
აფერისტები ყველგან არიან, მათ შორის სარემონტო ბიზნესშიც. ხალხი თავის სახლებს კომპეტენტურ სპეციალისტებს ანდობს, ამის მაგიერ კი უხარისხო რემონტს, დაკარგულ ნივთებსა და ან საერთოდ პირველადი შენატანით გამქრალ კომპანიას იღებენ. დაიმახსოვრეთ 7 ნიშანი იმისა თუ როგორ უნდა ამოიცნოთ აფერისტები.
1. ახალი ფირმა
ხალხი ცდილობს გამოცდილ კომპანიებს ერგოს კარგი გამოხმაურებებით. თუმცა ამასთანავე არსებობს არაერთი ახალგამოჩენილი კომპანია, რომლებიც თავის სერვისს მისაღებ ფასად გვთავაზობს. ბრიგადის რეპუტაციის შემოწმება ყოველთვის მარტივი არაა, ამიტომაც დიდია ალბათობა აფერისტების მსხვერპლი გახდეთ. რასაკვირველია, ყველა ახალ კომპანიაში აფერისტი არ უნდა დაინახოთ, მაგრამ აუცილებლად დადეთ ხელშეკრულება. თუ კომპანიისთვის ხელშეკრულების დადება პრობლემას წარმოადგენს, ჯობს მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვათ.
2. მსმელი ბრიგადა
თანამშრომლები ნებისმიერი კომპანიის სახეა. თუ შეამჩნიეთ, რომ რომელიმე მუშა არაფხიზელ მდგომარეობაშია, უარი თქვით თანამშრომლობის გაგრძელებაზე. სერიოზული კომპანია მსმელ თანამშრომელს სამსახურში არასდროს აიყვანს. ბრიგადა საათივით უნდა მუშაობდეს: დროულად მოვიდეს სმენაში და სამუშაო გეგმა შეასრულოს. გარდა ამისა გახსოვდეთ, რომ პროფესიონალები დამკვეთს სამუშაო ხელსაწყოებს არასდროს მოსთხოვენ, ყველა საჭირო მათ თან მოაქვთ.
3. საორიენტაციო სქემა და არა კორმეციული შეთავაზება
რემონტის თემა დელიკატური თემაა, ყველას სურს გონივრულ თანხებში სასურველი შედეგის მიღება. მით უფრო მაშინ, როცა თავს ხშირად დამატებითი ხარჯები იჩენს, რომელთა წინასწარ გათვლა ვერ მოხერხდა. კომპანიამ უნდა გათვალოს მასალის სრული რაოდენობა, სარემონტო სამუშაოების ფასი და დამკვეთს სრული ხარჯაღრიცხვა წარუდგინოს. არასდროს დათანხმდეთ ისეთ შემოთავაზებას, სადაც ზუსტი თანხა არ წერია, რომ მერე რაიმე ვითომ გაუთვალისწინებელი არ მოხდეს და ხარჯები არ გაგიზარდოთ.
4. ავანსის მოთხოვნა
სერიოზული კომპანიები დამკვეთს ავანსს არ თხოვენ იქამდე, სანამ სამუშაოს 30%-ს მაინც არ შეასრულებენ, რათა დამკვეთმა შედეგი ნახოს. უმეტეს შემთხვევაში ხელშეკრულებით საფასურის გადახდა სამუშაოების დასასრულს განისაზღვრება. მეორე ვარიანტია თანხის ნაწილებად გაყოფა და მისი ეტაპობრივად გადახდა. თუ მაინც გადაწყვიტეთ ავანსის მიცემა, აუცილებლად მოითხოვეთ ფინანსური ოპერაციის დოკუმენტური მტკიცებულება.
5. ცრუ ფირმა
თაღლითებმა კარგად იციან თუ როგორ მიიზიდონ კლიენტი. ისინი ქმნიან ლამაზ საიტებს სხვისი ნამუშევრების ფოტოსურათებით, გთავაზობენ მინიმალურ ფასებს და ამას ხსნიან, როგორც კონკურენტების სპეკულაციური ფასით და ყველა დამკვეთს დიდ ფასდაკლებას პირდებიან. გარდა ამისა, თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ უარყოფით მიმოხილვას, მხოლოდ მადლობის წერილებსა და აღფროვანებას გაწეული სამუშაოსადმი და სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. თუ ასეთ ფირმას კონსულტაციისათვის მიმართავთ, მენეჯერი მეტად მიმზიდველ შემოთავაზებას გაგიკეთებთ და იქამდე განაგრძობს რეკვას, სანამ კლიენტი თანხმობას არ მისცემს. იმისათვის, რომ მოტყუებული არ აღმოჩნდეთ, ამასთანავე თაღლითებიც ამოიცნოთ, შეამოწმეთ კომპანიის იურიდიული მისამართი. ცრუ ფირმები მისამართს ხშირად იცვლიან და თანამშრომლებიც არასდროს არიან ადგილზე.
6. ერთგვერდიანი საიტები
არსებობენ აფერისტები, რომლებიც პოტენციურ კლიენტთა ბაზას აკეთებენ და გარიგებას სატელეფონო ზარით ახორციელებენ. ასეთი საიტებისათვის ერთგვერდიან საიტებს ამზადებენ, რათა ვიზიტორთა პირადი ინფორმაცია შეაგროვონ. ასეთი კომპანიების ამოცნობა ძალიან მარტივია:
- საიტზე შესვლისას იხსნება ფანჯარა, სადაც პირადი ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ, რომ მენეჯერი დაგიკავშირდეთ;
- ზედმეტად ბევრი ფასდაკლება, საჩუქრები და აქციები ახალი და მუდმივი კლიენტებისათვის;
- ონლაინ-კალკულატორი, რომელიც შესასრულებელი სამუშაოების საფასურს ითვლის და ამ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გიგზავნით;
- დამატებითი ფორმები, სადაც ბევრი გრაფა პირად ინფორმაციას ითხოვს;
- “კონტაქტში” მითითებული არაა კომპანიის იურიდიული ფირმა.
7. სიჩქარე ხელშეკრულების დადებისას
სამწუხაროდ, კონტრაქტის პირობებშიც კი შეიძლება არაკეთილსინდისიერი შემსრულებლები შეგხვდეთ. თუ კომპანია დაჟინებით ითხოვს კონტრაქტის რაც შეიძლება მალე დადებას, დიდია ალბათობა საქმე თაღლითურ სქემასთან გქონდეთ. ფრაზა: “არ გაუშვათ შანსი” შეეფერება ტოსტერის ფასდაკლებით ყიდვას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებისათვის ბრიგადის დაქირავებას. სამუშაო ხელშეკრულება კომპანიის ბლანკზე უნდა გაფორმდეს და იურისტის მიერ უნდა იქნას დამოწმებული.