4 მცურავი სახლი, სადაც ცხოვრება იმათთაც კი მოუნდებათ, ვისაც ზღვაზე დასვენება არ მოსწონს

მცურავი სახლი რაიმე გასაოცარ მოვლენას აღარ წარმოადგენს, რომელიც ვინმეს გააკვირვებდა, პირიქით ამ ტიპის საცხოვრებელი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. თანამედროვე “სახლი ამფიბიები” კი კომფორტის დონით ხმელეთზე არსებულ ვარიანტებს როდი ჩამოყვარდებიან. მცურავი სახლები არქიტექტურულად ერთმანეთს საკმაოდ წააგავს, თუმცა ისინი ინტერიერით განსხვავდებიან. თუმცა არის მოდელებიც, რომლებიც განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდნეთ ოთხ სახლს, რომელიც თავისი უჩვეულო კონსტრუქციით, გასაოცარი შესაძლებლობებითა და დიზაინით გამოირჩევა.

1. Arkup

მდიდრული მცურავი აგარაკი ამერიკული კომპანიისა Arkup და ჰოლანდიური ფირმის Waterstudio ერთობლივი პროექტია. ეს სრულებით ავტონომიური საცხოვრებელია, რომელშიც ერთმანეთს იახტისა და მცურავი სახლის საუკეთესო შტრიხები ერთმანეთს ერწყმის, ფაქტიურად ბოლო ტექნოლოგიური მიღწევაა. ობიექტის ერთ-ერთი ინოვაციური მახასიათებელი წყლის ზედაპირზე დაფიქსირების შესაძებლობაა. გრძელვადიან გაჩერების ადგილზე, Arkup ფსკერზე ოთხ ჰიდრავლიკურ ხიმინჯს და შედეგად ზღვის ზედაპირიდან ისე იწევა, რომ დაფიქსირებულ მდგომარეობაში სახლი აღარ ყანყარებს. მსგავსი თვითამწევი სისტემის წყალობით, მცურავი აგარაკი ქარიშხალს, წყალდობებასა და მოქცევას უძლებს.

Arkup 2-3კვანძის სიჩქარით მოძრაობს და სიჩქარის განვითარება მაქსიმუმ 5კვანძამდე შეუძლია (9კმ/სთ). ამიტომაც გემი-იახტა შორს არ მიცურავს და ის გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებსაც კომფორტი და სივრცე იზიდავთ. მცურავ სახლს ორი სართული აქვს პანორამით, ასაწევი ტერასით, სოლარიუმი, რომელიც შეგიძლიათ წყალში ჩაფლოთ და აუზი. აგარაკის ფასი 2,2მილიონი დოლარია, ხოლო სრული კონფიგურაციით ცნობილი დიზაინერების და მდიდრული ავეჯის დეკორით, მისი ღირებულება 5,5მილიონი დოლარი იქნება.

2. Floating Seahorses

პროექტი Floating Seahorses ერგონომიული დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უნიკალური სიმბიოზია. დუბაის მახლობლად სპარსეთის ყურის წყებლში 42-მა მცურავმა სახლმა მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსი შექმნა. თითოეულ ნაგებობას სამი სართული აქვს: ერთი წყლის ქვემოთ და ორი წყლის ხაზის ზემოთ, დაგეგმარება კი მოიცავს ყოველივეს, რაც ცხოვრებისა და დასვენებისთვისაა საჭირო. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ აგარაკები მოწინავე ტექნოლოგიებითაა შექმნილი და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება, ეს ყოველივე კი ზღვის ხედებთან ერთად ნამდვილ საოცრებას ქმნის. განსაკუთრებულად ეფექტურად წყალქვეშა ნაწილი გამოიყურება, რომელსაც უზარმაზარი პანორამული ფანჯრები აქვს და საწოლზე წოლისას საშუალებას იძლევა მარჯნის რიფებსა და ზღვის მაცხოვრებელთა ცხოვრებას უყუროთ.

