელსაქმის მოყვარულთათვის თუნუქის ქილა ასევე შესაძლოა კარგი ორგანაიზერი გახდეს. მათი საშუალებით შესაძლებელია ხელსაწყოებისა და ხელნაკეთობების მასალების, მაგალითად, ძაფებისა და საქარგი მასალის მოსახერხებელი ღია თაროს მოწყობა. ამავე დროს, ყველაფერი მოხერხებულად და კომპაქტურად იქნება ორგანიზებული, შესაბამისად კი ყველაფერი ხელთ გექნებათ.

6. ყვავილის ქოთნები

მათ, ვისაც მცენარეების მოყვანა უყვართ, იციან, რომ ჩვეულებრივ ქოთნები საკმარისი არასდროს არაა ხოლმე, ან შესაძლოა უბრალოდ ორიგინალურ ვარიანტს ეძებდეთ. ამ შემთხვევაში თუნუქის ქილები პრობლემის გადაჭრაში სწრაფად დაგეხმარებათ, მათი საშუალებით შეგიძლიათ, როგორც ოთახის, ასევე ქუჩის მცენარეებისათვის ქოთნები დაამზადოთ.

სასარგებლო რჩევა: მთავარია დრენაჟის შესახებ არ დაგავიწყდეთ.

7. ორგანაიზერი საკანცელარიო ნივთებისა და აქსესუარებისათვის

თუ სახლში ბევრი კალამი, ფანქარი, ფლომასტერი, ჯაგრისი და სხვა საკანცელარიო ნივთები დაგიგროვდათ, დამატებითი ორგანაიზერი ნამდვილად არ გაწყენდათ. მრავალრიცხოვანი წვრილმანი ნივთების ლამაზი და კომფორტული ორგანაიზერის დასამზადებლად თქვენ ორიოდე თუნუქის ქილა დაგჭირდებათ.

ისინი შეგიძლიათ ერთ ფერში შეღებოთ ან დეკორით მორთოთ, ასევე თოკი ან ლენტი გამოიყენოთ.

8. თხევადი საპონის დისპენსერი

თუნუქის კონსერვებისაგან პრაქტიკული დისპენსერის გაკეთება შეგიძლიათ, რომელთა დიზაინიც თანამედროვე ინტერიერში შესანიშნავად ჩაჯდება. ისინი შეგიძლიათ არაშემაწუხებელ ფერში შეღებოთ და ამგვარად მათი წარმომავლობა დამალოთ. იდეის განსახორციებლად საკმარისია თუნუქის ქილაში მცირე ზომის ხვრელი გააკეთოთ და შესაფერისი სახურავი შეარჩიოთ, რომელსაც დაჭერის მექანიზმი აქვს.

9. სანათები

თუნუქის ქილების დახმარებით შეგიძლიათ საკმაოდ ლამაზი ნათურები, ბრა და ჭაღი დაამზადოთ. მთავარია ფანტაზიას მოუხმოთ და ექსპერიმენტებს არ შეუშინდეთ. თუნუქის ქილები შეგიძლიათ სტანდარტულ ფერებში ან ოქროსფერ, ბრინჯაოს ან ვერცხლისფერ ფერში შეღებოთ.

სანათს დამატებით ხიბლს თუნუქის ქილებზე ხვრელებით გაკეთებული დეკორი მიანიჭებს