მცურავი აგარაკი გათვლილია შეძლებულ ხალხზე, აქ ყველაფერი მდიდრული და კომფორტულია. ზღვაზე ცხოვრების იდეა ბევრისთვის აღმოჩნდა მიმზიდველი და ჯერ კიდევ დაუსრულებელ მდგომარეობაში 35 აგარაკი უმალვე გაიყიდა.

3. Anthenea

ფრანგული კომპანიის მცურავი სახლი Anthenea ამოუცნობ მფრინავ ობიექტს მოგვაგონებს, რომელიც წყალზე დაეშვა და თავისი ვიზუალით დაუვიწყარ მოგზაურობას გვპირდება. მსგავსი უჩვეულო სფერული ფორმა განპირობებულია ბუნებაში დაფიქსირებული პრინციპით “ზედაპირული დაძაბულობა”. დეველიპერები ამბობენ, რომ ეს ექსტრემალურ პირობებში წყალზე მდგრადობისათვის საუკეთესო ფორმაა, კაფსულა ფაქტიურად არ იძირება და ბორტზე ქანაობა არ იგრძნობა.

Anthenea გასაოცარი ობიექტია, რომელიც ავტონონიმური ცხოვრების თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი. მცურავი სახლი აღჭურვილია მზის პანელებიანი მოსახსნელი სახურავით, პანორამული წყალქვეშა ფანჯრებით, მაქსიმალურად ავტომატიზირებული სისტემითა და დისნტაციური მართვის საშუალებით. ამავე დროს ის ბუნებისადმი მაქსიმალური პატივისცემის გამოჩენითაა შექმნილი: ეკოლოგიური ტექნოლოგიები, გადამუშავებადი მასალები, ინოვაციური ხრახნები, რომლებიც ფსკერს დაზიანების გარეშე ემაგრება.

საინტერესო ფაქტი: Anathenea ფრანგი საზღვაო არქიტექტორის, ჟანა-მიშელ დიუკანსელის შემოქმედებაა. მისი შთაგონების წყალო ჯეიმს ბონდის ფილმი “აგენტი, რომელსაც ვუყვარვარ” გახდა. ნაგებობის დაგეგმარებას 15წელი დასჭირდა და ის შესაძლოა კვლავ მხოლოდ ოცნებად დარჩენილიყო, რომ არა მრეწველ ჟაკ-ანტუან სესბრონთან შეხვედრა. ერთობლივად მათ შეძლებს პროექტი სერიულ მწარმოებამდე მიეყვანა. დღესდღეობით კომპანია ოთხ მოდელს გვთავაზობს: Suite, Wellness, Businees და Open, რომლებიც შეგიძლიათ, როგორც კერძო საკუთრება ისე მოიხმაროთ, ასევე წყალზე საკონფერენციო დარბაზად თუ სასტუმროს ნომრად.

4. UFO 2.0: Unidentified Floating Object

იტალიურმა კომპანიამ Jet Capsule მცურავი სახლის თავისი უჩვეულო კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც ფირმის Lazzarini Design Studio დიზაინით იქნა შემუშავებული. ფუტურისტული მინაბოჭკოვანი სტრუქტურა “კოსმოსურ თეფშს” წააგავს. თვითონ სახელიც კი ითარგმნება, როგორც ამოუცნობი ობიექტი, ოღონდ ის მფრინავი კი არა, მცურავია.

ის სამი იარუსისაგან შედგება: ცენტრალური – ძირითადი საცხოვრებელი სივრცე, ქვედა – საძინებელი პანორამული ფანჯრებით, რომელიც ზღვის ფსჯერზე გადის, ზემოთ კი მოსასვენებელი ტერასაა გაკეთებული. საცხოვრებელი მთლიანად ავტონომიურია, აქვს ელექტროძრავი და შეუძლია საათში 6,5კმ სიჩქარით იმოძრაოს.

სერიულ წარმოებამდე საქმე ჯერ არ მისულა, თუმცა შექმნელები საუბრობენ, რომ UFO 2.0 გამოყენებას საზღვრები არ გააჩნია. ის შესაძლოა გახდეს კერძო მცურავი სახლი, რესტორანი ან სასტუმროს ნომერი